/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები

კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები
კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტებია. როგორ გამოვასწოროთ ისინი, რა არის ამისთვის საჭირო? გვესაუბრება პედიატრი მანანა უბილავა.- რა იწვევს კისერმრუდობას?- მას მრავალი მიზეზი აქვს: მშობიარობისას მეანის არასწორი რჩევა-დახმარება, თვით მშობიარის ან ნაყოფის თავისებურებანი (პირველ შემთხვევაში - ვიწრო მენჯი, მეორეში - დიდი ზომა, არასწორი მდებარეობა), სამშობიარო პროცესის გახანგრძლივება ან დაჩქარება.

რა უცნაურიც უნდა იყოს, ახალშობილის ტრავმირება საკეისრო კვეთის დროსაც შესაძლებელია. თავიდათავი ახალშობილის თავისა და კისრის თავისებურებებია: თავი საკმაოდ დიდია, ხოლო კუნთები, რომლებსაც კისრის მალების დაცვა აკისრია - სუსტი. რა გასაკვირია, რომ ასეთი ტრავმები საკმაოდ ხშირია.

ამავე ტიპის დარღვევებს განეკუთვნება მალების არასტაბილურობა, ქვეამოვარდნილობა, ამოვარდნილობა, წანაცვლება. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა. შესაძლოა, დაზიანდეს ზურგის ტვინიც კისრის მალების დონეზე.

თუ მკურნალობა ვერ მოხერხდა, ტრავმას მოჰყვება კისერმრუდობა, კისრის მოძრაობის დარღვევა ან მისი სისუსტე, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, ბრტყელტერფიანობა, ოსტეოქონდროზი... ტრავმის შორეული შედეგები მოგვიანებით - მოზარდ, მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს.

- როდის უნდა დავიწყოთ მკურნალობა?

- პრობლემას სამშობიარო სახლშივე აღმოაჩენს ნეონატოლოგი და რჩევა-დარიგებას აძლევს მშობლებს. არცთუ იშვიათად ტრავმა შეუმჩნეველია, ამიტომ მძიმედ მიმდინარე მშობიარობის შემდეგ თავის დასაზღვევად ახალშობილი უნდა გასინჯოს ნევროლოგმა და სამშობიაროშივე ჩაუტარდეს კისრის მალების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

შეკითხვა ექიმს
<p>-შეიძლება თუ არა ნაადრევ მომწიფებად ჩაითვალოს 7 წლის გოგონასთვის თმის წამოსვლა ბოქვენს ცოტა ქვემოთ.იზრდება ძალიან დიიდი და ვჭრი ხოლმე.დიაგნოზი აქვს ჰიდროცეფალია</p>

მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო მეთოდად მიიჩნევა კისრის ნაწილობრივი იმობილიზაცია - მოძრაობის შეზღუდვა. ამის შედეგად კისრის კუნთები ეშვება და მალებს შესაძლებლობა ეძლევა, სწორ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მცირდება წანაცვლებული მალების ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა.

იმობილიზაციისთვის შანცის საყელოს იყენებენ. ის რბილია, ნიკაპთან ოვალურად ამოჭრილი, ადვილი ჩასაცმელი. საყელო იმობილიზაციასთან ერთად ათბობს კიდეც კისერს და ამით დამატებით თერაპიულ ეფექტს ახდენს.

- როგორ უნდა ჩავაცვათ შანცის საყელო?

- საყელო უნდა შეიკრას უკან, კეფასთან. ორიენტირებისთვის უნდა გამოვიყენოთ ნიკაპის ამონაჭერი. ჩაცმისას უნდა ვაკონტროლოთ, რამდენად თავისუფლად დგას საყელო - ის არც მძივივით უნდა ეკიდოს და არც შემოეჭიროს. შეკრულ საყელოსა და კისერს შორის გვერდიდან ან უკნიდან თავისუფლად უნდა ჩადიოდეს თითი. სხვაგვარად ბავშვი შეწუხდება და იჭირვეულებს.

საყელო ხშირად საკვებით ისვრება. ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს. საყელოს ტარების ხანგრძლივობას ექიმი ადგენს. რეკომენდებულია მისი ტარება დღეში არანაკლებ 3 საათისა, ზოგჯერ კი მოხსნა მხოლოდ ბანაობის დროს, საერთო ჯამში - სულ მცირე, ერთი თვე. ამ ხნის განმავლობაში ჩვილი პერიოდულად უნდა გასინჯოს ექიმმა, ჩაუტაროს კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა. შესაძლოა, დამატებით დაუნიშნოს სამკურნალო მასაჟი და ფიზიოპროცედურებიც. სასურველი შედეგის მისაღებად ზუსტად უნდა შეირჩეს შანცის საყელოს ზომა.

- რა იწვევს ფეხების X-ისებრი ფორმას?

- თუ ბავშვს ფეხებს შევატყუპებინებთ, მუხლები და ტერფის შიგნითა ზედაპირები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს. როცა ფეხებს X-ისებრი ფორმა აქვს, რასაც ექიმები ვალგუსურ დეფორმაციას უწოდებენ, მუხლები ერთმანეთს ეხება, ტერფები კი დაშორიშორებულია.

ბევრ მშობელს ასეთი დეფორმაცია მემკვიდრეობითი ჰგონია და ყურადღებას არ აქცევს, რითაც ამცირებს მისი გამოსწორების შანსს. სინამდვილეში ფეხების X-ისებრი ფორმა არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი პათოლოგიაა.

ბავშვების 50 პროცენტს 3 წლამდე რაქიტის ესა თუ ის ნიშანი აქვს. განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული რაქიტი ქალაქში მცხოვრებ ბავშვებთან. კალციუმისა და ძვლებში მისი ფიქსაციის ნაკლებობის გამო, რაც D3 ვიტამინის დეფიციტთანაა დაკავშირებული, რაქიტი იწვევს ძვლების დარბილებასა და კუნთების სისუსტეს, რაც, თავის მხრივ, მალების, გულმკერდის, თავის ქალას, ფეხების გამრუდებისა და დეფორმაციის მიზეზად იქცევა.

ყველაზე მეტ ცვლილებას ბავშვის ფეხები განიცდის. მათი დეფორმაცია ფეხის ადგმის შემდეგ ხდება შესამჩნევი. ჭარბწონიან ბავშვებს დამატებითი პრობლემები აქვთ, ვინაიდან ძვლებსა და კუნთებზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილს ყაბზობა წარმოადგენს. ზოგჯერ მშობლები ვერ ახერხებენ მისი ნიშნების ამოცნობას ან არ მიიჩნევენ მას სერიოზულ სამედიცინო პრობლემად.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ? – ინტერვიუ ალერგოლოგთან
რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ? – ინტერვიუ ალერგოლოგთან
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 15-20%-ს უვითარდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები

რა უცნაურიც უნდა იყოს, ახალშობილის ტრავმირება საკეისრო კვეთის დროსაც შესაძლებელია. თავიდათავი ახალშობილის თავისა და კისრის თავისებურებებია: თავი საკმაოდ დიდია, ხოლო კუნთები, რომლებსაც კისრის მალების დაცვა აკისრია - სუსტი. რა გასაკვირია, რომ ასეთი ტრავმები საკმაოდ ხშირია.

ამავე ტიპის დარღვევებს განეკუთვნება მალების არასტაბილურობა, ქვეამოვარდნილობა, ამოვარდნილობა, წანაცვლება. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა. შესაძლოა, დაზიანდეს ზურგის ტვინიც კისრის მალების დონეზე.

თუ მკურნალობა ვერ მოხერხდა, ტრავმას მოჰყვება კისერმრუდობა, კისრის მოძრაობის დარღვევა ან მისი სისუსტე, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, ბრტყელტერფიანობა, ოსტეოქონდროზი... ტრავმის შორეული შედეგები მოგვიანებით - მოზარდ, მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს.

- როდის უნდა დავიწყოთ მკურნალობა?

- პრობლემას სამშობიარო სახლშივე აღმოაჩენს ნეონატოლოგი და რჩევა-დარიგებას აძლევს მშობლებს. არცთუ იშვიათად ტრავმა შეუმჩნეველია, ამიტომ მძიმედ მიმდინარე მშობიარობის შემდეგ თავის დასაზღვევად ახალშობილი უნდა გასინჯოს ნევროლოგმა და სამშობიაროშივე ჩაუტარდეს კისრის მალების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო მეთოდად მიიჩნევა კისრის ნაწილობრივი იმობილიზაცია - მოძრაობის შეზღუდვა. ამის შედეგად კისრის კუნთები ეშვება და მალებს შესაძლებლობა ეძლევა, სწორ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მცირდება წანაცვლებული მალების ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა.

იმობილიზაციისთვის შანცის საყელოს იყენებენ. ის რბილია, ნიკაპთან ოვალურად ამოჭრილი, ადვილი ჩასაცმელი. საყელო იმობილიზაციასთან ერთად ათბობს კიდეც კისერს და ამით დამატებით თერაპიულ ეფექტს ახდენს.

- როგორ უნდა ჩავაცვათ შანცის საყელო?

- საყელო უნდა შეიკრას უკან, კეფასთან. ორიენტირებისთვის უნდა გამოვიყენოთ ნიკაპის ამონაჭერი. ჩაცმისას უნდა ვაკონტროლოთ, რამდენად თავისუფლად დგას საყელო - ის არც მძივივით უნდა ეკიდოს და არც შემოეჭიროს. შეკრულ საყელოსა და კისერს შორის გვერდიდან ან უკნიდან თავისუფლად უნდა ჩადიოდეს თითი. სხვაგვარად ბავშვი შეწუხდება და იჭირვეულებს.

საყელო ხშირად საკვებით ისვრება. ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს. საყელოს ტარების ხანგრძლივობას ექიმი ადგენს. რეკომენდებულია მისი ტარება დღეში არანაკლებ 3 საათისა, ზოგჯერ კი მოხსნა მხოლოდ ბანაობის დროს, საერთო ჯამში - სულ მცირე, ერთი თვე. ამ ხნის განმავლობაში ჩვილი პერიოდულად უნდა გასინჯოს ექიმმა, ჩაუტაროს კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა. შესაძლოა, დამატებით დაუნიშნოს სამკურნალო მასაჟი და ფიზიოპროცედურებიც. სასურველი შედეგის მისაღებად ზუსტად უნდა შეირჩეს შანცის საყელოს ზომა.

- რა იწვევს ფეხების X-ისებრი ფორმას?

- თუ ბავშვს ფეხებს შევატყუპებინებთ, მუხლები და ტერფის შიგნითა ზედაპირები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს. როცა ფეხებს X-ისებრი ფორმა აქვს, რასაც ექიმები ვალგუსურ დეფორმაციას უწოდებენ, მუხლები ერთმანეთს ეხება, ტერფები კი დაშორიშორებულია.

ბევრ მშობელს ასეთი დეფორმაცია მემკვიდრეობითი ჰგონია და ყურადღებას არ აქცევს, რითაც ამცირებს მისი გამოსწორების შანსს. სინამდვილეში ფეხების X-ისებრი ფორმა არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი პათოლოგიაა.

ბავშვების 50 პროცენტს 3 წლამდე რაქიტის ესა თუ ის ნიშანი აქვს. განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული რაქიტი ქალაქში მცხოვრებ ბავშვებთან. კალციუმისა და ძვლებში მისი ფიქსაციის ნაკლებობის გამო, რაც D3 ვიტამინის დეფიციტთანაა დაკავშირებული, რაქიტი იწვევს ძვლების დარბილებასა და კუნთების სისუსტეს, რაც, თავის მხრივ, მალების, გულმკერდის, თავის ქალას, ფეხების გამრუდებისა და დეფორმაციის მიზეზად იქცევა.

ყველაზე მეტ ცვლილებას ბავშვის ფეხები განიცდის. მათი დეფორმაცია ფეხის ადგმის შემდეგ ხდება შესამჩნევი. ჭარბწონიან ბავშვებს დამატებითი პრობლემები აქვთ, ვინაიდან ძვლებსა და კუნთებზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის.


დეფორმაციას ხელს უწყობენ სულსწრაფი მშობლებიც, რომლებსაც სურთ, მათმა შვილმა რაც შეიძლება ადრე აიდგას ფეხი, მანამდე აყენებენ, ვიდრე ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა საამისოდ მოემზადება ან სვამენ და ამით მის ჩამოუყალიბებელ ჩონჩხს ზედმეტად ტვირთავენ. ნუ აჩქარდებით, აცადეთ ბავშვს ძალ-ღონის მოკრება, გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს!

- რითია საშიში X-ისებრი ფეხები?

- X-ისებრი დეფორმაცია, ერთი შეხედვით, მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია, სინამდვილეში კი საქმე უფრო რთულადაა; თუ არ ვუმკურნალეთ, მან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას მოზარდს.

რაქიტის დროს ყალიბდება ტერფების ბრტყელ-ვალგუსური დეფორმაცია, ვინაიდან კუნთები სუსტია და ნორმალურ ფორმას ვერ ინარჩუნებს. ამ შემთხვევაში X-ისებრი დეფორმაცია საქმეს ართულებს. ფეხების არასწორი ფორმის გამო დამატებითი დატვირთვა ადგება მუხლისა და კოჭ-წვივის სახსარს, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ფეხების ტკივილი და ხერხემლის გამრუდება გამოიწვიოს. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერ დაავადებას, ვალგუსურ დეფორმაციას მკურნალობა სჭირდება.

- რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მკურნალობა?

- ზრდასრულ ასაკში ოპერაციის გარეშე პრობლემის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ადრეულ ასაკში ეს უფრო იოლია, ვინაიდან ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება და ფორმირდება ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემაც.

X-ისებრი ფეხები რომ გასწორდეს, უწინარესად რაქიტი უნდა აღმოიფხვრას, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ინიშნება ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოსაწესრიგებელი პროცედურები. ჩვეულებრივ, 2,5 წლამდე გრძელდება მკურნალობა D3 ვიტამინით.

გარდა ამისა, იყენებენ თაბაშირის სპეციალურ ნახვევს, რომელიც ჭიმავს მუხლის სახსრის გვერდითა მყესებს და ამით ამცირებს ბარძაყის ძვლის დატვირთვას. ძვლები უფრო სწრაფად იზრდება და ფეხები თანდათან სწორდება. პროცესი 1,5-2 წელიწადს გრძელდება.

დამატებით, კუნთების გასამაგრებლად, ინიშნება მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია. ბავშვს უნდა ეცვას მყარი ორთოპედიული ფეხსაცმელი, რომელიც კოჭებს ფარავს - ასეთი ფეხსაცმელი კარგად აფიქსირებს ტერფებს.

- შეიძლება თუ არა პროცედურების ჩატარება სახლის პირობებში?

- პროცედურები ტარდება წელიწადში 4-ჯერ, კურსებად, რომლებიც მოიცავს 15-20 სეანსს. თავდაპირველად ისინი მეთოდისტმა უნდა ჩაატაროს. შემდეგ, თუ სწორად აითვისა, მშობელს შეუძლია, თვითონვე ჩაუტაროს ბავშვს.

სამკურნალო ფიზკულტურის დროს გასათვალისწინებელია, რომ დატვირთვა უნდა მოდიოდეს ტერფის გარეთა ზედაპირებზე და ვარჯიშების კომპლექსიც ამის მიხედვით შედგეს. ბავშვმა რომ არ მოიწყინოს, დაამსგავსეთ ვარჯიში თამაშს.

ვარჯიში “ბაგირზე მოსიარულე”: შესთავაზეთ პატარას, თავი ცირკში, ბაგირზე მოსიარულე აკრობატად წარმოიდგინოს, დაუდეთ იატაკზე თოკი და გაატარეთ მასზე, შემდეგ თოკი ჯოხით შეცვალეთ და რამდენიმეჯერ პატარა ნაბიჯებით ხელებგაშლილი გაატარეთ ზედ.

ვარჯიში “დათუნია ბაჯბაჯა”: ბავშვს ფეხზე გახადეთ, ტერფი ამოატრიალებინეთ და მის გარეთა კიდეებზე გაატარეთ ოთახის ერთი ბოლოდან მეორისკენ. ვარჯიში “სტუმრად სულთანთან”: გაახსენეთ მულტფილმი ალადინზე და ფეხმორთხმით დასვით, მუხლები იატაკთან რაც შეიძლება ახლოს მიატანინეთ - ასე საჭირო კუნთები კარგად იჭიმება.

კუნთებისთვის კარგია ველოსიპედით სიარული, ცურვა, შვედურ კედელთან ვარჯიში. სასურველი არ არის დიდხანს დგომა, ფეხიფეხგადადებული ჯდომა. ფიზიოპროცედურები განსაკუთრებით შედეგიანია X-ისებრი დეფორმაციისა და ტერფის ბრტყელ-ვალგუსური დეფორმაციის თანაარსებობისას. გამოიყენება ელექტროსტიმულაცია განსხვავებული იმპულსების მონაცვლეობით, რაც იწვევს კუნთების შეკუმშვას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მოძრაობით აქტიურობას. პაუზების დროს კუნთები ეშვება. პროცედურა უსაფრთხოა, მაგრამ მისი ჩატარება არ შეიძლება, თუ პატარას აქვს სიცხე, მწვავე ინფექციური დაავადება ან ანთებითი პროცესი კანზე.

მოხდენილი, ლამაზი სხეულისთვის თავდადებული შრომაა საჭირო. პატარამ მშობლებთან ერთად უნდა გაიაროს ეს გზა. ზოგჯერ ბავშვი არ გეპუებათ, არ გემორჩილებათ, ჭირვეულობს. მოთმინებით გადალახეთ ეს პერიოდი - თანდათან ვარჯიში მის ყოველდღიურ მოთხოვნილებად იქცევა, მოგვიანებით კი საკუთარი თვალით დაინახავთ შრომის შედეგს - თქვენი შვილის უნაკლო აღნაგობას.