/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

რით ერთობა ბავშვი

რით ერთობა ბავშვი
სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ჩვილის ინტერესს სხვადასხვა ასაკში სრულიად სხვადასხვანაირი საგნები და მოვლენები იპყრობს. ეს კანონზომიერება მშობლებისთვისაც უდავოდ საინტერესო იქნება.

სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის ყურადღებას შავ-თეთრი საგნები იპყრობს. ისინი კონტრასტული და თვალში საცემია. ჩვილი მზერას ბრჭყვიალა საგნებზეც აფიქსირებს. თანდათან იხვეწება მის მიერ გარესამყაროს აღქმა. ერთ წლამდე ძალზე მნიშვნელოვანია გემოვნებითი, სმენითი და ტაქტილური შეგრძნებების განვითარება. შეარჩიეთ ფორმით, ფერით, ფაქტურითა და ხმიანობით განსხვავებული რამდენიმე სათამაშო. დააკვირდით, რომელი მათგანი მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს უნდა ელაპარაკოთ სათამაშოს შესახებ და ამავე დროს მისცეთ მასთან შეხების საშუალება. ჩვილს მოძრავი ობიექტებიც აინტერესებს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მბრუნავი სათამაშო ან უბრალო რგოლს სხვადასხვა ფერის ლენტები მიამაგროთ - სულის შებერვისას ლენტები აფრიალდება და პატარას მზერას მიიტაცებს.

ორი თვის ასაკში პატარა თავის ხელებს აღმოაჩენს - ეხება მათ, თითებს ათამაშებს, მუშტს პირში იდებს... ეს ინტერესი აუცილებლად უნდა წავახალისოთ. პატარა თითებს ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. შესანიშნავი "ტრენაჟორია" მოზრდილი ადამიანის თითი. პატარა ბავშვი მას უცებ ეჭიდება და მაგრად უჭერს ხელს. ამავე მიზანს ემსახურება 6-10 სმ დიამეტრის რგოლები, ჩხაკუნა სათამაშოები - პაწაწა ხელს დასტაცებს მათ და ღონივრად ურტყამს საწოლს. თუ სათამაშო ჩამოკიდებულია, ბავშვს აქვს სტიმული, ხელები გაიწოდოს და სათამაშოს მისწვდეს. ზოგიერთი პატარა ასეთ გართობას ღუღუნსაც ააყოლებს ხოლმე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამი თვის ბავშვს შეუძლია, თქვენთან ერთად ამოძრაოს სათამაშო და ამას ხმოვანი ბგერებიც ააყოლოს. მოზრდილი ადამიანი და ბავშვი თითქოს ერთად საქმიანობენ, ყალიბდება არაჩვეულებრივი დუეტი. ყოველივე ეს კი მოზრდილისა და ბავშვის მყარი ემოციური მიჯაჭვულობის ფორმირებას განაპირობებს. სრულფასოვანი განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილს ეს ჰაერივით სჭირდება.

ოთხი თვის ასაკში ბავშვის ყურადღებას სავსებით ჩვეულებრივი საგნები იპყრობს. მაგალითად, ის დიდი სიამოვნებით თამაშობს პოლიეთილენის ბოთლით...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

ხუთიდან ექვს თვემდე, - მით უმეტეს, თუ წინა თვეებში ვავარჯიშებთ, - პატარა ძალიან ადვილად ეჩვევა სხვადასხვა ფორმისა და ზომის საგნებს, ქმნის თითების სხვადასხვა კომბინაციას, ახდენს ხელების მოძრაობის სინქრონიზაციას. ამ დროს სხვადასხვა ფორმის სათამაშოები უნდა შევურჩიოთ - მრგვალი, ოვალური, სამკუთხა, ოთხკუთხა. ბავშვი მათ დიდხანს აკვირდება, სინჯავს... თუ ზურგზე მწოლიარე ბავშვს სათამაშო გვერდით უდევს, პატარას აქვს მოტივაცია, გადაბრუნდეს. როცა ბავშვს მუცელზე ვაწვენთ, სათამაშო 10-20 სმ-ით შორს უნდა დავუდოთ, რომ პატარას ჰქონდეს ცოცვის მოტივაცია.

ყველაზე წყნარი და მშვიდი ბავშვიც კი პერიოდულად ჭირვეულობს - ჩხაკუნას ისვრის, ახლოს აღარ იკარებს... ეს სავსებით ბუნებრივია. როგორი საინტერესოც უნდა იყოს სათამაშო, ის პატარას ოდესმე აუცილებლად მობეზრდება. ამის გამო ყველაზე საყვარელი სათამაშოც კი დროდადრო თვალს უნდა მოეფაროს და ადგილი სხვა გასართობს დაუთმოს. ნებისმიერი ახალი სათამაშოს გამოჩენა პატარასთვის საინტერესო უნდა იყოს. თუ ის ხმას გამოსცემს, ზურგს უკან დამალეთ და აახმაურეთ. პატარას უმალვე დაეძაბება სმენა, თავს ხმის წყაროსკენ მიაბრუნებს. "რა არის ეს? ნეტავ რისი ხმაა?" - წარმოთქვით გარკვევით და ისევ აახმაურეთ სათამაშო. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე და პატარას მხოლოდ ამის შემდეგ დაანახეთ საჩუქარი. პატარა ისწავლის, როგორ უნდა აახმიანოს სათამაშო და შეეცდება, რაც შეიძლება მაგრად დაარტყას ის საწოლს, საწოლის ზემოთ ჩამოკიდებულ სათამაშოებს... ამ დროს ენერგიულად მუშაობენ მისი ხელები, ფეხები... ნამდვილად შესანიშნავი ვარჯიშია მომავალი ჩემპიონისთვის!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რით ერთობა ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები