მყავს ახალშობილი შვილი. პირის ღრუში გაუჩნდა რძიანა. მითხრეს, სოკოაო. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? საერთოდ, როგორ ავადდება ახალშობილი სოკოთი?
ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა სოკოვანი ინფექციით ბავშვების, მათ შორის - ახალშობილების ავადობა. ახალშობილს სოკოვანი ინფექცია სამშობიარო გზებში გავლისას ხვდება, როდესაც დედა თავად არის ინფიცირებული სოკოვანი ინფექციით.
როგორ ვლინდება დაავადება
კანის, ლორწოვანი გარსების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფიცირება ვლინდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გაჩენილი გამონაყარით, პირღებინებით, დიარეით, ხოლო გავრცობილი პროცესის შემთხვევაში - სეფსისითა და მენინგიტით.
სოკოვანი ინფექციის გავრცელებას (გენერალიზებას) ის უწყობს ხელს, რომ ახალშობილთა ორგანიზმის დამცავი ფაქტორები
როგორ ინფიცირდება ახალშობილი
ინფიცირების ერთ-ერთი გზა - ინფიცირებულ სამშობიარო გზებში გავლა - უკვე ვახსენეთ. ინფიცირება შეიძლება სხვა გზითაც. ახალშობილებს თერმორეგულაციის მექანიზმი ჩამოუყალიბებელი აქვთ. თუ მეტისმეტად თბილად ჩავაცვით, ორგანიზმი გადახურდება, გაოფლიანდება, საფენების მექანიკური ზემოქმედება კანს დააზიანებს. დაზიანებულ საფარველზე კი ადვილად დასახლდება სოკო და განვითარდება კანის მიკოზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკოზი, როგორც წესი, შერწყმულია თანდაყოლილ ლაქტოზურ უკმარისობასთან, ცელიაკიასთან, მუკოვისციდოზთან, ხელოვნური კვების დროს - ცილის აუტანლობასთან, ნაწლავურ ინფექციებთან, რომლებიც ახალშობილებში იწვევს დისბაქტერიოზს - მუცლის შებერვას, ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას, მუცლის ტკივილს, საჭმლის მონელების დარღვევას, სხეულის მასის კლებას. შედარებით მოზრდილებს, გარდა დისბაქტერიოზისა, უვითარდებათ ქრონიკული გასტროდუოდენიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია, პანკრეასის ფუნქციის დარღვევა, ენტერობიოზი. წლამდე ასაკის ჩვილებში კანდიდური ინფექციის კერები შესაძლოა გავრცელდეს ტუჩებზე, ლორწოვან გარსებზე, ნუშურებზე, სასის რკალებზე, რბილ და მაგარ სასაზე. ნადების მოცილება იწვევს ადგილობრივ სისხლდენას. ბავშვებს აწუხებთ პირის ღრუს ტკივილი, რაც თავის მხრივ ხელს უშლის საკვების მიღებას.
რა შეიძლება დააზიანოს სოკოვანმა ინფექციამ
სოკოვანი ინფექცია აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, ბრონქებს, ფილტვებს, ყელ-ყურ-ცხვირისა და სასის გამომყოფ სისტემებს. გოგონებში ხშირია საშოსა და საშვილოსნოს სოკოვანი ანთებითი პროცესი, ვულვოვაგინიტი, განსაკუთრებით - პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკში. კლინიკურად ის ქავილით, ადგილობრივი სიწითლით, თეთრი ხაჭოსებრი ნადებით, ანთებითი ფიფქებით, შარდვის პროცესის დარღვევით გამოვლინდება.