/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

ვულვოვაგინიტი

ვულვოვაგინიტი
მყავს 11 წლის გოგონა. ზაფხულში ზღვაზე ვისვენებდით, რის შემდეგაც ბავშვს დაეწყო საშოს შემაწუხებელი ქავილი, წვა. ხანდახან გამონადენიც აქვს. ტემპერატურა ნორმალურია. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ.

საშოსა და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები ბავშვთა ასაკის გინეკოლოგიურ სნეულებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა იმდენად გავრცელებით არ განისაზღვრება, რამდენადაც იმით, რომ შეუძლიათ, რეპროდუქციული სისტემის დაზიანების მიზეზად იქცნენ და დიდ პრობლემებს დაუდონ სათავე. სქესობრივ მომწიფებამდე, საშუალოდ 10 წლამდე, სასქესო ორგანოები და საშვილოსნო მიდრეკილია ანთებითი პროცესებისკენ - ვულვიტებისა და ვაგინიტებისკენ. უმეტესად გვხვდება შერწყმული ანთება - ვულვოვაგინიტი. ის აფერხებს გოგონას სასქესო გზების მიკროფლორის ეტაპობრივ ჩამოყალიბებას და ცვლის მის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.

საზოგადოდ, საშოსა და საშვილოსნოს მიკროფლორა ასაკის მიხედვით იცვლება. მისი ფორმირება რთული პროცესია. იგი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნოლოგიური თავისებურებებისა და ჰორმონული სისტემის ურთიერთქმედებაზე. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება საკვერცხეების ფუნქციურ მდგომარეობას, ლაქტოფლორას და ადგილობრივ იმუნურ ფონს. დაბადებისას გოგონას საშვილოსნო სტერილურია, 12 საათის შემდეგ კი მის ლორწოვანზე დასახლებას იწყებენ ბაქტერიები, რომელთა შორის ჭარბობენ ლაქტობაცილები. ისინი საშვილოსნოს ლორწოვანის გლიკოგენს რძემჟავად შლიან და ხელს უწყობენ მჟავა რეაქციის ფორმირებას. სწორედ მჟავა რეაქცია იცავს საშვილოსნოს გარეგანი, ეგზოგენური მიკროორგანიზმებისგან. სიცოცხლის მე-20 დღიდან დედის ჰორმონები (პროგესტერონი, ესტროგენი) ახალშობილის ორგანიზმს ტოვებს, რის გამოც ლაქტობაქტერიები ქრება, რეაქცია ხდება სუსტი ტუტე ან ნეიტრალური. ამავე დროს საშოში სახლდებიან კოკები და ბაცილები. ორი თვიდან პირველ მენსტრუაციამდე გოგონას საშოში უპირატესად ჭარბობს შემდეგი ფლორა:

  • 84%-ში - ეპიდერმული სტაფილოკოკები;
  • 80%-ში - დიფტეროიდები (კორინებაქტერიები);
  • 56%-ში - პეპტოსტრეპტოკოკები;
  • 32%-ში - ეუბაქტერიები;
  • 32%-ში (სკოლის ასაკში) - საშოს გარდნერელა;
  • 9%-ში (ძირითადად - 9 წლამდე) - მიკოპლაზმა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვულვოვაგინიტები უმთავრესად ნეიტრალურ (სქესობრივ მომწიფებამდე) პერიოდში გვხვდება. მათ წილად გინეკოლოგიური დაავადებების 82-85% მოდის. 9 წლიდან ორგანიზმში იმატებს საკუთარი ესტროგენების ოდენობა (ძლიერდება მათი სეკრეცია) და საშოს ლორწოვანი შრე კვლავ იცვლება, 10 წლიდან კი იწყება მისი ლაქტობაცილებით დასახლება და რეაქციის მჟავასკენ გადახრა. 13-14 წლისთვის ეპითელიუმი უკვე მომწიფებულია, ჩამოყალიბებულია მჟავა გარემო და ლაქტოფლორა. გოგონებში სასქესო გზების ინფიცირებას ხელს უმთავრესად შემდეგი ფაქტორები უწყობს:

  • სასქესო ორგანოების ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება;
  • არასასქესო სისტემების (ექსტრაგენიტალური) ზოგიერთი დაავადება;
  • გარეშე (ეგზოგენური) პათოლოგიური ფაქტორები.

უარყოფით გავლენას ახდენს ჰიგიენის დაუცველობაც. 10 წლამდე ვულვოვაგინიტის გამომწვევად ყველაზე ხშირად გვევლინება:

  • ნაწლავის ჩხირი (60%-ში);
  • ოქროსფერი სტაფილოკოკი (21%-ში);
  • დიპლოკოკი (11%-ში);
  • ენტეროკოკი (7%-ში);
  • ქლამიდია (13%-ში);
  • ანაერობული ფლორა (7%-ში).

10-დან 15 წლამდე გაცილებით ხშირია სოკოვანი ვულვოვაგინიტები, რაც ანტიბიოტიკების არასწორი, ხშირი, უსისტემო გამოყენებით აიხსნება. ამ ასაკში ვულვოვაგინიტის გამომწვევია:

  • სოკო კანდიდა (47%-ში);
  • ნაწლავის ჩხირი (37%-ში);
  • სტაფილოკოკი (14,5%-ში)
  • სტრეპტოკოკი (20%-ში);
  • ასოცირებული (შერეული) მიკროორგანიზმები (7%-ში).

გოგონებს ხშირად ერიდებათ, დედას გაუმხილონ, რომ დისკომფორტი აქვთ. მხოლოდ დაკვირვებული მშობლები ამჩნევენ უხერხულ საქციელს. გოგონა პატარაობიდანვე ისე უნდა აღვზარდოთ, რომ არ მოერიდოს და არ დაუმალოს დედას, რა აწუხებს, რათა დროულად მიმართონ ექიმს - პედიატრს, ბავშვთა გინეკოლოგს, ინფექციონისტს. ვულვოვაგინიტის დროს გოგონა უჩივის:

  • შარდვის დროს წვას;
  • შარდვის პროცესის დარღვევას;
  • ქავილს;
  • გამონადენს (თეთრად შლას);
  • ტკივილს შორისის მიდამოში სიარულის დროს.

გარეთა სასქესო ბაგეები შეშუპებული და შეწითლებულია, ხშირად აქერცლილიც (ქავილის გამო). მუცლის, ბარძაყის კანზე შესაძლოა შეიმჩნეოდეს სიწითლე, შესივება, სითხიანი ბუშტუკები - პაპულები და პუსტულები. ვულვოვაგინიტების მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მძიმე ანთების დროს, ხშირი რეციდივის შემთხვევაში, მხოლოდ პირადი ჰიგიენის დაცვა და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა საკმარისი არ არის. აუცილებელია ძირითადი დაავადების თერაპია, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია, ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერება. საშვილოსნოს ნორმალური ფლორის აღსადგენად და ადგილობრივი იმუნიტეტის საკორექციოდ კომპლექსური მკურნალობის შემდეგ მიზანშეწონილია ეუბიოტიკების (ლაქტობაქტერინი და ა.შ.) დანიშვნა სანთლების სახით. თანამედროვე პრაქტიკაში იხმარება კომბინირებული ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური პრეპარატები, რომლებმაც ვულვოვაგინიტების მკურნალობის ეფექტურობა გაზარდა და მინიმუმამდე დაიყვანა პროცესის გაქრონიკულების ალბათობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვულვოვაგინიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები