ბავშვთა ინფექციები გაზაფხულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ინფექციები გაზაფხულზე

  • წითელა;
  • წითურა;
  • ჰერპესვირუსული დაავადებები: ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი, მარტივი ჰერპესი და სხვა.

იმისთვის, რომ ორგანიზმი ინფექციური სნეულებით დაავადდეს, საჭიროა:

  • დაავადების გამომწვევის წყარო (მაგალითად, უკვე დაავადებული ადამიანი);
  • ინფექციის გადაცემის მექანიზმი;
  • ორგანიზმის მიერ ინფექციის მიმღებლობა.

უკვე დაავადებული ადამიანი გარემოში ვირუსს ნერწყვსა და ლორწოსთან ერთად გამოყოფს ცემინების, ხველების, ლაპარაკის დროს. რაც უფრო მცირე ზომისაა ვირუსი, მით უფრო მეტხანს რჩება იგი ჰაერში, დიდი ზომისა კი იოლად ილექება საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნივთებზე. ზამთარში შენობა ნაკლებად ან საერთოდ არ ნიავდება, დაბალი ტემპერატურის გამო კი ორგანიზმი ადვილად ცივდება, რაც მის თავდაცვისუნარიანობას აქვეითებს. ეს ყოველივე ზრდის ვირუსის მიღების, დაავადების განვითარების რისკს. ამითვე აიხსნება საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების ეპიდაფეთქებები. ორგანიზმში მოხვედრილმა ვირუსმა მისი დაავადება რომ გამოიწვიოს, საჭიროა ინფექციისადმი მიმღებლობა. საუბარია იმუნიტეტზე, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე. იმუნიტეტი შეიძლება იყოს ბუნებრივი, სახეობრივი, თანდაყოლილი და გენეტიკურად ფიქსირებული. ამ უკანასკნელით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი არ ავადდება ცხოველებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ინფექციით, ხოლო ცხოველებს, პირიქით, არ ემართებათ წითელა, ქუნთრუშა, მენინგოკოკური ინფექცია და სხვა. ბუნებრივი იმუნიტეტის შესუსტებას ხელს უწყობს ფაქტორთა მთელი წყება, მათ შორის - ფიზიოლოგიური დარღვევები, კვების დარღვევა (რაოდენობრივი, ხარისხობრივი), ორგანიზმის გადაცივება.

- რას გულისხმობს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა?

- ბავშვთა ყველაზე გავრცელებულ სნეულებებად სასუნთქი ორგანოების დაავადებები ითვლება, უპირატესად - მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები (გრიპი, ადენოვირუსი, პარაგრიპი). ამ დაავადებათა პრევენცია სერიოზულ მიდგომას მოითხოვს არა მარტო ოჯახის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. მწვავე რესპირაციული ინფექციების ასეთ გავრცელებას ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. ენდოგენურ (შინაგან) ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • სასუნთქი ორგანოების დაავადებებისადმი განწყობა;
  • არასასურველი პერინატალური (მუცლადყოფნის პერიოდში) განვითარება;
  • იმუნიტეტის ასაკობრივი თავისებურებები;
  • თანაარსებული დაავადებები.

ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორებიდან გამოყოფენ:

  • ბაგა-ბაღების ფაქტორს;
  • ოჯახში არასათანადო სანიტარიულ პირობებს;
  • არადამაკმაყოფილებელ ყოფით პირობებს;
  • არარაციონალურ კვებას და არასწორ დღის რეჟიმს;
  • არაჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს;
  • სტრესულ სიტუაციებს (არაჯანსაღ ატმოსფეროს ოჯახში).

ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაცავად საჭიროა:

  • ავადმყოფის იზოლაცია;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
  • ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება, რის ძირითად მიმართულებადაც იმუნოპროფილაქტიკა მიიჩნევა.

- იმუნოპროფილატიკის ყველაზე მიღებული მეთოდებიდან აღსანიშნავია ვაქცინაცია. რას გვეტყვით მის შესახებ?

- იმუნოპროფილაქტიკის მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა სპეციფიკური და არასპეციფიკური მეთოდების კომბინირებული გამოყენება. სპეციფიკური მეთოდია ვაქცინაცია, ხოლო არასპეციფიკური - იმუნოპროფილაქტიკა ინტერფერონისა და იმუნომოდულატორების მეშვეობით. თქვენი პირადი პედიატრი შეგირჩევთ მეთოდს, რომელიც თქვენთვის უფრო მიზანშეწონილია, ამიტომ ვიდრე ბავშვს ამა თუ იმ იმუნომასტიმულირებელ პრეპარატს მისცემდეთ, უმჯობესია, კონსულტაცია პირადი ექიმისგან მიიღოთ. იმუნომასტიმულირებელ საშუალებებს მშობლები არცთუ იშვიათად თავად აძლევენ პატარებს, განსაკუთრებით - გაზაფხულის დამდეგს, როცა ბავშვი ჭირვეულობს, უმიზეზოდ ტირის, უჭირს დაძინება და ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავს ან, პირიქით, ძილადაა მივარდნილი, დღე და ღამე არეული აქვს - დღისით სძინავს, ღამით კი ფხიზლობს. ხასიათის ცვლილებასთან ერთად ეცვლება მადა - საკვებზე უარს ამბობს ან კუთვნილზე მცირე ულუფას სჯერდება.


- რით აიხსნება ეს ყველაფერი?

- გუნება-განწყობილების ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ენდოკრინული სისტემის მიერ გამოყოფილი ჰორმონების სეზონური დისბალანსი;
  • ორგანიზმის ახალ ტალღაზე გადაწყობა;
  • გაზაფხულის სეზონური ავიტამინოზი.

ზამთარგამოვლილი პროდუქტი კვებით ღირებულებას კარგავს. ასე რომ, პატარასთვის სრულფასოვანი რაციონის შედგენას გულისყურით უნდა მოეკიდოთ - ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალური მარილებით უნდა გაამდიდროთ.

- სახელდობრ, რა ვაჭამოთ პატარას?

- უმჯობესია ბავშვს მენიუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი ხილ-ბოსტნეულისგან შევუდგინოთ, სადაც ცხოვრობს. ასეთ პროდუქტს პატარას ორგანიზმი უფრო ადვილად აითვისებს. ცილა აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას, უზრუნველყოფს იმუნიტეტის ნორმალურ ფუნქციობას. მის მისაღებად ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ხორცი, თევზი ან რძის ნაწარმი, განსაკუთრებით კი ხაჭო, რომელიც ორგანიზმისთვის კალციუმის წყაროსაც წარმოადგენს. ზამთარგამოვლილ პროდუქტებს შორის ვიტამინების ყველაზე მდიდარი წყაროა კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ვაშლი, კენკრა. ეცადეთ, ყოველდღე მოუმზადოთ ბოსტნეულის კერძი ან - რაც უფრო სასარგებლოა - უმი ბოსტნეული აჭამოთ.

- რატომ უნდა მიიღოს ბავშვმა ბოსტნეული?

- იმიტომ, რომ ის მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით, მინერალური მარილებით. სახელდობრ:

  • კარტოფილი - გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით. უხვად შეიცავს კალიუმის მარილებს, ამიტომ გამოიყენება როგორც მსუბუქი შარდმდენი, ახალგახეხილი უმი კარტოფილი უებარია დამწვრობის დროს.
  • სტაფილო - სამკურნალო თვისებებით არის განთქმული. ახალგახეხილ უმ სტაფილოს ბავშვებისთვის ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. სტაფილოსა და ოხრახუშის ნახარში კარგია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს. უმი სტაფილოს წვენი კი რეკომენდებულია პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, პაწიებისთვის - გაციების (2-2 წვეთი ცხვირში 3-4-ჯერ დღეში), თვალის დაავადებების, მეძუძური დედებისთვის - რძის ნაკლებობის დროს.
  • კომბოსტო - ჩინებულად არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას. მისი ახალგამოწურული წვენი, განზავებული წყალში 1:1 თანაფარდობით, მარგებელია პირის ღრუს ლორწოვანის ანთების დროს, ხოლო შაქრით დამტკბარი ბავშვებისთვის შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალებაა.
  • ჭარხალი - დადებითად მოქმედებს სისხლწარმოქმნის, ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას. უმი ჭარხლის წვენს ავიტამინოზის, ანემიის, სურდოს სამკურნალოდ იყენებენ.
  • ოხრახუში - ვიტამინების წყაროა. აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ღრძილებს.
  • კენკრა - ვიტამინების უმდიდრესი საწყობია. დაშაქრული ცოცხალი კენკრა თვისებებს არ კარგავს, ამიტომ დედამ თადარიგი ზაფხულში უნდა დაიჭიროს.
  • შავი მოცხარი - მდიდარია რკინის იმ ფორმით, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის ძალზე მარგებელია ანემიის, რევმატიზმის, მხედველობის დაქვეითების დროს.
  • ჟოლო - მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ის ძლიერ ოფლმდენ საშუალებად ითვლება. იყენებენ ამოსახველებელ საშუალებადაც ზემო სასუნთქი გზების ანთების დროს.
  • ქაცვი - უხვად შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს. ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულების შეხორცებას.
  • ძახველი - აუმჯობესებს მადას, კარგია ხველის დროს.

თუ ბავშვი ალერგიული არ არის, მიეცით ახალგატეხილი, მოუხალავი თხილი, კაკალი. ის მდიდარია მცენარეული ცილით, ცხიმით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. ამ მხრივ იგი ხორბლის პურს 3-ჯერ აღემატება, კარტოფილს - 7-ჯერ, ვაშლს - 12-13-ჯერ. განსაკუთრებით მარგებელია სუსტი ბავშვებისთვის - მოუხსნის მათ დაღლილობას, აღუდგენს ენერგიასა და მხნეობას. თხილის რძე დისბაქტერიოზის სამკურნალოდ გამოიყენება. გაზაფხულის ავიტამინოზის დასამარცხებლად პატარას მოუხარშეთ ხილის ჩირის - ვაშლის, შავი ქლიავის, მსხლის, ატმის, გარგარის კომპოტი, ყოველდღე ახალი, ოდნავ დამტკბარი, და მიეცით წყლისა და ჩაის მაგივრად. გირჩევთ:

  • ხშირად ასეირნოთ ბავშვი სუფთა ჰაერზე;
  • გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ ბავშვის საწოლი ოთახი;
  • მაქსიმალურად შეუზღუდოთ კონტაქტი სტუმრებთან, მით უმეტეს, თუ წლამდე ასაკისაა;
  • მოუმზადეთ ვიტამინებით მდიდარი, მრავალფეროვანი საკვები, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, მაშინ დედის რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ პირობებს. ხოლო თუ დედა დაავადდა, ბავშვის კვება ძუძუთი უნდა გაგრძელდეს, თვითონ კი სამედიცინო პირბადე გამოიყენოს პატარასთან ურთიერთობისას;
  • პედიატრთან შეთანხმებით, ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ ჩვილის ფიზიკური გამოწრთობა;
  • სასურველია, ოჯახის წევრები მისდევდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. უკიდურეს შემთხვევაში, ჩვილის თანდასწრებით ნუ მოსწევთ სიგარეტს.