სტაფილო
კაროტინი ადვილად იჟანგება, მაგრამ მცენარეულ ქსოვილებში მას უჯრედული გარსები იცავს, ამიტომ კულინარიული დამუშავებისას არ იშლება. კიდევ ერთი: კაროტინის შესაწოვად აუცილებელია ცხიმი.
- სტაფილო უმჯობესია მიირთვათ მოხარშული ან მოშუშული, შეკაზმოთ ზეთით ან არაჟნით, მოამზადოთ მისგან პიურე, სუფლე, ოლადები, პუდინგი ან გარნირი ცხიმიანი კერძისთვის.
- სტაფილო მდიდარია კალიუმის მარილებითაც, რომლებიც მონაწილეობენ წყალმარილოვანი ცვლის რეგულაციაში, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას.
- ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ეფექტური შერწყმის გამო სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისა და მეძუძური დედებისთვის, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, თირკმლის, გულის, ღვიძლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
- კვებით ღირებულებას სავსებით ინარჩუნებს სტაფილოს წვენი. მისი მომზადება ადვილია: უმი ძირხვენა გაწმინდეთ, გარეცხეთ, გახეხეთ და გამოწურეთ. წვენი მომზადებისთანავე დალიეთ. დღეში ერთი ჭიქა მოზრდილისთვის სავსებით საკმარისია.