/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

როგორ შევინახოთ დედის რძე

როგორ შევინახოთ დედის რძე
ბუნებრივი კვება ჩვილისთვის დედის უდიდესი საჩუქარია. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ დედას რამდენიმე

საათით სადმე წასვლა მოუხდა? ამაზე პედიატრი ელენე ერეკლიშვილი გვესაუბრება.

- დედის რძე საკვები ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისით ისეა დაბალანსებული, რომ ვერც ერთი ხელოვნური ნარევი ვერ შეედრება. ის იდეალური საკვებია ჩვილისთვის. მხოლოდ დედის რძეშია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და იმუნური ფაქტორები, რომლებიც საიმედოდ იცავს ჩვილს ინფექციური თუ ალერგიული დაავადებებისგან.

ანტისხეულები, იმუნოგლობულინები და ლიპიდები, რომლებსაც შეიცავს დედის რძე, ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას, აყალიბებს მტკიცე იმუნიტეტს. ბავშვის ზრდასთან ერთად დედის რძის შემადგენლობაც იცვლება შვილის ორგანიზმის მოთხოვნათა შესაბამისად. რძის ხსენი 2-5-ჯერ მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე მომწიფებული რძე, რისი წყალობითაც ახალშობილი უფრო სწრაფად ნაყრდება. მოწიფებულ რძეში ცილებისა და მინეალური ნივთიერებების ოდენობა იკლებს, ხოლო ცხიმებისა და ნახშირწყლებისა იმატებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- როგორ მოიქცეს დედა, როცა მუდამ შვილის გვერდით ყოფნა არ შეუძლია?

- აუცილებელი არ არის, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ. შეიძლება, გამოწველილი რძე ბოთლით მივაწოდოთ პატარას.

შეკითხვა ექიმს
<p>-ᲨეიᲫლება Თუ არა წლის და 8 Თვის ბავᲨვს დავალევინო ყოველ დᲦე იმუნიტეტის ასამაᲦლებლად Თაფლიანი და ლიმონიანი Თბილი წყალი? Თაფლი ნატურალური რაᲗქმაუნდა</p>

- როგორ უნდა მოხდეს რძის გამოწველა?

- მთავარია ჰიგიენა. ვიდრე დედა რძის გამოწველას შეუდგება, ხელები კარგად უნდა დაიბანოს საპნით. თუ გამოსაწველ აპარატს იყენებს, ყოველი გამოწველის წინ მისი ნაწილები სათანადოდ უნდა გაასტერილოს. რძის შესანახად სასურველია შევიძინოთ საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილი სტერილური ჭურჭელი ან პაკეტები. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, მოგვიწევს, თავად გავასტერილოთ ჭურჭელი.

- როგორი ფერი და სუნი უნდა ჰქონდეს შენახულ რძეს?

- რძის ფერი დამოკიდებულია დედის კვების ხასიათზე, ხოლო თუ რაიმე მიზეზით წამლებს იღებს - ამ წამლებზეც. ჭურჭელში რძე ორ ფენად იყოფა - უფრო ცხიმიანი ნაწილი ზემოთ ექცევა. ეს საშიში არ არის. თუ ჭურჭელს შევანჯღრევთ, რძე ისევ ერთგვაროვანი გახდება. გაყინულ რძეს მოყვითალო შეფერილობა აქვს და სუნითაც განსხვავდება ახალგამოწველილისგან, მაგრამ ეს მის გემოსა და შემადგენლობას არ ცვლის. თუ შენახულ რძეს გაუჩნდა სპეციფიკური არასასიამოვნო სუნი, ბავშვს ნუღარ მისცემთ.

- როგორი ჭურჭლით ჯობს გამოწველილი რძის შენახვა - მინისათი თუ პლასტმასისათი?

- ორივეთი შეიძლება, რძის შემადგენლობაზე ეს გავლენას არ ახდენს. პლასტმასის ერთჯერად ჭიქას შეიძლება გარედან ფლომასტერით მივაწეროთ, რომელ საათზეა გამოწველილი რძე, რამდენია და ა.შ. არსებობს პლასტიკური მასალის სპეციალური პაკეტებიც, რომლებიც პირდაპირ უერთდება გამოსაწველ აპარატს. ეს აიოლებს საქმეს - საჭირო აღარ არის გამოსაწველი აპარატიდან რძის ჭურჭელში გადასხმა, რაც ჰიგიენური თვალსაზრისითაც უმჯობესია.

- შეიძლება თუ არა, ადრე გამოწველილ რძეს დაემატოს ახალი ულუფა?

- შეიძლება. გაყინულსაც კი. მთავარია, დაიცვათ წესი - ჯერ გაალღოთ რძე და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატოთ ახალი ულუფა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ შერეულ რძეს შენახვის უფრო მოკლე ვადა აქვს. შერეული რძის ხელახლა გაყინვა არ შეიძლება, ამიტომ უმჯობესია, რძე გავყინოთ მცირე - 60-120 მლ-იან ულუფებად და ყოველ ულუფას ჭურჭელზე მივაწეროთ გამოწველის დრო.

- როგორ გავალღოთ გაყინული რძე?

- გაყინული რძე გასალღობად და გასათბობად თბილ წყალში უნდა ჩავდგათ. ამ მიზნით მიკროტალღური ღუმლის გამოყენება არ შეიძლება - სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება. კვების წინ გამთბარი რძით სავსე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, რომ კომპონენტები ერთმანეთს შეერიოს და ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მერე ხელზე დაიწვეთეთ ტემპერატურის შესმოწმებლად და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით ბავშვს.

- რამდენ ხანს ინახება გამოწველილი რძე?

- გამოწველილი რძის შენახვა შეიძლება უმაცივროდ, მაცივარში და საყინულეში.

უმაცივროდ

თუ ბავშვს სულ რამდენიმე საათით ტოვებთ, შეიძლება კვებამდე რძის უმაცივროდ დატოვება. ოთახის ტემპერატურაზე, 19-22 გრადუსზე, ახალგამოწველილი რძე 10 საათს ძლებს, გამლღვალი - 4 საათს. სიგრილეში, 15 გრადუსზე, რძე 24 საათის განმავლობაში უვნებელია, სითბოში, 23-25 გრადუსზე, ახალგამოწველილიც და გამლღვალიც 4 საათი ინახება. გამლღვალი და შემდეგ გამთბარი რძე ვარგისია მხოლოდ ერთი კვებისთვის, ამიტომ ნარჩენი უნდა გადაღვაროთ.

მაცივარში

თუ რამდენიმე დღით მიდიხართ სხვაგან, გამოწველილი რძე ჯობს მაცივარში, 0-4 გრადუსზე შევინახოთ. იქ ის 8 დღეს გაძლებს, მაგრამ უმჯობესია, 72 საათის განმავლობაში გამოვიყენოთ. გაითვალისწინეთ: იმუნურ ფაქტორებს რძე მაცივრის ძირითად განყოფილებაში უეკთ ინარჩუნებს, ვიდრე საყინულეში. გამლღვალი რძე მაცივარში მხოლოდ 24 საათს ძლებს, მისი ხელახლა გაყინვა კი, როგორც გითხარით, არ შეიძლება.

საყინულეში

როცა რძის უფრო მეტი ხნით შენახვა გვჭირდება, უმჯობესია, გავყინოთ. გაყინული რძის 3-4 თვეზე მეტხანს შენახვა არ არის სასურველი, ვინაიდან საყინულის კარის გაღება-დაკეტვისას ტემპერატურა იცვლება და ეს რძის თვისებებზე მოქმედებს. თუ მაცივარს აქვს საყინულე განყოფილება, სადაც ტემპერატურა მუდმივად -18 გრადუსია, რძე 6 თვე იდეალურ მდგომარეობაში გაძლებს, ხოლო 12 თვის განმავლობაში მისი გამოყენება უსაფრთხო იქნება. რძის გადასატანად ჩანთა-მაცივარი გამოგადგებათ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტხანს აწოვოთ ჩვილს ძუძუ, თუნდაც ამისთვის რძის გამოწველა მოგიწიოთ. თანამედროვე ცხოვრების ტემპი მრავალ სიურპრიზს გვიმზადებს, ჩვენ კი ყოველგვარი შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ შევინახოთ დედის რძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები