ჩაი სასარგებლო სასმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩაი სასარგებლო სასმელი

- რომაელი იმპერატორების ჩაი, კარკადე, მცენარე ჰიბისკუსის ფურცლებისგან მზადდება. ის ძალიან სასარგებლოა, თანაც ძალიან ლამაზი და არომატული. წითელ ფერს მას ანტოციანები აძლევს, რომლებიც ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს მათ განვლადობას და აწესრიგებს წნევას. გაითვალისწინეთ: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას მაღლა სწევს, ხოლო ცივი - დაბლა. ჰიბისკუსის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები აძლიერებს ანტოციანების მოქმედებას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, გამოყოფს ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო პროდუქტებს, წიდას, ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, ზრდის ღვიძლის დამცველობით ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. სასარგებლოა ამ მცენარის დამბალი ფურცლების ჭამაც. მათში 7,5%-დან 9,5%-მდე ცილაა, რომელთა შემადგენლობაში შედის 13 ამინმჟავა, 6 - შეუცვლელი.

- როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი?

- მდუღარე წყალში ჩაყარეთ კარკადეს ფურცლები და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთი დატოვეთ. უფრო მეტხანს თუ ადუღეთ, სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება, ხოლო თვით ჩაი ჭუჭყიან-მორუხო ფერს მიიღებს. კარკადე შეგიძლიათ სვათ შაქრითაც და უშაქროდაც. ლიმონმჟავა, რომლითაც მდიდარია ჰიბისკუსის ფურცლები, ჩაის სასიამოვნო, მომჟავო გემოს აძლევს. ცივი კარკადე კარგი გამაგრილებელი საშუალებაა სიცხეში და მაღალი ტემპერატურის დროს.

-  რა არის მატე - ინდიელების ცნობილი ჩაი?

- სამხრეთ ამერიკაში მატეს გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ის ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის მოსახლეობის ნაციონალური სასმელია. ინდიელები მატეს გონებრივი და ფიზიკური დაღლილობის მოსახსნელად სვამენ. მცენარეს, რომლისგანაც ეს ნაყენი მზადდება, აქვს მასტიმულირებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება. საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მატე შეიცავს პრაქტიკულად ყველა ვიტამინს და ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებს. იგი განსაკუთრებით მდიდარია B1, B2 და ჩ ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია სტრესისა და ნერვული შეტევების დროს.

- როგორ მზადდება მატე?

- უნდა აიღოთ ადუღებამდე მიყვანილი - და არა მდუღარე! - წყალი, დაასხათ დაფხვნილ მატეს და რამდენიმე წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე. ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც და ცივიც - გააჩნია წელიწადის დროს.

- არსებობს ინკების ტომის ჩაიც...

- ამ ჩაის ლეპაჩო ჰქვია და სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება. ის არა ფოთლებისგან, არამედ ხე ლეპაჩოს ქერქისგან მზადდება. ეს ხე სამხრეთ ამერიკაში ხარობს და 700 წელიწადს ცოცხლობს. ინკები მისი ქერქის ნაყენით მკურნალობდნენ ნაწლავების ანთებას, დიაბეტს, ართრიტს, სისხლნაკლულობას, ასთმას. ლეპაჩო შეიცავს ბევრ ვიტამინს, ასევე - მიკროელემენტებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, სპილენძს. განსაკუთრებით სასარგებლოა ნაწლავების ანთების დროს, რადგან აქვს ძლიერი ლორწოვანის ამომფენი ეფექტი, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.


- როგორ მზადდება ლეპაჩო?

- 1 ლიტრ ადუღებულ წყალში ვყრით 4 ჩაის კოვზ ლეპაჩოს ქერქს და ვადუღებთ 5 წუთი, მერე ქურიდან გადმოვდგამთ და 15 წუთის შემდეგ გადავწურავთ. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და თბილიც.

- ავადმყოფობის დროს ბევრი სამკურნალო ბალახების ჩაის სვამს...

- ჩაის უმთავრესად პიტნისგან, გვირილისგან, ვარდის ფურცლებისგან, ბარამბოსგან, ჟოლოსგან ან ამ მცენარეთა ნაკრებისგან აყენებენ. ასეთ ჩაის აქვს სამკურნალო ეფექტი, რომელიც მასში შემავალი ცალკეული მცენარეების თვისებებზეა დამოკიდებული. ჩაყარეთ ნაკრები მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით დუღილამდე მიყვანილი ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და 30 წუთი გააჩერეთ. მიირთვით თბილი.

- რომელი ჩაია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო?

- გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც თამამად შეგიძლიათ მოუმზადოთ პატარებს.

ვიტამინოვანი ჩაი

1 სადილის კოვზ ასკილის ნაყოფს და 1 ჩაის კოვზ ქიშმიშს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 4 საათი. აურიეთ ერთმანეთში 6 წილი ასკილი, 3 წილი შავი მოცხარი, 1 წილი მაყვალი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ. ასეთი ნაყენები ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის მოძლიერებას, ტონუსის მომატებას.

შავი მოცხარის ფოთლების ჩაი

აიღეთ 1 სადილის კოვზი შავი მოცხარის გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი. გადაწურეთ და თაფლითა და შაქრით დაატკბეთ. დაალევინეთ თბილი. სასარგებლოა ავიტამინოზის დროს, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.

უნივერსალური ჩაი

აურიეთ ერთმანეთში 1 წილი მაყვლის, 1 წილი მარწყვის, 1 წილი შავი მოცხარის, 1 წილი ჟოლოს გამხმარი ფოთლები, დაასხით 1 სადილის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ და დაალევინეთ ბავშვს ახალმომზადებული, თბილ-თბილი. კარგია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

ვარდის ფურცლების ჩაი

3 სადილის კოვზი ვარდის გამხმარი ფურცელი და 1 სადილის კოვზი მწვანე ჩაი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი. გემოვნებისამებრ დაატკბეთ თაფლით. გირჩევთ, მწვანე და შავი ჩაი ფაიფურის ჭურჭელში დააყენოთ. ზამთრის ცივ დღეებს ჩაი გადაგატანინებთ. ბავშვებს უჭირთ დილაობით თბილი ლოგინიდან ადგომა ბაღსა თუ სკოლაში წასასვლელად. მზად იქონიეთ თბილი ჩაი - ის თქვენს პატარას გაათბობს და გამოაცოცხლებს.