B2 ვიტამინის 4 სარგებელი
ნაწლავის მიკრობიომში არსებული სასარგებლო ბაქტერიები ქმნიან მცირე რაოდენობით რიბოფლავინს. მაგრამ, ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის მეტი სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მიიღოთ B ვიტამინის საკმარისი რაოდენობა საკვებიდან.
ორგანიზმს B2 ვიტამინი საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების დასაშლელად სჭირდება. ეს პროცესი ეხმარება უჯრედებს ფუნქციონირებისთვის და საჭირო ენერგიის მისაღებად.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ B2 ვიტამინი ასევე გვთავაზობს ჯანმრთელობის ოთხ სარგებელს:
ამცირებს შაკიკის სიმპტომებს
მკვლევარები თვლიან, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი რიბოფლავინს, მიტოქონდრიის უჯრედების ფუნქციასა და შაკიკს შორის. მიტოქონდრია არის ენერგიის შემქმნელი. რიბოფლავინს ასევე შეუძლია შეამსუბუქოს სტრესი და შეამციროს ნერვის ანთება. ერთ - ერთ კვლევაში, ადამიანებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში იღებდნენ B2 ვიტამინს ყოველთვიურად ნაკლებად ჰქონდათ შაკიკის ეპიზოდები ვიდრე მათ, ვინც იღებდა პლაცებოს.
შეიძლება შეამციროს კიბოს რისკი
ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ რიბოფლავინი ხელს უშლის კიბოს ხელს უშლის უჯრედების დაზიანების პროცესს.
იცავს მხედველობას
B2 ვიტამინით მდიდარმა დიეტამ შეიძლება შეამციროს კატარაქტის განვითარების რისკი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ B2 ვიტამინის მძიმე, გახანგრძლივებული დეფიციტი, კატარაქტის განვითარების რისკის ქვეშ არიან.
ხელს უშლის ანემიას
რიბოფლავინი ეხმარება ორგანიზმს რკინის ათვისებაში. რიბოფლავინის არასაკმარისი მიღება იწვევს რკინადეფიციტური ანემიის რისკს.
B2 ვიტამინს შეიცავს:
- ხორცი;
- მარცვლეული;
- ნუში;
- თხილეული;
- რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, ყველი;
- კვერცხი;
- თევზი;
- პარკოსნები;
- ბოსტნეული