/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კაკლის უღელი ჩიყვის სამკურნალოდ

კაკლის უღელი ჩიყვის სამკურნალოდ
"რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია

და ენდოკრინოლოგთან გამგზავნა. ჩამიტარეს ექოსკოპია და დამისვეს პირველი ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი. ენდოკრინოლოგმა წამლებიც გამომიწერა და რამდენიმე ხალხური საშუალებაც მასწავლა. ამ საშუალებებს წამლებთან ერთად ვიღებდი და მართლა შესანიშნავი შედეგი მომცა. მოხარული ვიქნები, თუ ამ რეცეპტებს დაბეჭდავთ - იქნებ სხვებსაც გამოადგეთ", გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.

აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ, უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი სქელ ნაჭერში გაახვიეთ და ჩაქუჩით კარგად დაჩეჩქვეთ. შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ თავსახური და 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით, უზმოზე, თითო სადილის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. "მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე", - აღნიშნულია მკითხველის წერილში.

მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს: ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით სიგრილესა და სიბნელეში 30 დღით. ამის შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, 1-2 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენი რომ გათავდება, 10-15 დღე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

"ამასთან ერთად, ვცდილობდი, რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შემევსო. ვერიდებოდი ზედმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს. ვმკურნალობდი ბალახებითაც:

ს/კ შავბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 2 საათი გააჩერეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

მიიღეთ კუნელის წვეთები (იყიდება აფთიაქებშიც) - 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ ისევ ჩავიტარე გამოკვლევა - რამდენიმე მცირე ზომის კვანძიღა აღმომაჩნდა", - ნათქვამია მკითხველის წერილში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დამატებითი საკვების მიცემას ნუ იჩქარებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამატებითი საკვების მიცემას ნუ იჩქარებთ

.

  • "შეიძლება თუ არა, საკვებზე ბავშვს წყალი ან კომპოტი დავაყოლებინოთ? ხშირად პატარას თეფშის გვერდით ჭიქით წყალს დაუდგამენ ხოლმე. გამართლებულია თუ არა ასეთი მიდგომა?"

- 4 წლამდე ბავშვის ორგანიზმში ნერწყვი შედარებით ცოტა გამოიყოფა და კარგად ვერ ასველებს პირში მოხვედრილ საკვებს. ამდენად, ამ ასაკში აუცილებელიც კია, ბავშვს სადილის დროს წყალი დავუდგათ, მით უფრო - თუ სადილი მშრალია. საჭმლისთვის წყლის დაყოლება საშიში არ არის, თუ ბავშვი ერთ ჯერზე ბევრს არ სვამს, მაგრამ თუ ბევრი დალია, წყალი ავსებს კუჭს, იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და ბავშვი ულუფის გათავებაზე უარს ამბობს. ამავე მიზეზით ნუ მიაჩვევთ ბავშვს ჭამამდე წყლის ან წვენის სმას.

  • "ჩემი შვილი 3 თვისაა, არის ბუნებრივ კვებაზე. ორივე ძუძუს წოვს, მაგრამ მგონია, რომ არ ჰყოფნის. შეიძლება, დამატებითი საკვები მივცე?"

- დამატებითი საკვების მიცემა რეკომენდებულია 6 თვიდან. ექიმის დანიშნულებით შეიძლება უფრო ადრეც, მაგრამ არა უადრეს 4 თვისა. ამ შემთხვევაში საუბარია შემატებულ საკვებზე ანუ შერეულ კვებაზე. დედის რძეს უნდა დაემატოს ადაპტირებული ნარევი. მანამდე კი საჭიროა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ საკმარისი რძე, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება - როდესაც ჩვილი ორივე ძუძუს ბოლომდე გამოწოვს, ეს ნიშნავს, რომ რძე შესატყვისი რაოდენობით მოგემატებათ. ეს საუკეთესო სტიმულაციაა ლაქტაციისთვის.

აკონტროლეთ წონის ნამატი. ჰყოფნის თუ არა რძე ჩვილს, ამის გარკვევა ადვილია - ეცადეთ, 24 საათის განმავლობაში არ ჩააცვათ პამპერსი და დაითვალეთ, რამდენ საფენს დაასველებს. 10-დან 12-მდე - ყველაფერი რიგზეა, თუ ჩვილი იღებს მხოლოდ დედის რძეს და მეტს არაფერს (იგულისხმება ჩაი, წყალი, მედიკამენტები). შეიძლება, სხვაგვარადაც განვსაზღვროთ: ერთი დღის განმავლობაში აწონეთ ყოველი პამპერსი ჩაცმამდე და გამოცვლის შემდეგ. ბოლოს მონაცემები შეაჯამეთ. უნდა მიიღოთ დაახლოებით 0,9-1,0ლ ანუ იმდენი, რამდენ საკვებსაც იღებს ბავშვი 24 საათის განმავლობაში. ნუ იჩქარებთ დამატებითი საკვების მიცემას 6 თვემდე. ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარგად დაუკვირდით თქვენს პატარას და მიხვდებით, რა სჭირდება მას.

  • "მყავს 6 თვის შვილი. ბუნებრივ კვებაზეა. 5 თვიდან ვაძლევ დამატებით საკვებს. ხილის პიურეს მიირთმევს სიამოვნებით, მაგრამ ბოსტნეულის პიურეს აღებინებს. შემდეგ მთელი დღე აქვს წამოქაფება. რძე თანდათან მაკლდება. მირჩიეთ, რა ვაჭამო!"

- ყველაფრის მიზეზია ნაადრევად დაწყებული დამატებითი კვება, თანაც თქვენ მეტისმეტად აქტიურად დაგიწყიათ მისი გაფართოება. 5 თვის ჩვილის კუჭ-ნაწლავი ჯერ არ არის მზად ყოველგვარი საკვების მისაღებად და ასათვისებლად. თუ ჩვილი ძუძუს არ წოვს, უნდა იკვებებოდეს ადაპტირებული ნარევით. ამ ასაკში სხვა საკვები არ არის საჭირო. თანამედროვე რეკომენდაციებით, დამატებითი საკვების მიცემა სასურველია დავიწყოთ 6 თვიდან და თანდათან, რათა ჩვილი შეეგუოს ახალ საკვებს.

თუმცა არც დაგვიანება ღირს. ბავშვი თანდათან უნდა შევაგუოთ ახალ საკვებს: ჯერ ერთი ჩაის კოვზი გავასინჯოთ, მომდევნო ჯერზე - ორი-სამი და ა.შ. თუ პატარას ბოსტნეულის პიურეზე აღებინებს, უმჯობესია შეწყვიტოთ მისი მიცემა. 10-12 დღე აწოვეთ მხოლოდ ძუძუ. ნურც ღამის კვებაზე ეტყვით უარს. ამ პერიოდში ლაქტაციაც მოიმატებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძუძუთი კვება კიდევ დიდხანს მოგიწევთ. შესვენების შემდეგ ისევ მიეცით დამატებითი საკვები. დაიწყეთ ნახევარი ჩაის კოვზით. ულუფა თანდათან გაზარდეთ. ბოსტნეულის პიურეს მიცემა დროებით გადადეთ. ჯობს დაიწყოთ ხილის პიურეთი ან სიმინდის, წიწიბურას, ბრინჯის ფაფით, ოღონდ - ერთ-ერთი მათგანით.

შეცდომას ნუღარ დაუშვებთ და ჩვილს ყველაფერს ერთად ნუ მიაყრით! ფაფები, რომლებიც გლუტეინს შეიცავს (მანანისა, შვრიისა, ხორბლისა), პირველ ხანებში რეკომენდებული არ არის. უმჯობესია, მისცეთ მისი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მზა ფაფები. სისქე კი თქვენ თვითონ არეგულირეთ. ნუ დააძალებთ ბავშვს საკვებს, უმჯობესია 3 კოვზი გემრიელად მიირთვას, ვიდრე მოზრდილი ულუფა ძალით გადააყლაპოთ.