/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

რა უფრო გემრიელია

რა უფრო გემრიელია
ჩემი შვილი მესამე კლასშია. სკოლიდან გამოსვლის შემდეგ სახლში მისვლას ვერ ვასწრებთ და საღამომდე მშიერი რომ არ იყოს, თითქმის ყოველდღე გვიწევს სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრება.

მათ საკვებს ბავშვი ისე შეეჩვია, რომ სახლში სადილზე უარს ამბობს. საზიანო ხომ არ არის კვების ასეთი რეჟიმი?

ბავშვის მზარდი ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით დასაკმაყოფილებლად აუცილებელია სრულფასოვანი საკვები. სწრაფი კვების ობიექტების მენიუში შემავალი მზა პროდუქტები - ღვეზელი, ჰამბურგერი, ჩიზბურგერი და სხვა - არასრულფასოვან საკვებად მიიჩნევა. ეს პროდუქტები უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, შაქრისა და ცხიმისგან მზადდება, ამიტომ მეტად კალორიულია და ბავშვს სწრაფად ანაყრებს, მაგრამ ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, უჯრედისსა და ცილებს ფაქტობრივად არ შეიცავს.

იშვიათად ნამცხვრით ყელის ჩაკოკლოზინებაც შეიძლება, მაგრამ თუ ბავშვს რეგულარულად აჭმევთ ტკბილეულს, იცოდეთ, რომ მას აუცილებელ ნივთიერებებს აკლებთ. განსაკუთრებით საშიშია კრემიანი ნამცხვარი, მით უმეტეს - თუ მაცივარში არ ინახება: კრემი და სითბო ბაქტერიებს გამრავლებისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნის, ამიტომ სათანადო პირობებში შეუნახავად კრემიანი ნამცხვარი მძიმე მოწამვლას იწვევს. ასევე არასასურველია ტკბილეული, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად კბილის მინანქარსაც აზიანებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ ბავშვი სიამოვნებით ჭამს ხილიან უშაქრო ფაფას, შაქარს ნუღარ დაუმატებთ. თუ შაქრიანი უყვარს, მეტისმეტად ნუ დაუტკბობთ. ჟელე, მურაბა, დაკონსერვებული ხილი ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ ბავშვს ხშირად არ აჭამოთ.

ზოგი ბავშვი სიამოვნებით შეექცევა ხილფაფაწასმულ კარაქიან პურს. თუ ყოველდღე აჭმევთ, სასურველია, პურს ცოტა ხილფაფა გადაუსვათ - იმდენი, რომ გემო ოდნავ შეეცვალოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

თუ პატარას ქიშმიში, შავი ქლიავისა და გარგარის ჩირი, ფინიკი უყვარს, თვალი ადევნეთ, რომ კბილები პირის ჩატკბარუნებისთანავე გამოიხეხოს. კანფეტები, ტკბილი წყალი, ნაყინი არასრულფასოვანი საკვებია, თანაც მათ ჭამიდან ჭამამდე არსებულ შუალედში მიირთმევენ, რაც განსაკუთრებით მავნებელია როგორც კბილებისთვის, ისე მადისთვისაც.

ბავშვი არასოდეს მოისყიდოთ ტკბილეულით - თუ გაკვეთილებს დროულად მოამზადებ ან არ იცელქებ, კანფეტს მოგცემო. ამით ტკბილეულის სიყვარულს უფრო მეტად გაუღვივებთ. დაე იფიქროს, რომ უბრალო საკვებიც ისევე გემრიელია, როგორც ტკბილეული.

სიმინდი, ბრინჯი და უმაღლესი ხარისხის ფქვილი ნაკლებად მაწიერია, ვიდრე თავნაფქვი ბურღული და შვრია. სიმინდი და ბრინჯი გადამუშავებამდეც ღარიბია ვიტამინებითა და ცილით, გადამუშავების შემდეგ კი მარცვლეული ვიტამინების, მინერალური მარილებისა და უჯრედისის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს, ამიტომ ისეთი პროდუქტი, როგორიც არის თეთრი პური, ფუნთუშა, მაკარონი, ვერმიშელი, ბრინჯი - პატარას იშვიათად უნდა აჭამოთ.

არსებობს ბრინჯის სხვადასხვა სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება. ყავისფერი ხორკლიანი ბრინჯი თეთრ გლუვ ბრინჯზე სასარგებლოა. ჩვენს მაღაზიათა ქსელში ასეთი ბრინჯი იყიდება და გირჩევთ, პატარებს ის აჭამოთ.

ჩაი და ყავა ბავშვს სულაც არ სჭირდება. ნუ გაიკვირვებთ - არცთუ იშვიათად დედიკო პატარას თხოვნაზე უარს ვერ ეუბნება და ყავას მასაც ასმევს. ბავშვი თანდათანობით ეჩვევა ამ სასმელს და არ გაგიკვირდეთ, თუ სულ მალე სხვა სითხეზე უარი გითხრათ. ჩაი და ყავა ბავშვის კუჭში რძისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს, თანაც აღმგზნებ ნივთიერებას - კოფეინს შეიცავს, პატარების უმრავლესობა კი კოფეინის გარეშეც საკმაოდ აქტიურია. თუ ბავშვს სურს, უფროსებს "მიბაძოს", შეგიძლიათ, რძეში ყავის ნაცვლად კაკაო შეურიოთ - ის სასმელს სასიამოვნო გემოს და მიმზიდველ ფერს მისცემს.

ზამთრის ხილი

ზაფხული და შემოდგომა საზამთრო სამზადისის დროა, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ამ სახით ხილი? დაკონსერვებული პროდუქტის მავნე ზემოქმედება თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა, ის გახსნისთანავე გადავადუღოთ.

ინარჩუნებს თუ არა ორჯერ მოხარშული ხილ-ბოსტნეული ვიტამინებს? ფაქტობრივად, ვერა, მხოლოდ შაქარს იღებს ორგანიზმი. გამხმარი ხილი, ჩირი, უფრო მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, ვიდრე დაკონსერვებული. იგივე ითქმის გაყინულზეც, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ მისი სწორად შენახვა.

ხილი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით და ისე გააშრეთ, რომ წყლის წვეთები არ შეჰყვეს. აიღეთ ცელოფნის ერთჯერადი პაკეტი, გახსენით, შეუშვით მასში ჰაერი, მერე კი შიგ ერთი სახეობის ხილი ან კენკრა მოათავსეთ - ერთად შენახული სხვადახვა სახეობის ხილი და კენკრა ერთმანეთს აფუჭებს. პაკეტს თავი კარგად მოუკარით და საყინულეში შედეთ.

გაყინული ხილი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე. გასალღობად ცხელი წყლის გამოყენება არ შეიძლება.

გამლღვალ ხილს გადაავლეთ ცივი გამდინარე წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით. ხელახლა ნუ გაყინავთ - როცა გაალღობთ, მთლიანად გამოიყენეთ.

ჩირი გამოყენებამდე ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში. შეგიძლიათ მისგან კომპოტის მომზადებაც. ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე დაკონსერვებული კომპოტი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უფრო გემრიელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები