/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ჩვენი საზაფხულო მენიუ

ჩვენი საზაფხულო მენიუ
დადგება თუ არა ზაფხული, ბავშვი მადას კარგავს. რა ვაჭამოთ ასეთ დროს პატარას?

ამ და სხვა კითხვებზე პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ნანა ჟღენტი გვიპასუხებს:

- ზაფხულში ბავშვს ძირითადად ხილი და ბოსტნეული უნდა ვაჭამოთ. ერთ წელს გადაცილებულებს უკვე შეიძლება მივცეთ ძნელად ასათვისებელი ბოსტნეული - კომბოსტო (უმჯობესია ყვავილოვანი), ბოლოკი, ყაბაყი. ბოსტნეულის მკვეთრი სუნი რომ შეარბილოთ, ნადუღი წყალი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით მდუღარე, მერე კი დარბილებამდე ხარშეთ. თუ ბავშვს კუჭის მოქმედება კარგი აქვს, შეიძლება შევთავაზოთ უმი ბოსტნეულიც. მაგალითად, გაფცქვნილი პომიდორი, გახეხილი სტაფილო, სალათის ფურცლები. თავდაპირველად მიეცით მცირე ულუფა და დააკვირდით, როგორ მოინელებს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შეგიძლიათ მოუმზადოთ უმი ბოსტნეულის სალათა უმი ზეთით (ზეთი სასურველია სიმინდისა იყოს). უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, მოასხით ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. ასეთი სალათა სასარგებლოც არის და მადასაც გაუღვიძებს ზაფხულის სიცხისგან გათანგულ პატარას. ასევე შეგიძლიათ მისცეთ ბოსტნეულის წვენი. მაგალითად, სტაფილოსი, ჭარხლისა. უმი ბოსტნეული და მისი წვენი გაცილებით სჯობია მოხარშულ ბოსტნეულს - ვიტამინებისა და მინერალური მარილების ნაწილი ხომ ხარშვისას იშლება.

- თუ პატარა ბოსტნეულს არ ჭამს?..

- მიეცით ხილი. ის ამით არაფერს კარგავს. ბოსტნეული რამდენიმე ხნით დაივიწყეთ, მერე კი ხელახლა შესთავაზეთ.

- ხილი რა სახით მივცეთ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ერთ წელს გადაცილებულ ბავშვს ხილი შეგიძლიათ კი აღარ გაუხეხოთ, არამედ წვრილად დაუჭრათ. თუ კუჭის მოქმედება კარგი აქვს, მიეცით ატამი, ჭერამი, გარგარი, ალუბალი, ალუჩა, ვაშლი. ოღონდ ძალიან მწიფე და გაფცქვნილი. თუ არ გაფქცვნით, მაშინ საგულდაგულოდ გარეცხეთ გამდინარე წყლით.

ზოგიერთი კენკრა, მაგალითად, მარწყვი, ალერგიას იწვევს, ამიტომ ჯერ ერთი ცალი მიეცით, დაუკვირდით და თუ კანზე გამონაყარს ვერ შეამჩნევთ, შეგიძლიათ, ულუფა გაუზარდოთ. სანამ კარგად დაღეჭვას ისწავლის, მიეცით კოვზით გასრესილი, მერე კი, როცა პირის ღრუ კბილებით შეევსება - მთელ-მთელი, ცალობით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

ასევე მიაჩვიეთ ალუბალს, ალუჩას. კურკოვან ხილს გამოაცალეთ კურკა და დაუტკბობლად აჭამეთ. ასვით პატარებს უმი ხილის წვენიც, ოღონდ ჭამამდე არ დაალევინოთ, რომ მადა არ გაუფუჭდეთ და საკვებზე უარი არ თქვან. უმჯობესია დაალევინოთ დილის გასეირნებიდან დაბრუნების შემდეგ, ჭამამდე 1,5 საათით ადრე.

შეგიძლიათ მოუხარშოთ უმი ხილის კომპოტიც, - ყოველდღე ახალ-ახალი, ნაკლებად ტკბილი, - და წყლის მაგივრადაც ასვათ, ოღონდ გახსოვდეთ, ხილის წვენითა და კომპოტით წყლის მთლიანად შეცვლა არ შეიძლება.

წყალი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში. შეგიძლიათ, ასვათ მინერალური წყალიც, მხოლოდ უგაზო. ნესვი და საზამთრო ორი წლიდან მიეცით, ოღონდ ფრთხილად, მცირე ულუფებით, ისიც - კარგად დამწიფებული. რაც შეეხება ჩირს, შავი ქლიავის, გარგარის ჩირის, ქიშმიშის ჭამა ორი წლიდან დააწყებინეთ.

ჩირი კარგად უნდა გაირეცხოს და წვრილად დაიჭრას. თვალი ადევნეთ, რომ კბილებზე არ დარჩეს მიკრული, ვინაიდან კარიესს იწვევს.

- შეიძლება თუ არა ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების მიცემა?

- ნაყინი შეიძლება გავასინჯოთ, მაგრამ ამან სისტემატური ხასიათი არ უნდა მიიღოს. ნაყინი გადაიღეთ ლამბაქზე და კოვზით ჩაუდეთ პირში. ლიმონათი და სხვა გამაგრილებელი სასმელებიც გაასინჯეთ, მაგრამ არა რეგულარულად. თუ ბავშვი ალერგიულია, თავი არიდეთ ისეთი სასმელების მიცემას, როგორიც არის კოკა-კოლა, სპრაიტი, ფანტა.

შეგიძლიათ, გაამრავალფეროვნოთ ზაფხულის მენიუ - შესთავაზეთ პატარას ხილისა და ხაჭოს ნარევი ან ხილისა და რძის კოქტეილი. მათი მომზადება ბლენდერით შეიძლება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჩვენი საზაფხულო მენიუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები