/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

საჭიროა თუ არა ყოველდღე რძის სმა?

საჭიროა თუ არა ყოველდღე რძის სმა?
ყველა ჩვენგანმა იცის, რომ რძე აუცილებელია პატარასთვის და არა მხოლოდ მისთვის: რძე უნდა შედიოდეს დედის რაციონში, ყოველი მოზარდის ყოველდღიურ მენიუში. მაგრამ

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი რძეზე უარს ამბობს? შეიძლება თუ არა მისი სხვა პროდუქტით შეცვლა? გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- მერწმუნეთ, არაფერია იმაზე ძნელი, ბავშვს ყოველდღე თითო ჭიქა რძის დალევა აიძულო, მაგრამ პატარებმა რომ იცოდნენ, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს რძე, ალბათ ასე არ გაჯიუტდებოდნენ. რძის შემადგენლობაში შედის ყველა ის ნივთიერება, რაც კი სჭირდება მზარდ ორგანიზმს ნორმალური განვითარებისთვის. ესენია:

კალციუმი - ძვლებისა და კბილების საზრდო;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფოსფორი - ზრდის ხელშემწყობი ელემენტი;

წყალში ხსნადი ვიტამინები - ისინი უჯრედებისა და სისხლის წარმოქმნას უწყობენ ხელს;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

ცხიმში ხსნადი ვიტამინები - მათზე ბევრად არის დამოკიდებული მხედველობის, გულის სიჯანსაღე და ნივთიერებათა ცვლა;

ცილა - უჯრედების საშენი მასალა;

ცხიმი და ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს.

- როგორია რძის დღიური ნორმა?

- ერთი წლის პატარამ დღეში 330მლ რძე უნდა მიიღოს. ეს არის დაახლოებით 1 ჭიქა რძე და ერთი ულუფა იოგურტი ან ერთი მოზრდილი ნაჭერი ყველი. სამიდან შვიდ წლამდე დღეში 350მლ რძეა რეკომენდებული. მშობლებო, გახსოვდეთ: რძე წყურვილის მოსაკლავი სითხე არ არის, იგი სრულფასოვანი საკვებია და ყველანაირად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას. თუ ბავშვმა 1 ჭიქა რძე დალია და ჭამაზე უარი განაცხადა, ნუ დააძალებთ - როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა უკვე მიიღო საკვები ნივთიერებების სამყოფი ულუფა.

- როგორი რძე შევთავაზოთ პატარას - პასტერიზებული (ქარხნული წესით დამზადებული) თუ ახალმოწველილი?

- პასტერიზებული რძე ვასვათ პატარას თუ ახალმოწველილი - ეს გემოვნებასა და პრაქტიკულ მოსაზრებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სადმე მიემგზავრებით, ჯობს, თან წაიყოლოთ ქარხნული წესით დამზადებული პასტერიზებული რძე. ყურადღება მიაქციეთ ცხიმის შემცველობასაც - მოუხდელი რძე 3,5%-ს შეიცავს.

გაითვალისწინეთ ისიც, რამდენ ცხიმს იღებს პატარა სხვა საკვების მეშვეობით. თუ ბევრ კარაქს, ყველს, ხორცს აჭმევთ, ცხიმიან რძეს ნუ დაალევინებთ. რძის ცხიმიანობის შერჩევისას ასევე გასათვალისწინებელია ბავშვის კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. მაღალი ცხიმიანობის რძის მონელება უჭირს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დისბაქტერიოზის, ახალგადატანილი ნაწლავური ინფექციის შემდგომ პერიოდში. გირჩევთ, ამ შემთხვევაში კონსულტაცია ბავშვის პირადი ექიმისგან მიიღოთ.

ახალმოწველილი რძე მიკრობების უვნებელსაყოფად აუცილებლად უნდა წამოადუღოთ, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ დუღილის დროს ვიტამინების ნაწილი იშლება. აჯობებს, ბავშვი პასტერიზებული რძის სმას მიაჩვიოთ.

- თუ რძე ვერაფრით დავალევინეთ, არსებობს თუ არა ალტერნატივა?

- თუ არ უყვარს, ნუ დააძალებთ. დაძალებით საქმეს წაახდენთ და ბავშვს საერთოდ შეაძულებთ რძეს. შესთავაზეთ იოგურტი, მაწონი, ხაჭო (შეგიძლიათ, მასში ახალი ხილი შეურიოთ), ყველი. თუ არც რძის ნაწარმი მოსდის თვალში, რძე საკვებში "დამალეთ", მაგალითად - რძეში მოუხარშეთ კარტოფილი და მოუმზადეთ პიურე.

რძის აუტანლობის (ალერგიის) შემთხვევაში რაციონის შესარჩევად ექიმს მიმართეთ. ორგანიზმმა კალციუმის აუცილებელი ულუფა რომ მიიღოს, ბავშვს მეტი ბოსტნეული და მწვანილი აჭამეთ. მაგალითად, მწვანე ხახვი, კამა, ნიახური, ფორთოხალი საკმაო რაოდენობის ამ მიკროელემენტს შეიცავს. თუმცა მცენარეული წარმოშობის კალციუმს ორგანიზმი ძნელად ითვისებს. კარგი იქნება, თუ დროდადრო კალციუმის შემცველ მინერალურ წყალს დაალევინებთ.

ცილის საკმაოდ მდიდარი წყაროა ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

რძის შემადგენლობაში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ხილის იოგურტი და ხაჭო, ყველეული, შოკოლადი რძიანი გულსართით. ეს პროდუქტები პატარებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ მათში ბევრია შაქარი და ცხიმი, ამიტომ დიდი რაოდენობით მათი მიღება ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. ტკბილეული კალორიების დღიური ნორმის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

- როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს ცუდი მადა აქვს?

- უპირველეს ყოვლისა, აცადეთ გაღვიძება და გამოფხიზლება. ლოგინშივე ნუ მიუტანთ საუზმეს. ჯერ გახეხილი ან გათლილი ვაშლი მიეცით, 30-40 წუთის შემდეგ კი საუზმე შესთავაზეთ. ყოველი ჭამის წინ და შემდეგ პატარას ნახევარ-ნახევარი ვაშლი აჭამეთ. ის ხელს შეუწყობს კუჭისა და ნაღვლის წვენის გამოყოფას, რომელიც საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია. ვაშლის მსგავსი მოქმედება ახასიათებს წითელ მოცვს, შტოშს, სხვა კენკროვნებს. კარგია მათი ახალგამოწურული წვენიც. მალე რომ არ მობეზრდეს, აჯობებს ხილი და კენკრა მორიგეობით მისცეთ.

ბავშვი სუფრას ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთდ მიუსვით. შეაჩვიეთ სუფრასთან მოქცევის წესებსაც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საჭიროა თუ არა ყოველდღე რძის სმა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები