/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ვაჭამოთ თუ არა პატარას ბანანი?

ვაჭამოთ თუ არა პატარას ბანანი?
გვყავს 10 თვის პატარა. ვაჭამოთ თუ არა ბანანი? ამბობენ, შეწამლული შემოდისო და გვეშინია მიცემა. არადა, ზამთარში ვაშლის გარდა სხვა ხილი რა ვაჭამოთ?

ციტრუსებისგანაც თავს ვიკავებთ - ალერგია არ გამოიწვიოს...

ბანანი ძალიან სასარგებლოა როგორც პატარებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც. მისი მიცემა ექიმთან შეთანხმებით შეიძლება დავიწყოთ 5-6 თვიდან პიურეს სახით, ვაშლთან ერთად. ისევე, როგორც ყველაფერი ახალი, თავდაპირველად უნდა მივცეთ 1/2 ჩაის კოვზი და დღიური ულუფა თანდათან გავზარდოთ 10 კოვზამდე. გახეხილი ვაშლი და ბანანი პატარების საყვარელი ნუგბარია, მას დატკბობა არ სჭირდება. როცა ხაჭოს მიცემასაც დაიწყებთ, შეგიძლიათ, ბანანი მასში აურიოთ.

ბანანი რომ ტროპიკული ხილია, ყველამ იცის, მაგრამ მისი სამშობლო რატომღაც ყველას აფრიკა ჰგონია, არადა იგი ტროპიკული აზიის, ჩინეთისა და ინდოეთის მკვიდრია. აფრიკაში მისი მოშენება გაცილებით გვიან დაიწყეს. კანარის კუნძულებზე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ბანანი XVI საუკუნიდან გავრცელდა, ევროპის ტროპიკულ რეგიონებში კი მხოლოდ XIX საუკუნიდან. ამგვარად, ბანანი მეტად სათუთი ხილია. მისი მოსავლის აღება, შენახვა და ექსპორტი რთული და სპეციფიკური პროცესია. ბანანს მკვახეს კრეფენ, რადგან ბუნებრივად დამწიფებული ნაყოფი მალე ზიანდება. ნაადრევად მოკრეფილ ნაყოფში, რომელიც ხელოვნურად შექმნილ სათანადო ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში მწიფს, რთული და მრავალფეროვანი გარდაქმნები მიმდინარეობს. ამ გარდაქმნათა წყალობით ბანანის გული ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდრდება და მაღალ კვებით ღირებულებას იძენს. ბუნებრივ პირობებში დამწიფებულ ბანანს სწორედ ამ ნივთიერებათა გამო ეტანებიან პარაზიტები, ბაქტერიები და სოკოები. დაავადებულ ქერქთან ერთად შიგთავსიც ზიანდება, იცვლის კონსისტენციას, ფერს, გემოს, ქიმიურ თვისებებს და საკვებად უვარგისი ხდება. ამიტომაც არის საჭირო ბანანის მოკრეფისთანავე დამუშავება სპეციალური ხსნარებით, რომლებიც მას ტრანსპორტირების დროს შესაძლო დაზიანებისგანაც იცავს.

როგორ გავარჩიოთ - საღია თუ არა?

ალბათ გინახავთ ბანანი ყავისფერლაქებიანი, დაწინწკლული ქერქით. მისი რბილობი რბილი, ფაფისებური და წყლიანია. სხვაგვარი აქვს ფერი და გემოც. ამ გადამწიფებული რბილობის ქიმიური შედგენილობა სხვაგვარია, ვიდრე ყვითელი, პრიალა, გლუვზედაპირიანი ბანანისა - მასში დაშლილი და სახეცვლილია თითქმის ყველა ღირებული ნივთიერება, ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად დარღვეულია პროპორციული და პროცენტული თანაფარდობა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებისა, რომლებიც ბანანის კვებით ღირებულებას განაპირობებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

რატომ უნდა ვაჭამოთ პატარას ბანანი?

ბანანი შეიცავს:

ასევე დაგაინტერესებთ
რომელი ბანანია ყველაზე სასარგებლო

* ნახშირწყლებს: სახამებელს, მონოსაქარიდებს, უჯრედისს;

* თავისუფალ მჟავებს (ვაშლის მჟავას);

* ვიტამინებს: C, A, B ჯგუფის (B1 და B2);

* მინერალურ მარილებს: კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას და სხვა;

* ეთერზეთებს, რომლებიც ნაყოფს სასიამოვნო სუნსა და არომატს აძლევენ.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბანანი შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ძალიან სჭირდება ორგანიზმს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის (ფაღარათის, პირღებინების) შემდეგ. ნაწლავთა გახშირებული მოქმედების დროს ბანანი მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია. ასე რომ, გირჩევთ, პატარა თანდათან შეაჩვიოთ ბანანის მიღებას. შეარჩიეთ საღი, ერთგვაროვანი, გლუვზედაპირიანი ყვითელი ნაყოფი, თქვენ თვითონ გაფცქვენით, შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, რომ რბილობი არ დაბინძურდეს და პატარას ხილფაფა მოუმზადეთ.

კომენტარები (2)
keti
კარგია აქ რაც წერია, მაგრამ ასეთი ბანანი საქართველოში ვერ ხვდება ,ამიტომ არ უნდა ვაჭამოთ მითუმეტეს ბავშვს.
თარიღი : 01-04-2015
tako
მე მაქვს წაკითხული რუსულ ენოვანი სტატია ბანანზე სადაც ეწერა რომ ბანანის ხეს კვებავენ რაგაც საწამლავებით რომ ბევრი ნაყოფი მოისხას და შესაბამისად მთელი მსოფლიო მოამარაგონ. არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ არაფერი გაგვიკვირდება დღეს როცა უკვე ყველაფერი გენმოდიფიცირებულია.
თარიღი : 31-03-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვაჭამოთ თუ არა პატარას ბანანი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები