რომელი ბანანია ყველაზე სასარგებლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ბანანია ყველაზე სასარგებლო

თირკმლის, ღვიძლისა და გულის პრობლემების დროს, ასევე ანემიისას. ამას გარდა, ბანანი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებისაა, რაც გვეხმარება სწრაფად აღვიდგინოთ ძალები გრძელვადიანი ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის შემდეგ.

მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ავარჩიოთ სწორად ბანანი. ბანანს აქვს მომწვანო-ყვითელი შეფერილობა და თანდათან, დამწიფებასთან ერთად მუქდება. დააკვირდით სურათს და შეეცადეთ ყოველთვის აირჩიოთ ისეთი, როგორიც 5-დან 7 ნომრამდეა წარმოდგენილი. საბოლოოდ ყვითელ კანზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები, შემდეგ კი ბანანი საერთოდ ყავისფერდება. მაგრამ, სხვა ხილისგან განსხვავებით, ეს არ ნიშნავს, რომ ბანანი გაფუჭებულია.

პირიქით, რაც უფრო მუქია ბანანი, მით მეტია მასში სპეციფიკური ექსტრაუჯრედული ცილა – სნფ, რომელიც იშიფრება როგორც სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. ეს არის სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც გვეხმარება ორგანიზმში უჯრედების ანომალიებთან ბრძოლაში.

კვლევები ადასტურებს, რომ გადამწიფებული ბანანი შეიცავს სწორედ სნფ-ს, რომელიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდასა და გავრცელებას.

ანტიოქსიდანტებთან ერთად, რომლებიც ასევე ძალიან დიდი რაოდენობითაა ბანანში, სნფაძლიერებს იმუნურ სისტემას.

იაპონელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ რაც მეტად მწიფდება ბანანი, მით მეტი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოვანას, С ვიტამინს, В ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმსა და ანტიოქსიდანტებს. მაგრამ ამ სასარგებლო თვისებებით არ შემოიფარგლება გამუქებული ბანანის უპირატესობა:

1. აღნიშნულ ხილს აქვს ანტაციდური მოქმედება და შეუძლია თავიდან აგაცილოთ გულძმარვა და მჟავური რეფლუქსი. ერთმა ბანანმაც კი შეიძლება საგრძნობი შვება მოგვიტანოს აღნიშნული პრობლემის დროს.

2. ბანანი გვეხმარება სისხლის წნევის დაწევაში. იმის გამო, რომ მასში ბევრი კალიუმია, მაგრამ მცირე რაოდენობით ნატრიუმი. ეს ხილი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ინსულტისა და გულის შეტევის წინააღმდეგ. ბანანი – ეს არის ჯანსაღი საკვები გულისათვის.

3. აღნიშნული პროდუქტი დამატებით ენერგიას გვანიჭებს. თუ ვარჯიშის წინ მიიღებთ 1-2 ბანანს, ეს მოგცემთ საკმარის ენერგიას ერთი საათი ინტენსიური ვარჯიშისთვის. ნახშირწყლების დაბალი გლიკემიური ინდექსი, ვიტამინები და მინერალები ამაღლებს სხეულის ამტანობას, ხოლო კალიუმი ხელს უშლის კუნთების კრუნჩხვას.

4. ბანანი სასარგებლოა ანემიის დროს. ის შეიცავს საკმარისი დოზით დიეტურ რკინას, რომელიც სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის წარმოქმნის სტიმულირებას ახდენს და, შესაბამისად, აძლიერებს სისხლის ნაკადს.

5. ბანანის მიღება შეიძლება შეუზღუდავად, მაშინაც კი, თუ კუჭის წყლული გაწუხებთ. მისი რბილი და ფაფისებრი ტექსტურა ედება კუჭს და იცავს მას აგრესიული მჟავებისგან.

6. ბანანი გვეხმარება დეპრესიასთან გამკლავებაში. ტრიფტოფანი, რომელსაც ის საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმის მიერ გადამუშავდება სეროტონინად (ე. წ. „ბედნიერების ჰორმონი“), რომელიც ტვინის ნეირომედიატორია და ხელს უწყობს ადამიანს მოდუნებაში, ბედნიერების შეგრძნებასა და უბრალოდ გუნება-განწყობილების გამოკეთებაში.

7. ბანანი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მასში არსებული დიდი რაოდენობით ბოჭკოვანა ასტიმულირებს ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას და შველის ყაბზობას.

8. ბანანი სასარგებლოა ნერვული აშლილობისა და წინამენსტრუალური სინდრომის დროს. ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. მასში არსებული დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინები ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ადუნებს.

9. ხელს უწყობს სხეულის თერმორეგულაციას. თუ ბანანს ცხელ ამინდში შევჭამთ, ხელს შეუწყობს სხეულის ტემპერატურის დაწევას.

თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ზოგჯერ მკვახე ბანანიც სასარგებლოა. მასში ცოტა შაქარია და ამიტომ მისი მიღება შეუძლიათ დიაბეტის მეორე სტადიის მქონეთ. ამას გარდა, ამგვარი ბანანი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს.

ამასთან, სახამებლის დიდი რაოდენობის გამო უმწიფარი ბანანი უფრო მალე იწვევს დანაყრების გრძნობას.

საბოლოოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბანანი ძალიან სასარგებლოა. მთავარია, არ შეშინდეთ გადამწიფებული და ფერშეცვლილი ამ პროდუქტის დანახვისას – იცოდეთ, რომ ამ მდგომარეობაში ის გაცილებით სასარგებლო და გემრიელია, ვიდრე გგონიათ.

ხშირად ადამიანებს, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ და სახლშიც ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება უწევთ, დრო არ ჰყოფნით საკუთარი სხეულის ფორმებზე ზრუნვისთვის. შესაბამისად, წონის მატება მათთვის პრობლემაა. ასე დაემართა 2008 წელს ტოკიოელ ბანკირს, ხიტოში ვატანაბეს, რომელსაც, მართალია, კარიერული წინსვლა ჰქონდა და საკმაოდ დიდ პოსტზე მუშაობდა, მაგრამ თანდათან ცხიმებიც ემატებოდა...

იაპონელს მშველელად თავისივე მეგობარი გოგონა (ამჟამად უკვე მეუღლე) სუმიკო მოევლინა. იგი ფარმაცევტი იყო და თვითონვე შეიმუშავა წონის დასაკლები რეცეპტი. მეგობრის რჩევით, ხიტოში საუზმეზე რამდენიმე ბანანს მიირთმევდა და უბრალო, ოთახის ტემპერატურის წყალს აყოლებდა. სუმიკო ფიქრობდა, რომ ამგვარი რაციონი საგრძნობლად დააჩქარებდა ნივთიერებათა ცვლას. ასეთი საუზმის მიღებისას სადილად და ვახშმად ნებისმიერი რამის ჭამა შეიძლება, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ამასთან, აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

როგორ დავიკლოთ ბანანის საშუალებით – იაპონური დიეტა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა:

1. 8 საათის შემდეგ ჭამისგან თავი უნდა შეიკავოთ. ვახშამზე დესერტის მიღებაზე უარი უნდა თქვათ.

2. დასაძინელად უნდა დაწვეთ არა უგვიანეს ღამის 12 საათისა.

3. სუფრიდან ყოველი ადგომისას მხოლოდ 80%-ით დანაყრებული უნდა იყოთ.

4. დიეტის პროცესში უარი უნდა თქვათ რძის პროდუქტებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. უნდა სვათ მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი, 30 წთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

5. დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ სადილის შემდეგ, მცირე რაოდენობით, არა უგვიანეს დღის 3 საათისა.

ბანანის დიეტის ვადები არ არის შეზღუდული.

დიეტის საიდუმლო ისაა, რომ ბანანი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რომელიც ანელებს ნახშირწყლების ათვისებას და იძლევა დანაყრების გრძნობას. ამასთან, ბანანი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ბანანის დიეტისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

დიეტის წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ იაპონიის შემდეგ ამერიკაც „დაიპყრო“ და თანდათან ევროპაშიც პოპულარული ხდება.