/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

რატომ არ რეაგირებს ბავშვი თქვენს მითითებებზე

რატომ არ რეაგირებს ბავშვი თქვენს მითითებებზე
რატომ ამბობს ბავშვი უარს თქვენი თხოვნის შესრულებაზე? რატომ არ რეაგირებს თქვენს მითითებებზე?

უკვე რამდენიმეჯერ სთხოვეთ თქვენს ბიჭუნას, იატაკზე მიმოფანტული სათამაშოები მოეგროვებინა, ის კი, ვითომც არაფერიო, მანქანებით თამაშს განაგრძობს. ნუ განიცდით, ასეთ პრობლემას მშობელთა უმრავლესობა ეჯახება. მთავარია მიხვდეთ, რას არ აკეთებთ სწორად და როგორ უნდა გამოასწოროთ ყველაფერი.

იქნებ ბავშვს იმიტომ არ ესმის თქვენი, რომ თქვენი ნებისმიერი შენიშვნა თუ მითითება, ფაქტობრივად, მონოლოგია?

ყველაზე მარტივია, იმოქმედოთ პრინციპით "არ გაიგონე - არ მიიღებ". მაგალითად, ბიჭუნას პურის მოტანა სთხოვეთ, მან კი ცალი ყურიდან შეუშვა, ხოლო მეორიდან გამოუშვა? მეორე დილით კითხვაზე: "სად არის საუზმე?" - უპასუხეთ: "შენი საუზმე მაღაზიაში დარჩა..."

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამოთქვით აზრი გარკვევით. იქნებ თქვენს თხოვნას არც ისე გასაგები ფორმულირება გაუკეთეთ? "ადექი დივნიდან" ბავშვს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ უბიძგებს, ხოლო "რატომ არ დგები დივნიდან?" საშუალებას აძლევს გაიაზროს, რატომ იქცევა ასე.

თავად მიეცით მაგალითი. ბავშვების უყურადღებობისა და გაუგონრობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჩვენივე უუნარობა, მოვუსმინოთ სხვას. ისწავლეთ ბავშვის მოსმენა და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით მომხდარის შეფასებაზე.

ურთიერთგაგება. ზოგჯერ მშობლები ჩივიან, რომ ბავშვები არც კი უგდებენ ყურს მათ თხოვნას. რა არის ეს, არაფრად ჩაგდება? აბუჩად აგდება? არა, უბრალოდ, ბავშვი იმდენად არის გატაცებული თამაშით, რომ საერთოდ არ ესმის ჩვენი. არჩევითი სმენა ნორმალური მოვლენაა. ჩვენ, უფროსებიც ვრთავთ მას, როდესაც რამე საინტერესოს ვკითხულობთ ან ვუსმენთ ან რამეზე ვფიქრობთ.

თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ ისე, რომ თქვენმა სიტყვებმა ამაოდ არ გაიჟღეროს. ამისთვის გაითვალის-წინეთ შემდეგი რჩევები:

ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაა

1) ნურაფერს იტყვით, თუ ბავშვთან ურთიერთობას არ აპირებთ და მხოლოდ უსიამოვნო განწყობისგან განმუხტვა გსურთ. ნურც საყვედურითა და შენიშვნით დაიწყებთ საუბარს - ისინი ემოციურ აგზნებას იწვევენ და ადამიანი თავის თავში იკეტება.

2) თვითონვე იქეცით კარგ მსმენელად. აჩვენეთ ბავშვს, როგორი ყურადღებით უსმენთ მეუღლეს ან მეგობარს, განსაკუთრებით - თავად მას.

3) ესაუბრეთ პატივისცემით. როდესაც უხეშად ელაპარაკებით, ბავშვები თითქმის ყოველთვის "თიშავენ" ყურადღებას.

4) ვიდრე რამეს იტყოდეთ, დარწმუნდით იმაში, რომ ბავშვი გიყურებთ და აღიქვამს თქვენს სიტყვებს. როდესაც თხოვნას დაასრულებთ, სთხოვეთ, თქვენი ნათქვამი გაიმეოროს, რათა დარწმუნდეთ, რომ მან ყველაფერი სწორად გაიგო.

5) განამტკიცეთ თხოვნა მოქმედებით. ჩაჰკიდეთ ბავშვს ხელი და შეიყვანეთ ოთახში, სადაც მისი სათამაშოებია მიმოფანტული.

6) მშობლები ხშირად თვითონვე ვუწევთ პროვოცირებას ბავშვების უყურადღებობას, როდესაც შეუსვენებლივ მივუთითებთ რაიმეზე, ვუბიძგებთ, ვაიძულებთ. ასეთ სიტუაციაში ადამიანი შეიძლება კომპიუტერს შევადაროთ: თუ "მოაზროვნე მანქანას" ერთდროულად იმდენ დავალებას მისცემთ, რამდენის შესრულებაც მის შესაძლებლობებს აღემატება, რა მოხდება? რა თქმა უნდა, კომპიუტერი გაითიშება.

7) შესაძლოა, დავალება ბავშვისთვის მეტისმეტად რთული აღმოჩნდეს. დაყავით ის პატარ-პატარა ნაწილებად, მიეცით ბავშვს თითოეული მათგანის შესასრულებლად საჭირო ინსტრუქცია და დრო, შემდეგ კი მომდევნო ნაწილზე გადადით.

8) სერიოზული საუბრისთვის შესაფერისი დრო და ადგილი შეარჩიეთ. ბავშვს, ნაცვლად იმისა, რომ შეარცხვინოთ, დასაჯოთ ან შენიშვნა მისცეთ, მიეცით საშუალება, თავისი შეცდომა გამოასწოროს, მაგალითად, გაწმინდოს ჭუჭყიანი ნაფეხურები.

9) ნუ დაიწყებთ ფრაზას სიტყვებით "თუ", "შენ" და "რატომ". "თუ" აღიქმება როგორც მუქარა, საფრთხე, "შენ" - როგორც მასზე ზეწოლის სიგნალი, ხოლო "რატომ" მოითხოვს მისი საქციელის ახსნას.

10) ნურასოდეს გამოიყენებთ ცრუ მუქარასა და დაპირებას. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თუ რაიმეს შევპირდით, აუცილებლად შევუსრულებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ არ რეაგირებს ბავშვი თქვენს მითითებებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები