რა არის და საიდან იღებს სათავეს სიჯიუტე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის და საიდან იღებს სათავეს სიჯიუტე

რაც ერთხელ მოითხოვა, აღარ გადათქვას. ის არ ითვალისწინებს, რომ გარემოებები შეიცვალა. სწორედ ასეთი საქციელია სიჯიუტე.

  • როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მიზანსწრაფულობასა და სიჯიუტეს შორის?

პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ, კარგად დავფიქრდეთ და საკუთარი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ - ჩვენ ხომ ახლა ვსწავლობთ, როგორ უნდა ვიყოთ კარგი მშობლები! მოიფიქრეთ? რასაკვირველია, თქვენი პასუხი მართალია!

მიზანსწრაფულობაა, როცა პატარას რაღაც უნდა და დაჟინებით ცდილობს, მიაღწიოს საწადელს, ჯიუტი ბავშვი კი ისევ და ისევ ითხოვს იმას, რაც შესაძლოა უკვე აღარც უნდოდეს ან ისე ძალიან აღარ უნდოდეს. რითაც არ უნდა სცადოთ მისი ცდუნება - კანფეტით, სათამაშოთი თუ გასეირნებით, პატარა კვლავ თავისას იმეორებს. სიტუაცია რთულია, რადგან არც ყვირილი ჭრის, არც წამორტყმა, არც მუქარა.

  • რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვების სიჯიუტის შესახებ

1. სიჯიუტის პერიოდი არის ბავშვის განვითარების აუცილებელი ფაზა.

ამ ფაზებს პატარა კრიზისულ მომენტებში - 1, 3 და 7 წლის ასაკში გაივლის.

2. სიჯიუტის ყველაზე შემაწუხებელი პერიოდი, რომელიც მშობლების მღელვარებას იწვევს, დაახლოებით 1,5 წლისთვის იწყება და, ჩვეულებრივ, 3,5-4 წლისთვის მთავრდება.

3. სიჯიუტის შეტევები უფრო მოზრდილ ასაკშიც მჟღავნდება.

ეს სავსებით ნორმალურია. ბავშვს შესაძლოა საკუთარი აზრი ჰქონდეს და ყოველთვის არ ეთანხმებოდეს თქვენსას. კონფლიქტი უფროსების “უნდასა” და პატარას “მინდას” შორის ბავშვის ნებისყოფის წვრთნას ემსახურება. ის სწავლობს არა მარტო დანებებას და დამორჩილებას, არამედ წინააღმდეგობის გაწევას და საკუთარი ნების თავს მოხვევასაც, ავითარებს მიზნის მიღწევის უნარს.

4. თუ თქვენი შვილი უკვე 4 წლისაა, ხოლო სიჯიუტე რეაგირების წესად აქვს ქცეული, საკუთარ აღმზრდელობით ტაქტიკაზე უნდა დაფიქრდეთ.

სიჯიუტე უმეტესად დამცველობითი რეაქციაა მშობელთა ზედმეტ მზრუნველობასა და ავტორიტარულ დამოკიდებულებაზე, საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლების, საკუთარი ცხოვრების უფლების დაცვის მცდელობა.

5. იმისათვის, რომ ბავშვმა მშობლების ნათქვამის მიზანშეწონილობა გაიგოს, ის “არას” თქმის შესაძლებლობით უნდა დატკბეს.

თუ მას ეს შესაძლებლობა შევუზღუდეთ, ნებელობითი ქცევის პრობლემა, ისევე როგორც სხვა გადაუჭრელი პრობლემები, შესაძლოა ზრდასრულ ასაკამდე გაჰყვეს და მშობლების, მეუღლის, შვილების მიმართ უსაფუძვლო აგრესიის ინფანტილური აფეთქებები გამოიწვიოს.

(გაგრძელება იქნება)