რატომ არის საჭირო თოვლის პაპის სტუმრობისთვის ბავშვის წინასწარ მომზადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის საჭირო თოვლის პაპის სტუმრობისთვის ბავშვის წინასწარ მომზადება

სახლის კართან "ნამდვილი" თოვლის პაპის გამოჩენა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, შეიძლება ითქვას, სასწაულია. ამისთვის ის აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

რეპეტიცია

თოვლის ბაბუისა და ფიფქიას შესახვედრად ბავშვი წინასწარ უნდა განაწყოთ. კარგი იქნება, თუ პატარა მიხვდება, რომ თვითონაც უნდა მოუმზადოს საჩუქარი თოვლის ბაბუას. დაეხმარეთ საჩუქრის მომზადებაში. ეს შეიძლება იყოს მისალოცი ბარათი. დადეთ ის გამოსაჩენ ადგილას. ჰკითხეთ პატარას, სურს თუ არა ლექსის თქმა ან სიმღერის შესრულება - თოვლის ბაბუა ამას აუცილებლად სთხოვს. შეგიძლიათ, წინასწარ რეპეტიციაც ჩაატაროთ. სტუმრების მოსვლამდე ბავშვი სადღესასწაულო კოსტიუმში გამოაწყვეთ.

ვინ იმღერებს ან იცეკვებს?

  • 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოდგება მოძრაობითი ამოცანა: ხელიხელჩაკიდებულებმა ნაძვის ხეს შემოუარეთ და თან ტაში დაუკარით. შეიძლება, პატარამ განასახიეროს, როგორ დახტის ბეღურა ან როგორ სძინავს დათუნიას.
  • 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისაღებია თამაშები და კონკურსები. მათთვის მნიშვნელოვანია შეჯიბრება და გამარჯვება. ერთმანეთს შევუნაცვლოთ კონკურსი მოხერხებულობაში ("ვინ უფრო მეტხანს გაჩერდება ცალ ფეხზე"), კონკურსი საზრიანობაში ("ვინ ჩამოთვლის ასო "ა"-ზე ყველაზე მეტი ცხოველის სახელს")...
  • 6-7 წლის და ამაზე უფროს ბავშვებს უკვე შეუძლიათ წარმოდგენებში მონაწილეობა, მაგალითად, განძის პოვნა, ყაჩაღებისგან ფიფქიას დახსნა...

გარდასახვის ხელოვნება

1. კომბინირება. თვალი გადაავლეთ თქვენს ძველ კოსტიუმებს. შეგიძლიათ, ისინი გადააკეთოთ. ზოგჯერ მხოლოდ საჭირო დეტალების დამატებაც საკმარისია. მეფის ასულის კოსტიუმი ყველაზე ადვილი შესაკერია - საკმარისია, ნაოჭებად აასხათ ლამაზი ქსოვილი, მორთოთ ბისერით და სადედოფლო კაბაც მზად არის. კოსტიუმის განსაკუთრებით რთული ნაწილები, მაგალითად, მგლის ან დათვის ნიღაბი, შეგიძლიათ იყიდოთ. რაც შეეხება ტანს, კუდსა და ბრჭყალებს - ისინი შეგიძლიათ შინაც დაამზადოთ, რა თქმა უნდა, ბავშვის დახმარებით.

2. უნივერსალური გადაწყვეტილება: შეუკერეთ ბავშვს მოსასხამი. ბიჭს - მუქი ნაცრისფერი ან მწვანე ქსოვილისგან, ხოლო გოგონას - ნახევრად გამჭვირვალე ორგანზისგან ან ტიულისგან. გამოჭერით ნახევარწრე (რადიუსი - ბავშვის სიმაღლეს მინუს 20სმ), შეკეცეთ და კისერთან მრგვლად ამოჭერით. თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ მიაკეროთ კაპიუშონიც, თუ არა - საკმარისია ეფექტური ბალთა ან ლამაზი თასმები. ერთი და იგივე მოსასხამი შეიძლება გამოიყენოთ უფლისწულის, მეკობრის, რაინდის, ბეტმენის, ჰარი პოტერის როლებისთვის. გოგონას მოსასხამი რამდენიმე დეტალის დამატებით შეიძლება პრინცესას ან ზღაპრული ფერიის კოსტიუმად ვაქციოთ.

საოჯახო წარმოდგენა

ხშირად მშობლები ერთიანდებიან და ბავშვებს საოჯახო ზეიმს უწყობენ. თოვლის ბაბუის როლზე რომელიმე არტისტულ მამიკოს "მოიწვევენ" ხოლმე. შეიძლება წარმოდგენის გამართვაც. თუ ცოტაოდენ თანხას შეკრებთ, შესანიშნავ სადღესასწაულო სუფრასაც გაშლით. ასეთ საოჯახო ზეიმს მრავალი პლუსი აქვს:

  • დედები და მამები უკეთ იცნობენ თავიანთ შვილებსა და მათ მეგობრებს, ამიტომ მათთვის უფრო იოლი იქნება შესატყვისი განწყობის შექმნა.
  • თოვლის ბაბუა და ფიფქია ათი წუთის შემდეგ კი არ გაიქცევიან, არამედ წვეულების ბოლომდე დარჩებიან და მოაწყობენ შესანიშნავ ზეიმს თამაშებით, კონკურსებით, პრიზებით, მერე კი საზეიმო ვახშამს გამართავენ.
  • რაკი თოვლის პაპისა და ფიფქიას როლებს თქვენ თვითონ შეასრულებთ, დაგვიანებისა და გამოუცხადებლობისგანაც დაზღვეული იქნებით. ბავშვებს იმედი არ გაუცრუვდებათ და საზეიმო განწყობა არ წაუხდებათ.

ამ შემთხვევაში მშობლებს დასჭირდებათ:

1. კარგი გრიმი. ის დაგეხმარებათ, სწრაფად გარდაისახოთ თოვლის ბაბუად. კოსტიუმი კარგად უნდა იყოს მორგებული. თუ შემთხვევით წვერი ჩამოგივარდათ ან ფიფქიაში ბავშვებმა რომელიმე მეგობრის დედა ამოიცნეს, იმედი გაუცრუვდებათ.

2. სწორად შერჩეული სცენარი. ძალიან მნიშვნელოვანია, ზეიმის ყველა მონაწილე, ასაკის მიუხედავად, აქტიურად იყოს მასში ჩართული, ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს, მოსაწყენად არავის უნდა ეცალოს.