/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ჭკვიანი სათამაშოები

ჭკვიანი სათამაშოები
ნებისმიერი ჩვენგანი შვილს სიამოვნებით უძღვნიდა მთელ სამყაროს. რაკი ეს შეუძლებელია, უბრალო საჩუქრებს უნდა დავჯერდეთ, თუმცა არც მათი არჩევაა იოლი -

საჩუქარმა პატარა კიდეც უნდა გაახაროს და სარგებლობაც მოუტანოს, მის განვითარებას შეუწყოს ხელი.

  • ასაკის შესატყვისი

სათამაშო არის საშუალება, ბავშვმა მიიღოს ინფორმაცია გარემომცველი სამყაროს შესახებ, შეიმეცნოს ობიექტური სინამდვილე. პირველი მოთხოვნა: სათამაშო უნდა შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს. კარგი მწარმოებელი აუცილებლად აკეთებს შესაბამის აღნიშვნას სათამაშოს ეტიკეტზე. 2 წლის ბავშვს არ უნდა ვაჩუქოთ რთული კონსტრუქტორები და რადიომართვადი მოდელები - დაამტვრევს და ნაწილებად დაშლის. ასე იქნება მანამ, სანამ გაიგებს და გააცნობიერებს მათ დანიშნულებას, როცა უბრალო საჩხაკუნო უკვე ვეღარ მიიქცევს მის ყურადღებას და ვერ დააინტერესებს. ზოგჯერ მშობლები საგანგებოდ ყიდულობენ გაცილებით უფროსი ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ სათამაშოს - ეს სტიმულს მისცემს პატარას განვითარებასო. არ ღირს, რადგან ძალიან რთულმა სათამაშომ ბავშვი შესაძლოა გააღიზიანოს.

  • უსაფრთხო

ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ამიტომ სათამაშო არ უნდა შეიძინოთ ბაზრობებზე, მიაკითხეთ სპეციალიზებულ სათამაშოების მაღაზიებს, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ სათამაშოებს ახლავს ხარისხის სერტიფიკატი, ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე და გავლილი აქვს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ექსპერტიზა. უსაფრთხო სათამაშო დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალებისგან, არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები, წახნაგები, ადვილად უნდა ირეცხებოდეს. წვრილდეტალებიანი და თოკებიანი სათამაშო, რომელშიც შეიძლება გახლართვა, დასაშვებია მხოლოდ 4-5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის. ბგერები, ხმა, რომელსაც გამოსცემს სათამაშო, არ უნდა იყოს ხმამაღალი და მკვეთრი, ეს მავნებელია სმენისათვის და გამაღიზიანებელია მშობლებისთვის.

  • საყვარელი ყუთი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი იყოს სათამაშოსთან ურთიერთ-ზემოქმედების სხვადასხვა ხერხის მოფიქრება.

ხშირად თვითმფრინავის მოდელის ასაწყობი ძვირფასი კონსტრუქტორი ბავშვს ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ჩვეულებრივი ფერადი კუბების ნაკრები. მათგან ხომ შესაძლებელია გაკეთდეს და აეწყოს სახლიც, თვითმფრინავიც და ბევრი სხვა სახის შენობა და საგანი, ხოლო შაბლონზე, ერთ ყალიბზე დაფუძნებული მოქმედება სწრაფად ბეზრდება ბავშვს.

იარაღით აღჭურვილ მულტფილმების გმირებს - მონსტრებს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვთ - ომი. ასეთი სათამაშოები ზედმეტი აგრესიის მეტს ვერაფერს გამოიწვევს, ბავშვს ვერც ფანტაზიას განუვითარებს და ვერც წარმოსახვის უნარს.

ბავშვის ფანტაზიის განსავითარებლად კარგია ეგრეთ წოდებული საგანი-შემცვლელები: მაგალითად, ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი შეიძლება იყოს სახლიც, ავტოფარეხიც, საწოლიცა და კარადაც. სწორედ ამ პრინციპით შეიძლება შეიძინოთ ისეთი სათამაშოები, რომლებსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ
მივდივართ საბავშვო ბაღში
ბავშვის სასკოლო მზაობა

სათამაშოს შერჩევისას შეეცადეთ, თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინოთ. როგორ ითამაშებდით თქვენ ამ სათამაშოთი? რა ამბავს მოიფიქრებდით? რომელი სათამაშოებით ააწყობდით სახლს? რა გრძნობებს იწვევს თქვენში ეს სათამაშო? სწორედ ამის მიხედვით შეურჩიეთ გასართობი პატარას.

არ არის სწორი გავრცელებული აზრი, რომ გოგონებს სჭირდებათ მხოლოდ თოჯინები, თოჯინას საწოლი, ტანსაცმელი და აქსესუარები, ხოლო ბიჭებს - მხოლოდ მანქანები და სხვადასხვაგვარი საბრძოლო იარაღი. თოჯინით მოთამაშე ბიჭუნამ, რომელსაც აქვს სურვილი და მოთხოვნილება, ითამაშოს სახლობანა, არ უნდა გაგაოცოთ და შეგაშფოთოთ, ასეთი ბიჭი კარგი მამა გახდება, ხოლო გოგონას, რომელიც გატაცებით თამაშობს მანქანებით, განუვითარდება რეაქციის სისწრაფე და ყურადღება.

სათამაშოები ხშირად ბავშვებს საკვლევი ამოცანის წინაშე აყენებენ და კარნახობენ მისი გადაწყვეტის გზებს, მათ ისღა დარჩენიათ იფიქრონ. ასეთი სათამაშოების კარგ მაგალითს წარმოადგენენ პირამიდები, ასაწყობი სათამაშოები სქემების თანხლებით. უფროსმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება აჩვენოს ბავშვს, რისი გაკეთებაა საჭირო. მხოლოდ რჩევით უნდა შემოიფარგლოს; დანარჩენი ბავშვმა უნდა გააკეთოს. უმეტესად ასეთი სქემები ისეა შედგენილი, რომ ბავშვი ლოგიკურად უნდა მივიდეს სწორ გადაწყვეტილებამდე, სასურველია, დამოუკიდებლად. შემდეგ კი უკვე აწყობილი სათამაშოთი სიამოვნებას განიცდის, ამაყობს, რომ ეს თვითონ გააკეთა. ბავშვი თავდაჯერებული ხდება და ყოველთვის ეცდება, მხოლოდ დამოუკიდებლად მივიდეს მიზნამდე.

დღეს განმავითარებელი სათამაშოების დიდი არჩევანია, რომელთაც საინტერესო სახელები ჰქვიათ: "პატარა გენიოსი", "ფენომენი" და ა.შ. მნიშვნელოვანია, რა ასაკის ბავშვისთვის არის ისინი განკუთვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერანაირ ძვირფას და მიმზიდველ სათამაშოს ვერასოდეს შეცვლის ახლობელ ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა. რაც შეიძლება ხშირად ეთამაშეთ თქვენს პატარებს, ეს მათ დიდ სიხარულს ანიჭებს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჭკვიანი სათამაშოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები