მიეცით მაგალითი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიეცით მაგალითი

სტატისტიკის თანახმად, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს. რას უქადის ჰიპოდინამია მათ ჯანმრთელობას? რა ელით მათ მომავალში?

მომავალში ასეთ ბავშვებს ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ხერხემლის პრობლემები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა... დროა, რამე ვიღონოთ.

დღის რეჟიმი, რაციონალური კვება, მოძრაობა და სუფთა ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის, მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ გაითვალისწინეთ: ლექციებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ აზრი არ აქვს - პატარა ბავშვს არ შესწევს აბსტრაქტული თეორიების აღქმის უნარი, ხოლო მოზარდი უფროსების ნათქვამს ზერელედ ეკიდება.

ასე რომ, დავიწყოთ საკუთარი თავით!

  • თვალი გადაავლეთ თქვენს კვებით ჩვევებს,
  • გაიხსენეთ, რას აკეთებთ უქმეებზე. სახლის დალაგება და საყიდლებზე სიარული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მოგიწევთ, მეტი დრო გამონახოთ შვილისთვის, მასთან ურთიერთობისთვის. რა შეიძლება აკეთოს სუფთა ჰაერზე მთელმა ოჯახმა? ველოსიპედებით ისეირნოს? სპორტულ თამაშში ჩაებას? რატომაც არა? ბავშვთან ერთად ეს თქვენც გაგახალისებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ დღის რეჟიმს - მისი წყალობით სწორად გაანაწილებთ დროსა და ენერგიას, რაც მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. დილაობით ეცადეთ, ყველა ადრე ადგეთ, რათა გამოფხიზლება მოასწროთ, შეასრულოთ გამამხნევებელი ვარჯიში და კარგად ისაუზმოთ. აუცილებელია სეირნობა და ფიზიკური დატვირთვაც.
  • შეიძინეთ ჰანტელები, ბურთი - ისინი ბინაში ნამდვილად არ დაიკავებენ დიდ ადგილს. დაიწყეთ ვარჯიში თავად, მერე კი ბავშვებსაც შესთავაზეთ, შემოგიერთდნენ. კიდევ ვისმა მაგალითმა შეიძლება წაახალისოს თქვენი ბიჭუნა ან გოგონა? უამბეთ, რომ ლამაზი პრესი, რომელიც მათ საყვარელ კინოგმირებს ამშვენებს, ბუნების საჩუქარი კი არა, ვარჯიშის შედეგია.
  • სპორტულ სექციაში მიყვანაც კარგი აზრია, მაგრამ გაითვალისწინეთ ბავშვის არჩევანი - ძალდატანებით ვარჯიში მას არაფერს არგებს. თუ ორგანიზმი მზად არ არის სერიოზული დატვირთვისთვის, ნუ შეარჩევთ სპორტის სპეციფიკურ სახეობას. აი, ცურვა სასიამოვნოც არის და სასარგებლოც.
  • წაახალისეთ და შეაქეთ შვილი ყოველი წარმატებისთვის, თუნდაც თანაკლასელებისა და მათი მშობლების თანდასწრებით - ეს მათ ინტერესს გაუღვივებს და შესაძლო, რომელიმე მათგანი შემოგიერთდეთ კიდეც.

ბავშვთა ფიტნესი

ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა და სპორტით დაკავება აუცილებელია ბავშვის ფიზიკური განვითარებისათვის.

რას წარმოადგენს საბავშვო ფიტნესი? – ეს არის სახალისო გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ქორეოგრაფიული და აერობიკული, ასევე ტანვარჯიშისა და სხვა ელემენტებისაგან. საბავშვო ფიტნესის მთავარი მიზანია რიტმის გრძნობის, მოქნილობის, ამტანობის, კოორდინაციის, არტისტული და ძალოსნური თვისებების განვითარება.

ვარჯიში აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან ის:

გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/profilaqtika/fitnesi-da-sporti/20144-bavshvta-pitnesi.html