/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

ბავშვთა ფიტნესი

ბავშვთა ფიტნესი
ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა და სპორტით დაკავება აუცილებელია ბავშვის ფიზიკური განვითარებისათვის.

რას წარმოადგენს საბავშვო ფიტნესი? – ეს არის სახალისო გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ქორეოგრაფიული და აერობიკული, ასევე ტანვარჯიშისა და სხვა ელემენტებისაგან. საბავშვო ფიტნესის მთავარი მიზანია რიტმის გრძნობის, მოქნილობის, ამტანობის, კოორდინაციის, არტისტული და ძალოსნური თვისებების განვითარება.

ვარჯიში აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან ის:

  • აძლიერებს სისხლძარღვებსა და კუნთებს;
  • ზრდის ფიზიკურ ამტანობას;
  • აუმჯობესებს სხეულის დაჭერის მანერას;
  • ხსნის კუნთების დაძაბულობას;
  • აუმჯობესებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;
  • აუმჯობებს სხეულის დაჭერის მანერას და ამცირებს სკოლიოზის განვითარების რისკს;
  • ამაღლებს განწყობას;
  • ხდის სტრესის მიმართ ამტანს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაკლებად აქტიური ცხოვრების რეჟიმი აქვთ, ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადების შანსი ეზრდებათ. რეგულარულად მოვარჯიშე ბავშვებს უფრო სწრაფად უვითარდებათ ძვლოვანი აპარატი, მეტყველება და აზროვნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა განსხვავებაა სპორტსა და ვარჯიშს შორის?

  • ვარჯიშის ფორმატი – ბავშვისთვის სახალისო და გასართობი უნდა იყოს;
  • პროგრამა – ასაკზე გათვლილი;
  • ყველა კუნთის ჯგუფის განვითარება თანაბრად ხდება;
  • არ არის პიროვნული შეჯიბრის პრინციპი და შეფასების სისტემა. ბავშვისთვის არ უნდა არსებობდეს წაგება და დამარცხება და გული არ უნდა სწყდებოდეს;
  • თუ ვარჯიში მუსიკის თანხლებით და ადაპტირებული დატვირთვებით მიმდინარეობს, ბავშვისთვის ეს ფსიქოლოგიურ კომფორტს ქმნის;
  • საბავშვო ფიტნესს ნახევრად თამაშის ფორმა აქვს;
  • ნაკლებად ტრავმულია, უსაფრთხო;
  • მრავალფეროვანია.

ბავშვები ისედაც კარგ ფორმაში იქნებიან, თუ თამაშობენ ქუჩაში სპორტულ თუ სხვა თამაშებს და ეს ყველაფერი მათთვის სახალისოა.

ახლა სიტუაცია შედარებით შეიცვალა, ისინი ნაკლებ დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას და შესაბამისად, ნაკლებად არიან ფიზიკურად კარგ ფორმაში.

შემუშავებულია თანამედროვე მიდგომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც შემოკლებით LTAD (long-term athletic development) ეწოდება. ეს მეთოდი შექმნილია ბავშვის მენტალური, ფიზიკური და ფსიქიკური გაჯანსაღებისთვის.

LTAD დაგეხმარებათ 5 მცდარი შეხედულების გაქარწყლებაში:

  1. სიმძიმეებით ვარჯიში აფერხებს ზრდას.
  2. ბავშვის ათლეტურობის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადრეულ ასაკში სპორტში მიღწეული წარმატების მიხედვით.
  3. გამოვიყენოთ პროფესიონალებისთვის განკუთვნილი პროგრამა ბავშვებისთვის.
  4. სპორტში წარმატების მისაღწევად ბავშვი ადრეული ასაკიდან მხოლოდ ერთ სპორტს უნდა მისდევდეს.
  5. მხოლოდ მოძრაობა საკმარისია.

სიმძიმეებით ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია მოტორული ფუნქციისა და ათლეტურობის ჩამოყალიბებაში.

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ბავშვებისთვის სიმძიმეებით ვარჯიში არ არის მავნე და არ შეაფერხებს მათ ზრდას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დიდი სიმძიმეების აწევა უნდა დაიწყონ, არამედ საუბარია სხეულის წონით, თავისუფალი წონებითა და წინააღმდეგობებით ვარჯიშზე. სხეულის წონაში იგულისხმება ყველანაირი ზედმეტი წონის დამატების გარეშე ვარჯიში, მაგალითად, პრესები, აზიდვები და ა. შ. ბავშვებმა სიმძიმეებით არ უნდა ივარჯიშონ.

6-8 წლიდან უკვე დასაშვებია დაიწყონ წინააღმდეგობებით ვარჯიში; ეს მათ ყველაფერში დაეხმარება, გამართულად სიარულით დაწყებული, სპორტული მიღწევებით დამთავრებული.

თუ ბავშვი თანატოლებთან შედარებით უფრო ძლიერია ან უკეთ თამაშობს, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებას მიაღწევს.

სავარაუდოდ, ის უფრო მალე ჩამოყალიბდა, ვიდრე სხვა ბავშვები.

ასეთ დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ცოტა რამ საბავშვო ზუმბას შესახებ

საბავშვო ზუმბა იდეალური ვარიანტია, რადგან ის ძალიან სახალისოა და სრულიად უსაფრთხო ტრავმებისაგან.

საბავშვო ზუმბა – ავარჯიშებს არა მხოლოდ ფიზიკურად და ამაღლებს ამტანობას, არამედ აქვს დიდი პოზიტიური ფსიქოლოგიური მხარეც. ბავშვები სწავლობენ ჯგუფში მუშობას, ეჩვევიან დისციპლინას და ორგანიზებულობას, უვითარდებათ ფსიქოლოგიური პოტენციალი, უმჯობესდება მეხსიერება. ბავშვებს უკეთ ესმით საკუთარი სხეულის, ვითარდება მოძრაობის კოორდინაცია და ბალანსი, კონცენტრაციის უნარი, უმჯობესდება სხეულის პლასტიკა. ეს კარგი ფსიქოლოგიური განტვირთვაა, ამასთან, საშუალება, იპოვო ახალი მეგობრები.

საბავშვო ზუმბა – კარგი ალტერნატივაა კომპიუტერისა და ტელევიზორის წინააღმდეგ, რომლის მომხმარებელთა ასაკი კატასტროფულად ახალგაზრდავდება. ეს არის ნაბიჯი ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ. ჯანმრთელი ბავშვი ბევრს უნდა მოძრაობდეს.

საბავშვო ზუმბა – ეს წონის დაკლების საშუალებაა. ბოლო ათწლეულში ბავშვთა სიმსუქნის პრობლემა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უამრავი სინთეტიკური დანამატით სავსე საკვები, ტკბი­ლეული და ჰიპოდინამიკა ასუსტებს ბავშვის იმ­უნ­იტეტს.

საბავშვო ზუმბა:

  • ავარჯიშებს მოტორიკას და მოძრაობის კოორდინაციას;
  • ავითარებს მუსიკალურ სმენას, რიტმის გრძნობას;
  • ავითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს;
  • ასწავლის სხეულის ფლობას;
  • ხსნის კომპლექსებს, შიშებს, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, ასევე ამაღლებს თვითშეფასებას.

არ მოგწონთ თქვენი შვილის მოშვებული მხრები, სიარულის მანერა, მთელი დღის განმავლობაში უწევს ჯდომა, მეცადინეობა, კომპიუტერული თამაში, მაშინ ზუმბას პროგრამა ზუსტად თქვენი შვილებისთვისაა.

მიეცით ბავშვებს თამაშის საშუალება

ზოგს მიაჩნია, რომ ბავშვი მცირე ასაკიდან მხოლოდ ერთი სპორტით უნდა დაკავდეს, მაგრამ ეს მათი წარმატების შანსს არ ზრდის, ზოგჯერ პირიქითაც ხდება, რადგან იზრდება ტრავმისა და გადაღლის რისკი.

სხვადასხვა სპორტის თამაშით ისინი სხვადასხვა უნარს იძენენ, ფიზიკურადაც უფრო სრულყოფილად ყალიბდებიან და თანაც შანსი ეძლევათ, აირჩიონ სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფიტნეს პროგრამა სწორად იყოს შერჩეული ყოველი პიროვნებისთვის და არა მხოლოდ ბავშვისთვის.

მხოლოდ მოძრაობა არ არის საკმარისი

მხოლოდ მოძრაობა საკმარისი არ არის ბავშვის ფიზიკურად ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია.

მნიშვნელოვანია ის, რომ მათ მიიღონ სიამოვნება.

არსებობს თამაშების სამი სახე. სტრუქტურირებული, ნახევრად სტრუქტურირებული და თავისუფალი, იმის მიხედვით, რამდენად განსაზღვრულია წესები.

ბავშვებისთვის სამივე სახის თამაშობები საჭიროა, რათა მათ ხალისი და დისციპლინა თანაბრად ჰქონდეთ.

რა შეუძლიათ უფროსებს?

შეარჩიონ ბავშვების ვარჯიში და პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგს:

  • ხანგრძლივვადიან მიდგომას, რომელიც სიჯანსაღეზეა ორიენტირებული.
  • ბავშვების ზოგად ფიზიკურ მომზადებას, ფიზიკური მომზადების მნიშვნელობის ახსნაზეა ორიენტირებული.
  • წინააღმდეგობებით ვარჯიშებს, რომლებიც მოტორულ ფუნქციას ავითარებს ბავშვობასა და გარდატეხის პერიოდში.
  • ყველა სახის თამაშებს, სტრუქტურირებულსაც და თავისუფალსაც.
  • ინდივიდუალურად ბავშვზეა მორგებული.

ბავშვების ვარჯიში და მასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულად მოიცავს კარგად დაფიქრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ეს ის თემაა, სადაც შეცდომების დაშვება არ გვეპატიება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვთა ფიტნესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები