ჰიპოდინამია - ჩვენი საუკუნის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპოდინამია - ჩვენი საუკუნის დაავადება

რაც უფრო ნაკლებს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო ეჩვევა ზედმეტი ძალისხმევის დაზოგვას და ასე თანდათანობით ზარმაცდება კიდეც. ის ვერც კი ამჩნევს, როგორ ემსგავსება მისი ცხოვრების წესი ავადმყოფი ადამიანის ცხოვრების რეჟიმს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია: მოძრაობის ნაკლებობა, გამუდმებით ჯდომა და წოლა, მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას კი არ ვნებს, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზეც უარყოფითად აისახება: კუნთოვან მასაზე დატვირთვის შეზღუდვა აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგებას, რის  შედეგად უჯრედებამდე ნაკლები ჟანგბადი აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი). მოძრაობის რეგულარული დეფიციტის შემთხვევაში ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) სისტემების ფუნქციობა.

დარღვევები ვლინდება ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობაშიც. ცენტრალური ნერვული სისტემა კარგავს ტონუსს, ვინაიდან კუნთებსა და ტვინს შორის არსებული ნერვულ-რეფლექტორული კავშირი განუწყვეტელ ვარჯიშს საჭიროებს. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ვითარდება ასთენიური სინდრომი - ჭარბი წონა, სისუსტე, მოდუნება, მოთენთილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა... ვინ მოთვლის უსიამოვნო მოვლენებს, რომლებსაც ჰიპოდინამია აძლევს დასაბამს და რომლებიც ორგანიზმის ნაადრევი დაბერების მაუწყებელიც არის.

განსაკუთრებით საშიშია ჰიპოდინამია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ის აფერხებს ორგანიზმის ჯანსაღ ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე. იმუნური სისტემის სისუსტე და ზოგიერთი დაავადების გაქრონიკულება ხშირად სწორედ ჰიპოდინამიით არის განპირობებული. მოძრაობა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ ხელს კი არ უწყობს ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია არა იმდენად დატვირთვა, რამდენადაც რეგულარულობა. ფორმაში რომ იყოთ, სრულიადაც არ არის საჭირო, ძალისმიერ ვარჯიშებს მოჰკიდოთ ხელი, ფიტნესკლუბს ან აუზს მიაშუროთ. საკმარისია, დღეში ნახევარი საათი მაინც იაროთ ფეხით. შინ დაბრუნებისას ავტობუსიდან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდით და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიარეთ. მეორე დღეს გასავლელი მანძილი გაზარდეთ და სახლამდე ორი გაჩერებით ადრე ჩამოდით. რაც არ უნდა დაღლილი ბრუნდებოდეთ სამსახურიდან, ჯანმრთელობის სახელით თავს ძალა მაინც დაატანეთ.

შესაძლოა, ეს დავალება მაინცდამაინც არ მოგეწონოთ, მაგრამ აუცილებლად გამოგადგებათ. ერთგვარად განიტვირთებით კიდეც, მთელი დღის დაღლილობა და დაჭიმულობაც უმალ გაგივლით. ამ ეფექტს ისე ხელშესახებად შეიგრძნობთ, რომ შესაძლოა, მალე ტრანსპორტზე უარიც კი თქვათ. გახსოვდეთ, ჰიპოდინამიის პროფილაქტიკა რეგულარული ფიზიკური აქტიურობა და დატვირთვაა. იარეთ ფეხით, შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, მისდიეთ სპორტის ამა თუ იმ სახეობას, იცეკვეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა სიცოცხლისა და ძალის მომცემი!