/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

შევაქოთ თუ არა?

შევაქოთ თუ არა?
საჭიროა თუ არა ბავშვის შექება? უნდა წავახალისოთ თუ არა ჩვენი შვილი? უეჭველად, საჭიროა. ეს ბავშვისადმი სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა. მაგრამ ისეც ხდება, რომ

შექებამ შეიძლება ზიანიც მოგვიტანოს. როცა იგნორირებას ვუკეთებთ მის პატარ-პატარა შეცოდებებს და ვაქებთ ბავშვს მონდომებისთვის, ამით ვაჩვენებთ, რომ ეჭვი არ გვეპარება, წარმატებას მიაღწევს. ამით ხელს ვუწყობთ ბავშვს, რომ არ შეეშინდეს შეცდომების, წარუმატებლობის და მტკიცედ ისწრაფოდეს დასახული მიზნისკენ. მარცხმა არასოდეს არ უნდა დათრგუნოს და ხელი შეუშალოს მუდმივ წინსვლაში.

  • რა სარგებლობა მოაქვს კეთილ სიტყვებს?

ბავშვის გონივრულმა და სწორმა წახალისებამ შეიძლება სასწაულები მოახდინოს: აამაღლოს ბავშვის თავდაჯერებულობა, გაუღვივოს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის რწმენა.

  • კიდევ რა სარგებლობა მოაქვს შექებას?

თუ მიზნად დაისახავთ ბავშვის წახალისებას, ეცადეთ, ყველაფერში დაინახოთ თქვენი ბავშვის მიღწევები. როდესაც შეაფასებთ მის რაიმე საქციელს, ნებისმიერ მოქმედებას, ნუ იქნებით ორიენტირებული შედეგზე, რომელიც შეიძლება არც იმდენად წარმატებული იყოს. ყურადღება გაამახვილეთ იმ კარგ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც ბავშვი შეუდგა საქმის კეთებას. მაშინაც კი, თუ საქმე გაფუჭდა, თქვენ შეძლებთ, რომ ნებისმიერ სიტუაციებში იპოვოთ დადებითი მომენტები: მშობლების მიერ წარმოთქმული მოწონების, შექების გამომხატველი სიტყვები განამტკიცებენ ბავშვში საკუთარი საქციელის, მოქმედებების მართებულებას. სწორედ ამგვარად აცნობიერებს ბავშვი, თუ რა არის "კარგი" და რა არის "ცუდი".

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კეთილი, თბილი სიტყვა ამაღლებს ბავშვის თვითშეფასებას. მის ცხოვრებაში იბადება ძალიან მნიშვნელოვანი განცდა - საკუთარი დანიშნულებისა და მნიშვნელოვნების. პატარა, რომელსაც ნაკლებად აქებენ, უფრო მეტად არის მიდრეკილი იქითკენ, რომ ეჭვი შეიტანოს საკუთარ ძალებში და ხშირად განიცდის შიშს წარუმატებლობების მიმართ. ქება, წახალისება აყალიბებს ბავშვის მოტივაციას. თუ მშობლები ეუბნებიან პატარას: "ასე გააგრძელე!" - მაშინ მისთვის გასაგები ხდება, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, სწორი მიმართულებით მიდის. ზოგჯერ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, თანადგომა და დაიმედება, რომ ეს მისთვის ადვილი გასაკეთებელია, ეს მას შეუძლია. მოწონება ეხმარება ბავშვს ეჭვების გაფანტვაში. იმაში, რომ მთელი ძალები შედეგის მისაღწევად მიმართოს. კეთილი სიტყვების შემდეგ უფრო პოზიტიურად აღიქმება ნებისმიერი რჩევა, რომელიც უფროსებისგან მოდის.

  • რა არ უნდა გააკეთოს დედამ?

  1. არ გინდათ ზიანი მიაყენოთ თქვენს პატარას? - ნურასოდეს შეაქებთ მას დაუმსახურებლად. შეაქეთ მხოლოდ შრომისთვის, ძალისხმევისა და კეთილი განზრახვისათვის და არა გარეგნული მონაცემების თუ უნარ-ჩვევებისთვის. პატარა ადამიანი, რომელსაც ტყუილად აქებენ, სწრაფად ეჩვევა ამას და კარგავს მოთხოვნილებას, რაიმეს ეცადოს, მოინდომოს. ერთხელაც, როცა არ დაიმსახურებს გარშემო მყოფთა შექებას, შეიძლება წყენა ჩაიდოს გულში. უსამართლობის განცდამ შეიძლება ჩამოუყალიბოს ისეთი თვისებები, როგორიცაა იოლი განაწყენება და სხვისი წარმატებისადმი შური.
  2. ნუ შეადარებთ თქვენს ბავშვს სხვა პატარებს: "მე დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ ისევე კარგად გააკეთო, როგორც გიორგიმ, თუ მოინდომებ!" რამდენად ხშირად გაგვიგონია ჩვენ თვითონ ასეთი სიტყვები ბავშვობაში, რომ ვიღაც დეიდას ჰყავს უფრო ჭკვიანი და უკეთესი ბავშვი! ჩვენი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ასეთი მეთოდით გვაიძუ-ლებდნენ, "მოწინავეთა" რიგებისკენ გადაგვენაცვლა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ასეთი შედარებები ნაკლებად გვეხმარება. ორმაგად საზიანოა, როცა ბავშვს მაგალითად უყენებენ ვინმეს, ვისაც რაღაც უკეთ გამოსდის. ასეთი შედარება აუფა-სურებს ყველა მცდელობას და უქვეითებს ბავშვს მოქმედების სურვილსა და მოთხოვნილებას. გარდა ამისა, მსგავსი მეტოქეობა ხშირად არაჯანსაღ დაპირისპირებას იწვევს.
  3. მავნებელია ძალიან ხშირი შექება, განსაკუთრებით ისეთი საქმეებისათვის, რომელთა შესრულებაც უკვე სავალდებულოა ბავშვისთვის ასაკის გამო. "გაასწორე საწოლი? თვითონ გაიხადე?" ჩვეულებრივი მოვალეობის შესრულებას ბავშვი ისე აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას და ეჩვევა ყველაფრის საჩვენებლად კეთებას. წახალისებით უნდა აღინიშნოს არა შემთხვევითი წარმატება, არამედ მიღწევა, რომელსაც განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება.
  • და ბოლოს:

დაიმახსოვრეთ, რომ სწორი შექება ყოველთვის ეხება არა პიროვნებას მთლიანად, არამედ კონკრეტულ ქმედებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შევაქოთ თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები