ჩვენი წიგნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენი წიგნი

სახალისო სამუშაოა. შეიძლება, ზოგიერთი გაკვირვებულიც დარჩეს - მიზანი არცთუ მარტივი და თანაც უცნაურია! მათ საყურადღებოდ ვიტყვით, რომ თვითნაკეთი წიგნი მართლაც საინტერესო სიახლეა. მისი შექმნა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. საკმარისია გვერდები, ყდა, მათი შეერთება, შინაარსი, ტექსტის დაწერა და რამდენიმე ილუსტრაცია.

გვაქვს იდეა!

მოდი, ვისაუბროთ იმაზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი საინტერესო იდეის ხორცშესხმის პროცესში. უპირველესად, აუცილებელია წიგნის საფუძველი. საამისოდ მრავალი ვარიანტი არსებობს.

ვარიანტი პირველი - საფუძვლად გამოდგება რვეული, ბლოკნოტი ან სახატავი ალბომი. არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, რა ფორმატის წიგნი გვინდა გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ყდისა და ფურცლების გაფორმება, მათზე ტექსტისა და სურათების მოთავსება.

ვარიანტი მეორე - ცალკე უნდა მოვამზადოთ საჭირო რაოდენობის გვერდი, მერე კი მოვათავსოთ ისინი ყდაში (ალბომში) ან საქაღალდეში გამჭვირვალე ფაილებით. ამ ვარიანტის ღირსება ისაა, რომ ფაილებში მოთავსებული ფურცლები არ დაისვრება და არ დაიხევა, უფრო მეტხანს შეინახება.

ვარიანტი მესამე - საჭირო ზომისა და ფორმის ფურცლები და ყდა შეიძლება გამოვჭრათ მუყაოსაგან. ეს ვარიანტი უფრო მეტ დროსა და მასალას მოითხოვს, მაგრამ წიგნი უფრო ლამაზი და ორიგინალური იქნება. შეიძლება სპეციალური სქელი ფერადი ფურცლების შეძენაც. ფურცლების ფორმაც ჩვენსავე ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგვიძლია შევქმნათ არა მარტო კვადრატის ან ნახევარწრის, არამედ პატარა სახლის, მანქანის, რომელიმე ცხოველის ფორმის წიგნი. რასაკვირველია, ფორმა წიგნის შინაარსს უნდა ესადაგებოდეს.

მზა ფურცლები შეიძლება გავხვრიტოთ და ლამაზი ლენტით ან სპეციალური რგოლებით შევკრათ. შეიძლება, თითოეულ ფურცელზე ფერადი ფურცლებით შევასრულოთ აპლიკაცია. ჯობს, ავირჩიოთ ნაზი ფერები, რათა ტექსტის წაკითხვა არ გაგვიჭირდეს. შეიძლება ფურცლების გაფორმება აკვარელით. როცა წიგნის საფუძველს მოვამზადებთ, შინაარსზე დაფიქრების დროც მოვა.

რაზე დავწეროთ?

ასეთ წიგნს საკუთარი სიამოვნებისათვის ვაკეთებთ. შესაბამისად, შინაარსიც ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული.

საოჯახო ქრონიკა - შეიძლება, წიგნის თითოეული გვერდი ოჯახის თითოეულ წევრს დაეთმოს. პირველ გვერდზე შეიძლება იყოს ოჯახური პორტრეტი, ბოლოზე - გენეალოგიური ხე. ფურცლებზე შეიძლება მოთავსდეს ბავშვების ნახატები, დაიწეროს პატარა მოთხრობები მათ შესახებ.

ასევე შეიძლება შეიქმნას წიგნი მეგობრების შესახებ.

მინიენციკლოპედია - წიგნი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვებისათვის საინტერესო საკითხებზე. მაგალითად, შეიძლება დავწეროთ დინოზავრების, ძაღლების, მანქანების, მცენარეების შესახებ. ყოველ გვერდზე უნდა იყოს ილუსტრაცია და მოკლე ჩანაწერი. ასეთი წიგნის შესაქმნელად ბავშვს მოუწევს შრომა - ინფორმაციის მოძიება, მთავარი და საინტერესო საკითხების გამოყოფა, საკუთარი ტექსტის შედგენა. რასაკვირველია, დასჭირდება უფროსების დახმარებაც. ეს ძალიან სასარგებლო იქნება - ბავშვი ცოდნასაც გაიმდიდრებს და ინფორმაციის წყაროსთან მუშაობის ჩვევებსაც შეიძენს, რაც ძალიან გამოადგება მომავალში.

მხატვრული ლიტერატურა - საკუთარ წიგნში შეიძლება მოვათავსოთ საყვარელი ზღაპარი ან მოთხრობა. საკმარისია მისი ნაწილებად დაყოფა და ფურცლებზე გადატანა. საკუთარი ნაწარმოები - ეს კიდევ ერთი ვარიანტია. მართლაც, რა სჯობია იმას, თუ წიგნში ბავშვის მიერ შეთხზული მოთხრობა, ლექსი ან ზღაპარი ჩაიწერება.

ვიწყებთ წერას!

მაშ ასე, თემა შერჩეულია, ტექსტიც - შედგენილი. ჯობია, ის თავდაპირველად შავად დავწეროთ, რომ შეცდომების გასწორებისას წიგნის იერი არ შეილახოს. უფრო მიმზიდველია ხელნაწერი ტექსტი. ის ფანტაზიის საშუალებასაც გაძლევთ - შეგიძლიათ, ასოები გააფორმოთ. თუ ბავშვმა უკვე იცის წერა-კითხვა, ურიგო არ იქნება, ტექსტი თვითონვე დაწეროს. რასაკვირველია, თქვენი დახმარებით.

ამ მეთოდით შესრულებული წიგნი საუკეთესო სუვენირი იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება კომპიუტერის შესაძლებლობებიც გამოვიყენოთ - ჩვენ მიერ შერჩეული შრიფტით შესრულებული ტექსტი გამოვჭრათ და ფურცლებზე დავაწებოთ.

რა დავხატოთ?

წიგნის დასურათება ყველაზე საინტერესო მომენტია. ის არა მარტო ფანტაზიას აძლევს გასაქანს, არამედ ბავშვს სხვა თვალითაც დაანახვებს წიგნს. ბავშვი გაიგებს, რას ნიშნავს “ფორზაცი”, “მთავრული ასო”, “ილუსტრაცია”. თუ საყვარელ ზღაპარს ასურათებთ, კარგი იქნება, წინასწარ გაეცნოთ სხვადასხვა ილუსტრატორის ნამუშევრებს, შეადაროთ მათი სტილი, მანერა, ფერები.

ილუსტრაციის ხერხები

წიგნის ილუსტრირება სხვადასხვა ხერხითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ:

  • დახატოთ სურათი აკვარელით ან ფანქრით.
  • შეასრულოთ აპლიკაცია - ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ არა მარტო ქაღალდი, არამედ ქსოვილი, გამხმარი ფოთლებიც.
  • ძველი ჟურნალიდან ამოჭრათ შესაფერისი ნახატი.

წიგნის გაფორმება არ არის მხოლოდ ტექსტის ილუსტრირება - შეიძლება, ფურცლები შევამკოთ ჩარჩოებით, ორნამენტებით, მთავრული ასოებით.