უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია
- მათ შორის, ასოების წერას, შეკრებას, გამოკლებას, უცხო ენებს...
კერძო ბაღების დიდ ნაწილში სკოლამდელი ასაკის ბავშვები სწავლობენ შეკრება-გამოკლებას, ასოების წერასა და კითხვას, ისტორიას, ჭადრაკს, ინგლისურ და რუსულ ენებს.
რამდენად სწორია, დავტვირთოთ ბავშვი სხვადასხვა საგნით სკოლამდე და რა უნდა იცოდეს ბავშვმა 5-6 წლის ასაკში, AMBEBI.GE ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილს ესაუბრა.
"წინასწარ ნასწავლი მასალით მშობლები პირველ კლასში სწავლის მოტივაციას უკარგავენ ბავშვს. ამასთან, ბავშვებს არათანაბარი ცოდნა აქვთ - ზოგი დადის პრესქულში, ზოგი არა, ზოგმა იცის კითხვა, ზოგმა არა და ამიტომ, მოტივაციის ამაღლება ძალიან სჭირს მათთვის, ვისაც უკვე ყველაფერი ნასწავლი აქვს. ის, ფაქტობრივად, იმავე მასალას გადის" - ამბობს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, არსებობს უამრავი წინასასკოლო აქტივობა, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხელის ნატიფი მოძრაობების გასავითარებლად - ხაზების გავლება, მონახაზების შესრულება და არა ასოების წერა. განაგრძეთ კითხვა