ბუნებრივი თამაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუნებრივი თამაში

ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობა, მათ შორის - ქვიშით თამაში, ბავშვს სხვადასხვაგვარ ტაქტილურ შეგრძნებას ჰგვრის, ეხმარება გარე სამყაროს მრავალფეროვნების გაგებაში, ასწავლის საგნებისა და ნივთიერებების გარჩევას თვისებების მიხედვით. ზაფხულის დღეები ნაყოფიერად რომ გავატაროთ, მოდი, გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო თამაში.

1  - ჩასხმა-გადასხმა. ჩაასხით ჭიქაში წყალი, მიეცით ბავშვს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი და აჩვენეთ, როგორ შეიძლება გადავასხათ წყალი ერთი ჭურჭლიდან მეორეში. რასაკვირველია, ჭურჭელი პლასტიკისა უნდა იყოს და არა მინისა. პატარას ყურადღება მიაქცევინეთ, რომ შეუძლებელია, დიდი ჭურჭლის შიგთავსი პატარაში ჩავატიოთ, ხოლო პირიქით - ძალიან ადვილია; იოლია წყლის ჩასხმა ფართოყელიან ჭურჭელში, ვიწროყელიანში კი ძალიან გაგვიჭირდება.

2  - თევზაობა: აიღეთ 5-7 ცალი მომცრო რეზინის სათამაშო და წყლით სავსე დიდ ჭურჭელში მოათავსეთ. შესთავაზეთ ბავშვს სათამაშოების დაჭერა პატარა ბადით და სხვა ჭურჭელში გადატანა.

3  - არაჩვეულებრივი ნახატი. თუ პატარა ჭურჭელში გუაშს ან თითებით ხატვისთვის განკუთვნილ საღებავს ჩავასხამთ და შიგ რამდენიმე კენჭს ჩავაგდებთ, მალე ლამაზი, ფერადი კენჭები გვექნება. შეიძლება, ისინი გამჭვირვალე კოლოფში ჩავყაროთ და ვაჩხაკუნოთ, ანდა, ჯერ კიდევ სველი, ჩავაწყოთ ყუთში, რომლის კედლებზეც თეთრი ქაღალდია მიმაგრებული, ყუთი გავაქან-გამოვაქანოთ და თეთრ ფურცელზე უცნაური ნაირფერი ნახატი გამოვსახოთ.

4  - ბუყბუყი. ჩაასხით ჭიქაში წყალი, ჩადეთ შიგ კოქტეილის ჩხირი და შესთავაზეთ პატარას, ჩაბეროს. მიღებული ხმიანობა ბავშვს ნამდვილად გაართობს.

5  - თაიგული. ერთად გააკეთეთ თაიგული. ჩაასხით ლარნაკში წყალი. ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ, რომ ლარნაკში ყვავილებს განსაზღვრული რაოდენობის წყალი სჭირდება. თითოეულ ყვავილს ღეროს ვუმოკლებთ, ქვედა ფოთლებს ვაცლით და ლარნაკში ვდებთ. ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ეს სამუშაო თავადაც შეასრულოს. ნუ მისცემთ შენიშვნას, თუ ღერო მეტისმეტად დაამოკლა - ეს სულაც არ არის კატასტროფა.

6  - პატარა მკვლევარი. ჩაასხით ჭიქებში წყალი და თითოეულ მათგანში გახსენით რაიმე ნივთიერება - შაქარი, მარილი, თაფლი, მურაბა, ყავა, სახამებელი, ჩაყარეთ ბრინჯი, წიწიბურა... ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ, რომ სახამებლის გახსნისას წყალი იმღვრევა, შაქარი უკვალოდ ქრება, ზეთი კი სულაც არ იხსნება და წყლის ზედაპირზე გროვდება. მიეცით ბავშვს საშუალება, ცდები თავად ჩაატაროს.

7  - ხატვა წყლით. დაასველეთ ქაღალდი წყლით. წყლით გააზავეთ საღებავებიც. შემდეგ ღრუბელი ან ბამბა საღებავში ჩააწეთ და პატარას შესთავაზეთ, საღებავი სველ ქაღალდს დააწვეთოს. შეიძლება რამდენიმე ფერის წვეთების შერევაც. წვეთები სველ ქაღალდზე სხვადასხვაგვარ გამოსახულებას შექმნის.

8  - სიჩუმეში. ამ თამაშის დროს ბავშვი საკუთარი თავის ფლობას სწავლობს. სიჩუმეში პატარები იმ ბგერებს უგდებენ ყურს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ აქცევენ ყურადღებას. ეს შეიძლება იყოს საათის წიკწიკი, ჩიტების ჭიკჭიკი, წვიმის ხმა, ფოთლების შრიალი...… ხმიანობა შეიძლება თავადვე შევქმნათ - დავრეკოთ ზარი, ვაჩხრიალოთ კაკალი... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ არის სასარგებლო, როცა პატარა ხმიანობის მოსმენით კმაყოფილია.

9  - ქაფი. აჩვენეთ ბავშვს, რომ ღრუბელზე რამდენიმე წვეთი შამპუნის დასხმით შეიძლება ქაფი მიიღოთ. ქაფიანი წყალი ჭურჭელში მოაგროვეთ, შემდეგ ქაფი სითხეს მოაცილეთ. შეგიძლიათ, ხატოთ კიდეც ქაფით.

10  - წყლის ტვირთვა. ჯამში ჩაასხით ცოტა წყალი და გვერდით ისეთივე, ოღონდ ცარიელი ჯამი მიუდგით. ღრუბლით წყალი ერთი ჯამიდან მეორეში გადაიტანეთ. მნიშვნელოვანია, რომ სითხე ღრუბლიდან არ წვეთავდეს და მეორე ჯამში ღრუბელი მთლიანად იწურებოდეს. თუ რამდენიმე წვეთი მაინც დაგივარდათ, ბავშვს უჩვენეთ, როგორ შეიძლება ღრუბლის მეშვეობით მათი "გაქრობა", აუხსენით, რომ ასეთი წვეთი მაგიდის საწმენდითაც შეიძლება "გააქროთ".

11  - მოცურავე. შესთავაზეთ ბავშვს გაიგოს, რომელმა სათამაშომ "იცის" ცურვა. ამისთვის აიღეთ წყლით სავსე ჭურჭელი და შიგ მონაცვლეობით მოათავსეთ პლასტმასის ფიგურები, ხის კუბები, გირჩები, ლითონის საგნები. ამოარჩიეთ ისეთები, რომლებიც არ "იძირება".

12  - წყლის სიმღერა. აჩვენეთ ბავშვს, რომ წყალი შეიძლება სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემდეს. სხვადასხვაგვარ ჭურჭელში წყალი სხვადასხვა ნაკადით ჩაასხით და მოუსმინეთ ხმას.

13  - ტყუპი ქვა. სეირნობისას მოძებნეთ ორი ერთნაირი ქვა. ერთ-ერთი მათგანი ბავშვს დეტალურად აღუწერეთ, ესაუბრეთ მისი ფერის, ფორმის, ზომის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში ბავშვი ქვას ათვალიერებს. ახლა მას მეორე, ისეთივე ქვა მიეცით და უთხარით, რომ ორივე ქვა ერთნაირია, სთხოვეთ, თავად იპოვოს მსგავსება. ახლა ბავშვს განსხვავებული ქვაც აჩვენეთ.

14  - ჯადოსნური ცხვირსახოცი. უბრალო ცხვირსახოცის მეშვეობით ბავშვს შეიძლება ნამდვილი ფოკუსი აჩვენოთ. წყლის ზედაპირზე გაშალეთ წინასწარ დასველებული ცხვირსახოცი - ის იცურებს, არ ჩაიძირება.

15  - სათამაშო ქვები. აიღეთ ერთი ქვა თქვენ, მეორე კი ბავშვს მიეცით. თქვენ ქვით მარტივ ქმედებებს ასრულებთ, ბავშვს კი მათ გამეორებას სთხოვთ. თავდაპირველად საკმარისია ქვის თითებით აღება, მუჭში მოქცევა, ხელისგულით დამალვა. ქმედებები შეიძლება თანდათან გაართულოთ. თუ ზღვის ან მდინარის ნაპირას იმყოფებით, შეიძლება ქვები წყალში ჩაუშვათ.

16  - დახარისხება. შეაგროვეთ მომცრო საგნები  (ღილები, კენჭები, ჩხირები, მონეტები) და ყუთში ჩააწყვეთ. შემდეგ დაიწყეთ მათი დახარისხება ბავშვის თვალწინ. მიეცით პატარას საშუალება, თავად გადაარჩიოს ყველაზე დიდი და პატარა, მსგავსი ან მკვეთრად განსხვავებული საგნები.

17  - განძის მაძიებელნი. თუ ზღვის სანაპიროზე იმყოფებით, აიღეთ საცერი და ქვიშის გაცრას შეუდექით. უამრავ საინტერესო კენჭს თუ ნიჟარას იპოვით. თუ ქვიშაში "განძი" არ აღმოჩნდა, შეიძლება თავად ჩაყაროთ შიგ კენჭები, პატარა სათამაშოები, ღილები და დატკბეთ თქვენი შვილის კმაყოფილი სახით "განძის" აღმოჩენისას.

18  - "სახლები". აიღეთ კანფეტების ნაკრების კოლოფი და თითოეულ ჩაღრმავებაში თითო კენჭს მიუჩინეთ ადგილი. პატარა ბავშვს ამ დავალების შესრულება თავდაპირველად გაუჭირდება, მაგრამ მალე ადვილად მოათავსებს ყველა კენჭს "სახლში".

19  - ქვიშის სურათები. აიღეთ მუყაო ან ძველი ლანგარი. ქვიშა ძაბრში ჩაყარეთ ან უბრალოდ ხელში მოაგროვეთ და "ხატვა" დაიწყეთ. მალე ლამაზ ორნამენტებს შექმნით.

20  - ქვის გზები. ქვებისგან გააკეთეთ გზები - მიეცით პატარას განსაზღვრული რაოდენობის კენჭი და სთხოვეთ, გარკვეულ მანძილზე სიმეტრიულად გაანაწილოს.