/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

სახალისო მეტეოროლოგია

სახალისო მეტეოროლოგია
რით გავართოთ ბავშვი ცუდ ამინდში? რა თქმა უნდა, ტელევიზორის ყურება დიდი ვერაფერი გართობაა... "ქრონიკული წვიმა ბალახს თუ გაახარებს, ადამიანს კი მხოლოდ გუნებას უფუჭებს", -

ასეთია ტიპური შეხედულება ცუდ ამინდზე.

მოდი, ბუნების მოვლენებს მეცნიერული კუთხით შევხედოთ. ამ პოზიციიდან წვიმა არა მოწყენილობა, არამედ ატმოსფერული ნალექია, თქვენ და თქვენი შვილები კი - არა ამინდის მსხვერპლნი, არამედ ნორჩი მკვლევარ-მეტეოროლოგები. ახლა თქვენ ცუდ ამინდს აკვირდებით და შეისწავლით. როგორ? მცირე ზომის უბრალო ხელსაწყოების გამოყენებით! თავდაპირველად გამოყავით ადგილი, სადაც პატარა მეტეოროლოგიურ სადგურს მოაწყობს.

მართალია, კლასიკური მეტეოროლოგიური მოედნის ზომა 10X10მ-ია, მაგრამ ჩვენ გაცილებით ნაკლები ფართობიც გვეყოფა. მოედანზე უნდა იყოს ფლუგერი, თერმომეტრი, მზის საათი, ნალექის საზომი ხელსაწყო.

ფლუგერი, რომელიც ქარის მიმართულების დასადგენად გამოიყენება, უძრავი და მოძრავი ნაწილებისგან შედგება. უძრავი ნაწილი მიწაში მაგრდება, მოძრავი კი უძრავში. მისი გაკეთება ძალიან ადვილია, მაგრამ აუცილებლად დაგვჭირდება მამის დახმარება.

თერმომეტრი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, სპირტიანი, დაცული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ნალექის მზომი - აიღეთ ცილინდრული შუშის ქილა, მიამაგრეთ სახაზავი და დადგით თაროზე. წვიმის შემდეგ დაგროვილი წყლის სიმაღლე ნალექის რაოდენობას გვიჩვენებს.

მზის საათი - მისი სიზუსტისთვის უნდა ვიცოდეთ, რომელ განედზე მდებარეობს ჩვენი საცხოვრებელი ადგილი. ამის შემდეგ უნდა შევარჩიოთ სწორი, ჰორიზონტის პარალელური არე. მერე კი მართკუთხა სამკუთხედის შექმნა მოგვიწევს. ამ სამკუთხედის ერთი კუთხე ჩვენი განედის ტოლი უნდა იყოს. სამკუთხედი საათის ციფერბლატის პერპენდიკულარულად მაგრდება, ისე, რომ ჰიპოტენუზა მსოფლიო პოლუსისკენ იყოს მიმართული.

საათის ისრის ფუნქციას შეასრულებს ჩრდილი, რომელიც ზედაპირს დაეცემა. მზის საათის მეშვეობით ბავშვს ნათელი წარმოდგენა შეექმნება ცაზე მზის მოძრაობასა და დროზე.

ფსიქრომეტრი ტენიანობის საზომი ხელსაწყოა. ის თავადაც შეგიძლიათ შექმნათ. ფიცარზე ორი თერმომეტრი დაამაგრეთ. ერთმა ჩვეულებრივი ტემპერატურა უნდა გვიჩვენოს, ხოლო მეორის ქვეშ წყლით სავსე პატარა ჭურჭელი მოათავსეთ. ნაჭრისგან დაახლოებით 20 სანტიმეტრი სიგრძის ფითილი დაამზადეთ. ცალი ბოლო წყლიან ჭურჭელში ჩააყოფინეთ, ხოლო მეორე თერმომეტრს შემოახვიეთ. თუ ჰაერის ტენიანობა მაღალია, ორივე თერმომეტრის ჩვენება თითქმის ერთნაირი იქნება. რაც უფრო მშრალია ჰაერი, მით მეტია ჩვენებათა სხვაობა. ამ სტადიაზე თავისუფლად შეგვიძლია შევჩერდეთ - ეს ინფორმაცია საკმარისია, რომ ბავშვს ტენიანობაზე წარმოდგენა შეექმნას. ჰაერის ზუსტი ტენიანობის დასადგენად კი აუცილებელია ფსიქრომეტრიული ცხრილი. თქვენ მიერ დამზადებული ფსიქრომეტრის ჩვენება ზუსტი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ გამორიცხულია ჰაერის ნაკადის მოძრაობა ანუ ხელსაწყო ჩაკეტილ ოთახშია მოთავსებული. ეს ნაკლი არ აქვს თმიან ჰიგრომეტრს. მის ჩვენებაზე ქარი და ჰაერის ნაკადი არ მოქმედებს.

ახლა ისღა დაგვრჩენია, ჩვენ მიერ დამზადებულ ხელსაწყოთა ჩვენებები ყოველდღიურად შევამოწმოთ და სპეციალურ დაფაზე ან დღიურში ჩავიწეროთ.

დაკვირვებათა დღიური

ოცი-ოცდაათი წლის წინათ ასეთი დღიურის წარმოება ყველა მოსწავლეს ევალებოდა. შესაძლოა, ზოგიერთ ოჯახში ამ პირველი "სამეცნიერო" დაკვირვებებისა და ინდივიდუალური შემოქმედების ნიმუშები დღემდე იყოს შემონახული. რას ნახავთ იქ? ამინდზე დაკვირვების შედეგებს, ნახატებს, პატარა კომენტარებს, გამოცანებსა და ლექსებს...

საერთო ჯამში, თუ შემსრულებლის ასაკს გავითვალისწინებთ, ასეთი დოკუმენტი საკურსო ან სადიპლომო ნაშრომს არ ჩამოუვარდება. მასში არის თეორიული ნაწილიც, დამოუკიდებელი დაკვირვებებიც, გრაფიკული ნამუშევრებიც და დასკვნებიც. ასეთი დღიური შეიძლება მაღაზიაში ვერ შეიძინოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთოთ საკუთარი ხელით, რათა მომავალ თაობებს შემოუნახოთ. წარმოიდგინეთ თქვენი შვილის გაოცება, როცა თქვენ მიერ შევსებულ დღიურს გადაშლის!

ღრუბლების მბრძანებელი

ამინდსა და კლიმატზე დაკვირვებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ცუდი ამინდის მომასწავებელ ნიშნებს. ასეთი დაკვირვება ბავშვს ფაქტების ანალიზისა და მათზე დაყრდნობით პროგნოზირების უნარს გამოუმუშავებს.

ცუდი ამინდის მომასწავებელი ნიშნები:

  • ქარი საღამოს კი არ წყნარდება, არამედ ძლიერდება;
  • მზე ღრუბლების სქელი ფენის ქვეშ ჩადის;
  • ჩიტები მიწასთან ახლოს ფრენენ;
  • კვამლი დაბლა იწევს;
  • დილით ცაზე ღრუბლები ჩნდება;
  • ყვავილები ფურცლებს "ხუჭავენ".

კარგი ამინდის ნიშნები:

  • ცუდი ამინდის შემდეგ საღამოს მზე გამოანათებს, მზის ჩასვლისას ღრუბლები არ ჩანს;
  • საღამოს ნისლი ჩნდება, მაგრამ დილით იფანტება;
  • დილით გაჩენილი ღრუბლები თანდათან იფანტება;
  • ჩიტები ზემოთ ფრენენ;
  • კვამლი ზემოთ მიდის;
  • დილა ნათელია;
  • მზის ჩასვლის დროს დასავლეთით ცა ნათელია.

ამინდზე დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სასარგებლო და გასართობი საქმიანობაა. საკმარისია, ცას შეხედოთ და განუმეორებელ დეკორაციას დაინახავთ. ჩვენ კი სამყაროს ყოველდღიური სპექტაკლების დამკვირვებლებიც ვართ და მონაწილეებიც. რა წარმატებითაც ვასწავლით შვილებს, დააკვირდნენ ბუნებას, არ დააზიანონ მისი ნატიფი დეკორაციები, იმდენადვე გულისხმიერნი იქნებიან ისინი მომავალში ჩვენი პლანეტის მიმართ და ეცდებიან, ის უვნებლად შეინარჩუნონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სახალისო მეტეოროლოგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები