რატომ არის აუცილებელი მზის სინათლე
მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ შრომისა და შემოქმედებისათვის!
გონებრივი სამუშაოთი დაკავებულებმა უმჯობესია სამუშაო კუთხე ფანჯარასთან ახლოს მოიწყონ. მზის სხივები სამუშაოს უკეთ და სწრაფად შესრულებაში გვეხმარება.
მზის სხივები ადამიანის ორგანიზმისათვის ენერგიის უნივერსალური წყაროა. ის საოცრებებს ახდენს ორგანიზმში. მზის სინათლის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება უამრავი სასარგებლო და ქსოვილთა ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერება. ყველამ იცის, რომ მზის სხივების წყალობით კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც D ვიტამინის შემცველობას ზრდის.
არაფერია იმაზე სასარგებლო, ვიდრე გაღვიძებისთანავე მზის კაშკაშა სხივებში ჩაძირვა. ისინი არა მხოლოდ სითბოთი და ენერგიით ავსებს ადამიანის ორგანიზმს, არამედ ეხმარება მას გამოღვიძებასა და შრომით მზადყოფნაში, ჩუქნის უამრავ პოზიტიურ ემოციას.
მზის სინათლით გაჯერება გვმუხტავს ენერგიით, გვიმაღლებს გუნება-განწყობას, გვმატებს სასიცოცხლო ძალებს. საუკეთესოა სამუშაოს დაწყებამდე რამდენიმე წუთით გასეირნება, უარყოფით ემოციებთან და ფიქრებთან განშორება, რასაც მზის სითბოსა და სხივებში ბოლომდე „ჩაძირვა“ ეხმარება.
თინათინ გოცაძე