/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მთავარია, გავიგოთ!

მთავარია, გავიგოთ!
ცოტა ხნის წინ მორჩილი და დამჯერი ბავშვი თითქოს ვიღაცამ შეცვალა... ნეტავ რა მოხდა? არცთუ იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდა დედას, რომელიც წუხს:

"ასე მგონია, ჩემი შვილი დამცინის! ვთხოვ, ჩაიცვას, რომ სასეირნოდ წავიდეთ, მაგრამ უარზეა; თუ მაინც დავიყოლიე და სასეირნოდ წავედით, კმაყოფილია, მაგრამ შინ დაბრუნების დრო რომ დადგება, ისეთ კონცერტს მართავს, სირცხვილით ვიწვი. დავბრუნდებით შინ და მისი პროტესტი თავიდან იწყება: უარს ამბობს ხელების დაბანაზე, ჭამაზე... მალე მეც მღალატობს მოთმინება და გაბრაზებული ვეუბნები: "თუ არ გინდა, იყავი მშიერი!" გავა ორიოდე წუთი და ბავშვი მშვიდად ითხოვს ჭამას. თუ ამ დროს არ მცალია და ვეტყვი, ცოტა ხანს მოიცადე-მეთქი, ხმამაღლა ტირის!"

დედები, რომლებიც მსგავს ისტორიებს აღწერენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ ორ წლამდე პატარა ძალიან წყნარი, თვინიერი და დამყოლი იყო, თავს თავად ირთობდა, თავისით თამაშობდა. ახლა თითქოს თამაშსაც დაანება თავი, რადგან მთელ ძალას მშობლების მიმართ წინააღმდეგობაზე ხარჯავს... ახალი სათამაშოებიც კი აღარ აინტერესებს, ბებია-ბაბუასთან კიდევ უფრო უარესად იქცევა... იშვიათად ბიჭი მამასთან ერთად რჩება. უცნაურია, მაგრამ ამ დროს ის სამაგალითოდ იქცევა. მამას ძალიან უკვირს, რომ მის შვილს ხშირად კიცხავენ და მიაჩნია, რომ დედა და ბებია ბავშვს უბრალოდ ათამამებენ.

რა მოსდის პატარას?

მოდი, იმ დროს დავუბრუნდეთ, როცა ნანატრი პირმშო დაიბადა. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვის ყველა მოთხოვნა დაუყოვნებლივ სრულდება: როცა შია, აჭმევენ, ჩაისველებს - უცვლიან, მოიწყენს - ხელში აიყვანენ... მთელი ამ ხნის განმავლობაში პატარას სჯერა, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები მისი მოსამსახურენი არიან და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რით ასიამოვნონ ბავშვს. რა თქმა უნდა, პატარას ეს ძალიან მოსწონს. მერე ბავშვი ფეხს იდგამს და ირგვლივ არსებული საგნების შესწავლის სურვილიც უჩნდება. აი, აქ იჩენს თავს პირველი აკრძალვები: "არ შეიძლება!", "ხელი არ მოკიდო!", "დადე!" - გაისმის წამდაუწუმ. ბავშვი კი ისეა მოხიბლული თავისი აღმოჩენებით, რომ ამ აკრძალვებს ყურადღებასაც არ აქცევს. "თუ ეს არ შეიძლება, იმას ავიღებ, თუ აქ არ უნდა ავძვრე, იქ ავძვრები!" - ფიქრობს ის. გარესამყაროს კვლევის ამ ეტაპზე ბავშვს ერთი კითხვა ამოძრავებს: "ნეტავ ეს მომხიბლავი საგანი რა არის?" (ცხოვრების ამ პერიოდს მშობლები შემდგომ ასე იხსენებენ: "ადრე ადვილად ვართობდით, ყურადღება სხვა საგნებზე გადაგვქონდა, ახლა კი თუ რამე ამოიჩემა, აღარ სცილდება!").

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დგება, რომელსაც პირობითად შეიძლება ჩარჩოების დაწესების პერიოდი ვუწოდოთ. ის მას შემდეგ იწყება, რაც პატარა თავის სათამაშო ადგილს "გამოიკვლევს".

წლინახევრიდან ორ წლამდე, წესისამებრ, სურათი იცვლება. ამ დროს პატარას უკვე არაერთხელ აქვს გაგონილი სიტყვები "არ შეიძლება", იცის, რომ ქურას არ უნდა მიუახლოვდეს და თაროზე არ უნდა აძვრეს. ბავშვის გონებაში თანდათან მომწიფდება აზრი: "ამ სამყაროში ბევრი რამ არის ისეთი, ჩემთვის რომ არ არის განკუთვნილი; არის რაღაც, რაც მინდა, მაგრამ არ მომცემენ!" და ამას სავსებით ლოგიკური შეკითხვა მოსდევს: "ნეტავ რა არის ჩემთვის აკრძალული და რა - ნებადართული?" ამასთანავე, მხედველობის ველში ჩნდებიან შესწავლის ახალი ობიექტები - მშობლები და მთელი ოჯახი. მშობლების შესწავლა კი ამა თუ იმ საქციელზე მათი რეაქციის მიხედვით ხდება. სწორედ ამის ბრალია უეცარი უარი ჩაცმაზე, ჭამაზე, დაბანაზე...

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

მშობლებმა სწორად უნდა გაიგონ ბავშვის ქცევა. ის არც არავის დასცინის და არც არავის აბრაზებს განზრახ. მის ტვინში ამ დროს ზღუდეების დაწესების ფსიქოფიზიოლოგიური პროგრამა მუშაობს, რომელიც ყველა ძუძუმწოვრის ნაშიერთათვის საერთოა. პროგრამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარესამყაროსთან ბავშვის ადაპტაციისთვის.

ზღუდეების დაწესების გარეშე პატარა წინ ვერ წავა. აი, ამიტომ არის დაუშვებელი გაუგონარი ბავშვის დასჯა, ცემა, ყვირილი.

რჩევები

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომელთა შვილებსაც "ზღუდეების დაწესების" ეტაპი აქვთ?

  • შეკრიბეთ ოჯახის ყველა წევრი და აუხსენით, რა ხდება პატარას ცხოვრებაში.
  • შეთანხმდით, რის უფლებას მისცემთ ბავშვს და რას აუკრძალავთ, რათა თქვენი ქცევა კოორდინირებული იყოს.
  • ბავშვს მშვიდი და კეთილგანწყობილი ტონით აუხსენით, რა შეიძლება და რა - არა.
  • გახსოვდეთ, რომ ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და დეტალური ახსნა არ სჭირდება. მოვა დრო და კითხვას "რატომ?" ის თავად დასვამს.

ახლა შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის დასაწყისს. რატომ იქცეოდა პატარა ბიჭი მამასთან კარგად? როგორც ჩანს, მამა მკაფიოდ აწესებდა საზღვრებს და არც მათი დარღვევის ნებას აძლევდა. ასევეა საბავშვო ბაღშიც. ამიტომაც არის, რომ იქ პატარა დამჯერეა, ხოლო შინ დაბრუნებისას კვლავ პატარა ტერორისტად იქცევა.

გაითვალისწინეთ, ერთიანი, იდეალური საზღვრები არ არსებობს. ისინი ყველა ოჯახისთვის ინდივიდუალურია. ბავშვი ამ ქვეყანას ახლახან მოევლინა, მან არ იცის, რა შეიძლება და რა - არა. მოიკრიბეთ მოთმინება და გამოიჩინეთ თანამიმდევრულობა, რათა პატარა ამ ცხოვრებას შეაჩვიოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დამჯერი ბავშვი თითქოს ვიღაცამ შეცვალა... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები