აღზრდა რთული პროფესიული საქმიანობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეტალები, რომლებიც მთლიანს ქმნიან

მშობლების მსგავსი დამოკიდებულებისას ბავშვი იჯერებს, რომ სამყარო კეთილია, იქ შეიძლება ბედნიერად იცხოვრო. ბავშვს არ ეშინია სიცოცხლის, რისკის, ცვლილებების. სიყვარულისა და ბაზალური რწმენის გარეშე პატარას შიში უჩნდება, ეს კი თრგუნავს განვითარებისკენ სწრაფვას. პატივი ეცით ბავშვს მაშინაც კი, როცა მას ჯერ კიდევ არაფერი ესმის, ანგარიში გაუწიეთ მის სურვილებს.

თუ პატარას თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ამას მის ნაცვლად თქვენ ნუ გააკეთებთ. მიეცით საშუალება, აირჩიოს საჭმელი ან ტანსაცმელი. პატივი ეცით მის დამოუკიდებლობას, თუ ეს მისთვის სახიფათო არ არის. ნუ დათრგუნავთ ინიციატივას, რათა არ ჩაკლათ განვითარების სურვილი. საშინელებაა, როცა პატარა მშობლებზე დამოკიდებული იმის გამო ხდება, რომ ასე უფრო ადვილია. ეცადეთ, არ დათრგუნოთ ბავშვის სურვილი, თავი უფრო დიდად მოგაჩვენოთ, მიბაძოს უფროსებს. ეს ყველა პატარას სურს.

ბავშვის პოზიციიდან მოზრდილების საქმიანობა სულაც არ არის მოსაწყენი. `უფროსები საოცარი, რთული, საინტერესო ადამიანები არიან, მეც მინდა, მალე გავხდე "ასეთი", - ასე მსჯელობს პატარა ბავშვი. მან უნდა იცოდეს, რომ "დიდობა" კარგია, რათა თავადაც სურდეს გაზრდა. მიეცით ბავშვს საშუალება, თანდათან ჩაერთოს მოზრდილთა საქმიანობაში, შეაქეთ მისი ინიციატივა, მაგრამ ნუ აიძულებთ.

როცა ბავშვს აქვს საშუალება, რამე სასარგებლო აკეთოს, ეს ზრდის ოჯახში მის სტატუსს, ბადებს მისდამი პატივისცემას, თავად მასში - სხვაზე ზრუნვის მოთხოვნილებას, განვითარებისკენ სწრაფვას. მშობლებს თავად უნდა ჰქონდეთ სურვილი, მათი შვილი გაიზარდოს; უხაროდეთ მისი მიღწევები, არ ცდილობდნენ, ბავშვი ცხოვრებისგან "დაიცვან". ამავე დროს, ამ პროცესის დაჩქარება დაუშვებელია.

დაეხმარეთ პატარას, იმოძრაოს სწორი მიმართულებით, გამოასწორეთ მისი შეცდომები, არ მისცეთ შეცდომის უფლება რთული ზნეობრივი საკითხების გადაწყვეტისას. ეცადეთ, მისთვის ავტორიტეტი იყოთ - საამისოდ საკმარისია შვილის ჭეშმარიტი, არაეგოისტური სიყვარული და ხასიათის სიმტკიცე.

გახსოვდეთ: სიმტკიცე სულაც არ არის სიმკაცრისა და დესპოტიზმის სინონიმი. სამწუხაროდ, მშობლების გადაუჭრელი ფსიქოლოგიური პრობლემები ბავშვის ნორმალურ განვითარებას გამორიცხავს. მაგალითად, მშობლების სურვილი, ტოტალურად აკონტროლონ შვილი, ჩაახშონ მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, წესისამებრ, დედის ან მამის ბავშვობაში აღმოცენებული არასრულფასოვნების კომპლექსის შედეგია.

მოზრდილი ადამიანის თვითდამკვიდრება საკუთარი შვილის ხარჯზე, ბავშვის გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის, გაუცნობიერებელია და, შესაბამისად, ვერც კონტროლდება. ეს ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი - არც თეორიულად, არც პრაქტიკულად. თუ საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს მსგავსი ტენდენცია შეამჩნიეთ, ჯობს, ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. სულიერი პრობლემების გადაწყვეტაც შეიძლება, მართალია, ძნელია, მაგრამ შეიძლება. თუ პირადი პრობლემებისგან ვერ გათავისუფლდებით, თქვენგან არც კარგი აღმზრდელი გამოვა.

აღზრდა ხელოვნებაა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ორი ერთნაირი ბავშვი და ორი ერთნაირი მშობელი არ არსებობს. მხოლოდ საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომისას შეიძლება ჩამოყალიბდეთ ნამდვილ აღმზრდელად. ამავე დროს აღზრდა საკმაოდ რთული პროფესიული საქმიანობაა, რომელიც უნდა ისწავლოთ. აქ კი აუცილებელია განსაზღვრული ჩვევები და ცოდნა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაკი დედა შვილებს ზრდის, ესე იგი ეს ადვილია. არა, ეს რთულია. აუცილებელია ფიქრი, საკუთარი შვილის თავისებურებათა გაგება, ლიტერატურის კითხვა.

შესაძლოა, აღზრდა ადამიანის მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული სფეროც კი იყოს. შეუძლებელია, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულების გარეშე აქ წარმატებას მივაღწიოთ. აღზრდა ბავშვის დაბადებიდანვე იწყება. თუ ეს დაივიწყეთ, ნამდვილად დაიგვიანებთ...