/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მახვილი მზერა

მახვილი მზერა
ახალშობილის მხედველობის სისტემა სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად ვითარდება.

მხედველობის სისტემის ნორმალური ფუნქციის ჩამოყალიბებაში მრავალი ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიში შეიძლება დაგვეხმაროს. პატარას დაბადება მართლაც სასწაულია. ქალი, რომელსაც ეს ბედნიერება ხვდა წილად, მზადაა საათობით უცქიროს პირმშოს და მისი მშვენიერებით დატკბეს. რაოდენ დიდია პატარას საპასუხო მზერის დაჭერის სურვილი! თუმცა პაწია დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, სიფხიზლის პერიოდში კი მისი გამოხედვა რაღაც სხვანაირია. მხედველობითი აღქმის მექანიზმი ბავშვს ჯერ ჩამოუყალიბებელი აქვს. ის ბუნდოვნად ხედავს გარშემო არსებულ საგნებს, ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი, აღიქვას მათი ზომა, ფერი, ფორმა... შეიძლება თუ არა, ბავშვს მხედველობის სწრაფ განვითარებაში დავეხმაროთ? აღმოჩნდა, რომ მხედველობის განსავითარებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა საწყისი, თუ შეიძლება ითქვას, სასტარტო ღონისძიებები, რადგან დედაბუნებამ ისე დააწესა, რომ აღნიშნული ფუნქციის ჩამოყალიბება უმთავრესად სწორედ სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ხდება.

პირველი გალერეა

მაშ ასე, ბავშვი ქვეყნიერებას მოევლინა. რას ხედავს ის? პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ სინათლესა და სიბნელეს არჩევს ერთმანეთისგან, ცდილობს, თავი სინათლის წყაროსკენ მიაბრუნოს. საგნების კონტურებს ის ბუნდოვნად აღიქვამს, ისიც - მხოლოდ ახლო მანძილზე. თუმცა სიცოცხლის პირველ დღეებშივე ყალიბდება მხედველობითი კონცენტრირების უნარი. ეს არის ბავშვის ფსიქიკური და ემოციური სიჯანსაღის აუცილებელი პირობა. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვილის სიფხიზლის ხანმოკლე პერიოდები და პატარა თვალებს სათანადო ინფორმაცია მივაწოდოთ, ოღონდ ამისთვის აუცილებლად უნდა ვიცოდეთ განსაზღვრული ნიუანსები.

  • ახალშობილი უპირატესობას ანიჭებს მომრგვალო ან რკალისებრი ფორმის საგნებს. უცნაურია, მაგრამ რთული ფორმები მას არ იზიდავს.
  • ცალკეულ დეტალებს ბავშვი უფრო ადვილად არჩევს თეთრ და შავ ფონზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ავიღოთ თეთრი და შავი მოზრდილი ფურცლები - ისინი ფონად გამოგვადგება. ასეთივე ქაღალდისგან გამოვჭრათ სხვადასხვა ზომის ზოლები (უმცირესის სიგანე 1 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს) და შევქმნათ კონტრასტულ ფონზე სწორი, ტეხილი თუ ტალღოვანი ხაზები, სპირალები, ასოები, ციფრები, რომბები... პატარებს ძალიან მოსწონთ მხიარული სახე, ყვავილი, პეპელა, ფიფქი... თეთრი ფიგურები შეგიძლიათ შავ ფონზე დააწებოთ და პირიქით. ახლა, თუ თქვენს ქმნილებას ფერად ლენტსაც გაუყრით და დაკიდებთ, პირველი გალერეაც მზად იქნება. მსგავსი აპლიკაციებით შეგიძლიათ ბავშვის საწოლიც მორთოთ - ნამუშევრები საწოლის გვერდებზე და პატარას ფეხებთან ისე დაამაგრეთ, რომ მანძილი თვალებამდე 20-35 სანტიმეტრი იყოს. პატარა ამ "სურათებს" ზურგზე მწოლიარეც დაათვალიერებს და გვერდზე მწოლიარეც. კონტრასტული სურათები სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ, რათა სეირნობისას პატარა მუდმივად ათვალიერებდეს მათ. ვერნისაჟი ყოველ სამ დღეში ერთხელ ცვალეთ. თუ ახალი სურათების დასამზადებლად ვერ იცლით, შეგიძლიათ ძველებს შეუცვალოთ ადგილი. სიცოცხლის პირველივე კვირებიდან უნდა ასწავლოთ ბავშვს მზერის ფიქსირება უძრავ საგნებზე - სურათებზე ან სათამაშოებზე. პარალელურად უნდა განუვითაროთ მოძრავ საგნებზე დაკვირვების უნარიც, ამისთვის კი საჭიროა სისტემატური ვარჯიში და ამ ვარჯიშის მონაწილეთა მუდმივი ძალისხმევა. მაშ ასე, მეცადინეობა იწყება. პირველი სამი თვის პროგრამა ექვს ძირითად ვარჯიშს აერთიანებს. ყოველ მათგანს თავისი დრო აქვს, ვარჯიშების შესრულებისას კი განსაზღვრული წესების დაცვაა საჭირო:

  • ერთად "იმეცადინეთ" მხოლოდ მაშინ, როცა ორივენი კარგ გუნებაზე ხართ, მაგალითად, ჭამის შემდეგ.
  • გამოიყენეთ არა მარტო მზა, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშოებიც.
  • მეცადინეობა სისტემატური უნდა იყოს.

პატარა 7-14 დღისაა

ვარჯიში #1

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ვუყურებთ საგნებს, რომლებიც მოძრაობენ ზემოთ და ქვემოთ, მაღლა და დაბლა.

  • ამოცანა: ბავშვის მზერა მივაპყროთ მის თვალწინ მოძრავ საგანს.
  • პატარა წევს ზურგზე და დედას ვერ ხედავს. საამისოდ საგანი, რომელზეც მზერა უნდა დაფიქსირდეს, ნახევარი მეტრი სიგრძის ჯოხზე უნდა დამაგრდეს.
  • საგანი პატარას თვალებიდან 20-30 სანტიმეტრზე აამოძრავეთ. თუ ბავშვის ყურადღებას ვერ იპყრობთ, ეძებეთ წერტილი, რომლისკენაც აქვს მიპყრობილი მზერა. ამის შემდეგ საგანი ამოძრავეთ მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ და პირიქით, ასწიეთ და დაუშვით.

რჩევები:

  • ყოველი ვარჯიში 2-ჯერ მაინც გაიმეორეთ. თანდათანობით თამაშის ხანგრძლივობა 2-4 წუთამდე გაზარდეთ.
  • არ შეაჩეროთ საგანი, რადგან პატარას ყურადღება ძალიან ადვილად ეფანტება.
  • გაითვალისწინეთ, რომ პირველი "მეცადინეობები" წარმატებული ნამდვილად არ იქნება.
  • შედეგები: ბავშვი მზერას აფიქსირებს მოძრავ საგანზე.

პატარა 20 დღისაა

ვარჯიში #2

გავარჩიოთ სხვადასხვა ფერი. ცნობილია, რომ დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ ბავშვი უკვე არჩევს სხვადასხვა, გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავს ტონს, მაგალითად, წითელს, ყვითელს, ნარინჯისფერს.

  • ამოცანა: გავეცნოთ სინათლის სპექტრის ფერებს, რისთვისაც ბავშვის ყურადღება უნდა მივაპყროთ მოძრავ ფერად საგნებს.
  • ატრიბუტები: სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი) ქაღალდისგან დამზადებული პეპლები და ბაფთები, რომელთა ზომაც 7 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის.
  • პატარა წევს ზურგზე. სათამაშო უნდა დავკიდოთ 60-70 სანტიმეტრის მანძილზე.
  • ამოძრავეთ ფერადი საგანი ისე, რომ ბავშვის ყურადღება მიიპყროთ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბავშვი საგანს აღარ უყურებს, შეცვალეთ სხვა ფერის საგნით - ესე იგი, ერთი ფერი უკვე "ათვისებულია" და ახლა მეორის შესწავლაა საჭირო.

რჩევები:

  • მზიან ამინდში უმჯობესია მწვანე, ლურჯი, იისფერი ფერების დემონსტრირება, ხოლო წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდისთვის აირჩიეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი.
  • როცა "მეცადინეობას" დაამთავრებთ, ნუ შეინახავთ ფერად საგანს, მიეცით ბავშვს მისი თვალიერების საშუალება.
  • ბავშვებს ყველაზე მეტად წითელი და ნარინჯისფერი უყვართ. პატარები მას ტირილის დროსაც უცქერიან.

შედეგი: ბავშვი ახალ ფერს ხარბად უყურებს, თვალებს ფართოდ ახელს, ფერადი საგნისკენ ხელებს იწვდის, უფრო მეტხანს უცქერის, რაც იმის დასტურია, რომ პატარა ფერებს არჩევს.

პატარა 1 თვისაა

ვარჯიში #3

ვათვალიერებთ მაღლა დაკიდებულ სათამაშოებს. ამისთვის გამოგვადგება სხვადასხვა ფერის ჩხრიალა. ისინი ბავშვის ყურადღებას იპყრობენ ფერითაც და ხმითაც. წინასწარ მიეცით ბავშვს მათი დათვალიერებისა და შესწავლის საშუალება.

  • ამოცანა: ბავშვის ყურადღება მივაპყროთ მაღლა დაკიდებულ კაშკაშა ფერის საგნებს.
  • ატრიბუტები: ორ ლენტზე გირლანდასავით ასხმული ჩხრიალა სათამაშოები.
  • პატარა წევს ზურგზე, გირლანდები ორ იარუსად არის ჩამოკიდებული: ზემოთ - ახალი, ხოლო ქვემოთ - უკვე კარგად ნაცნობი სათამაშოები. გირლანდები ერთმანეთს ლამაზი ლენტით დაუკავშირეთ, ზედა გირლანდა ბავშვის სახეს 60 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული, ხოლო ქვედა - 20-ით.
  • დაელოდეთ, როდის შეეხება ბავშვი ქვედა გირლანდას, ხოლო შემდეგ ზედაც აამოძრავეთ.

რჩევა:

  • პერიოდულად ცვალეთ ზედა გირლანდა.

შედეგი: ბავშვი ერთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ათვალიერებს ახალ გირლანდას, ცდილობს მის ამოძრავებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მახვილი მზერა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მახვილი მზერა

მხედველობის სისტემის ნორმალური ფუნქციის ჩამოყალიბებაში მრავალი ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიში შეიძლება დაგვეხმაროს. პატარას დაბადება მართლაც სასწაულია. ქალი, რომელსაც ეს ბედნიერება ხვდა წილად, მზადაა საათობით უცქიროს პირმშოს და მისი მშვენიერებით დატკბეს. რაოდენ დიდია პატარას საპასუხო მზერის დაჭერის სურვილი! თუმცა პაწია დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, სიფხიზლის პერიოდში კი მისი გამოხედვა რაღაც სხვანაირია. მხედველობითი აღქმის მექანიზმი ბავშვს ჯერ ჩამოუყალიბებელი აქვს. ის ბუნდოვნად ხედავს გარშემო არსებულ საგნებს, ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი, აღიქვას მათი ზომა, ფერი, ფორმა... შეიძლება თუ არა, ბავშვს მხედველობის სწრაფ განვითარებაში დავეხმაროთ? აღმოჩნდა, რომ მხედველობის განსავითარებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა საწყისი, თუ შეიძლება ითქვას, სასტარტო ღონისძიებები, რადგან დედაბუნებამ ისე დააწესა, რომ აღნიშნული ფუნქციის ჩამოყალიბება უმთავრესად სწორედ სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ხდება.

პირველი გალერეა

მაშ ასე, ბავშვი ქვეყნიერებას მოევლინა. რას ხედავს ის? პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ სინათლესა და სიბნელეს არჩევს ერთმანეთისგან, ცდილობს, თავი სინათლის წყაროსკენ მიაბრუნოს. საგნების კონტურებს ის ბუნდოვნად აღიქვამს, ისიც - მხოლოდ ახლო მანძილზე. თუმცა სიცოცხლის პირველ დღეებშივე ყალიბდება მხედველობითი კონცენტრირების უნარი. ეს არის ბავშვის ფსიქიკური და ემოციური სიჯანსაღის აუცილებელი პირობა. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვილის სიფხიზლის ხანმოკლე პერიოდები და პატარა თვალებს სათანადო ინფორმაცია მივაწოდოთ, ოღონდ ამისთვის აუცილებლად უნდა ვიცოდეთ განსაზღვრული ნიუანსები.

  • ახალშობილი უპირატესობას ანიჭებს მომრგვალო ან რკალისებრი ფორმის საგნებს. უცნაურია, მაგრამ რთული ფორმები მას არ იზიდავს.
  • ცალკეულ დეტალებს ბავშვი უფრო ადვილად არჩევს თეთრ და შავ ფონზე.

ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ავიღოთ თეთრი და შავი მოზრდილი ფურცლები - ისინი ფონად გამოგვადგება. ასეთივე ქაღალდისგან გამოვჭრათ სხვადასხვა ზომის ზოლები (უმცირესის სიგანე 1 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს) და შევქმნათ კონტრასტულ ფონზე სწორი, ტეხილი თუ ტალღოვანი ხაზები, სპირალები, ასოები, ციფრები, რომბები... პატარებს ძალიან მოსწონთ მხიარული სახე, ყვავილი, პეპელა, ფიფქი... თეთრი ფიგურები შეგიძლიათ შავ ფონზე დააწებოთ და პირიქით. ახლა, თუ თქვენს ქმნილებას ფერად ლენტსაც გაუყრით და დაკიდებთ, პირველი გალერეაც მზად იქნება. მსგავსი აპლიკაციებით შეგიძლიათ ბავშვის საწოლიც მორთოთ - ნამუშევრები საწოლის გვერდებზე და პატარას ფეხებთან ისე დაამაგრეთ, რომ მანძილი თვალებამდე 20-35 სანტიმეტრი იყოს. პატარა ამ "სურათებს" ზურგზე მწოლიარეც დაათვალიერებს და გვერდზე მწოლიარეც. კონტრასტული სურათები სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ, რათა სეირნობისას პატარა მუდმივად ათვალიერებდეს მათ. ვერნისაჟი ყოველ სამ დღეში ერთხელ ცვალეთ. თუ ახალი სურათების დასამზადებლად ვერ იცლით, შეგიძლიათ ძველებს შეუცვალოთ ადგილი. სიცოცხლის პირველივე კვირებიდან უნდა ასწავლოთ ბავშვს მზერის ფიქსირება უძრავ საგნებზე - სურათებზე ან სათამაშოებზე. პარალელურად უნდა განუვითაროთ მოძრავ საგნებზე დაკვირვების უნარიც, ამისთვის კი საჭიროა სისტემატური ვარჯიში და ამ ვარჯიშის მონაწილეთა მუდმივი ძალისხმევა. მაშ ასე, მეცადინეობა იწყება. პირველი სამი თვის პროგრამა ექვს ძირითად ვარჯიშს აერთიანებს. ყოველ მათგანს თავისი დრო აქვს, ვარჯიშების შესრულებისას კი განსაზღვრული წესების დაცვაა საჭირო:

  • ერთად "იმეცადინეთ" მხოლოდ მაშინ, როცა ორივენი კარგ გუნებაზე ხართ, მაგალითად, ჭამის შემდეგ.
  • გამოიყენეთ არა მარტო მზა, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშოებიც.
  • მეცადინეობა სისტემატური უნდა იყოს.

პატარა 7-14 დღისაა

ვარჯიში #1

ვუყურებთ საგნებს, რომლებიც მოძრაობენ ზემოთ და ქვემოთ, მაღლა და დაბლა.

  • ამოცანა: ბავშვის მზერა მივაპყროთ მის თვალწინ მოძრავ საგანს.
  • პატარა წევს ზურგზე და დედას ვერ ხედავს. საამისოდ საგანი, რომელზეც მზერა უნდა დაფიქსირდეს, ნახევარი მეტრი სიგრძის ჯოხზე უნდა დამაგრდეს.
  • საგანი პატარას თვალებიდან 20-30 სანტიმეტრზე აამოძრავეთ. თუ ბავშვის ყურადღებას ვერ იპყრობთ, ეძებეთ წერტილი, რომლისკენაც აქვს მიპყრობილი მზერა. ამის შემდეგ საგანი ამოძრავეთ მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ და პირიქით, ასწიეთ და დაუშვით.

რჩევები:

  • ყოველი ვარჯიში 2-ჯერ მაინც გაიმეორეთ. თანდათანობით თამაშის ხანგრძლივობა 2-4 წუთამდე გაზარდეთ.
  • არ შეაჩეროთ საგანი, რადგან პატარას ყურადღება ძალიან ადვილად ეფანტება.
  • გაითვალისწინეთ, რომ პირველი "მეცადინეობები" წარმატებული ნამდვილად არ იქნება.
  • შედეგები: ბავშვი მზერას აფიქსირებს მოძრავ საგანზე.

პატარა 20 დღისაა

ვარჯიში #2

გავარჩიოთ სხვადასხვა ფერი. ცნობილია, რომ დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ ბავშვი უკვე არჩევს სხვადასხვა, გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავს ტონს, მაგალითად, წითელს, ყვითელს, ნარინჯისფერს.

  • ამოცანა: გავეცნოთ სინათლის სპექტრის ფერებს, რისთვისაც ბავშვის ყურადღება უნდა მივაპყროთ მოძრავ ფერად საგნებს.
  • ატრიბუტები: სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი) ქაღალდისგან დამზადებული პეპლები და ბაფთები, რომელთა ზომაც 7 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის.
  • პატარა წევს ზურგზე. სათამაშო უნდა დავკიდოთ 60-70 სანტიმეტრის მანძილზე.
  • ამოძრავეთ ფერადი საგანი ისე, რომ ბავშვის ყურადღება მიიპყროთ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბავშვი საგანს აღარ უყურებს, შეცვალეთ სხვა ფერის საგნით - ესე იგი, ერთი ფერი უკვე "ათვისებულია" და ახლა მეორის შესწავლაა საჭირო.

რჩევები:

  • მზიან ამინდში უმჯობესია მწვანე, ლურჯი, იისფერი ფერების დემონსტრირება, ხოლო წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდისთვის აირჩიეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი.
  • როცა "მეცადინეობას" დაამთავრებთ, ნუ შეინახავთ ფერად საგანს, მიეცით ბავშვს მისი თვალიერების საშუალება.
  • ბავშვებს ყველაზე მეტად წითელი და ნარინჯისფერი უყვართ. პატარები მას ტირილის დროსაც უცქერიან.

შედეგი: ბავშვი ახალ ფერს ხარბად უყურებს, თვალებს ფართოდ ახელს, ფერადი საგნისკენ ხელებს იწვდის, უფრო მეტხანს უცქერის, რაც იმის დასტურია, რომ პატარა ფერებს არჩევს.

პატარა 1 თვისაა

ვარჯიში #3

ვათვალიერებთ მაღლა დაკიდებულ სათამაშოებს. ამისთვის გამოგვადგება სხვადასხვა ფერის ჩხრიალა. ისინი ბავშვის ყურადღებას იპყრობენ ფერითაც და ხმითაც. წინასწარ მიეცით ბავშვს მათი დათვალიერებისა და შესწავლის საშუალება.

  • ამოცანა: ბავშვის ყურადღება მივაპყროთ მაღლა დაკიდებულ კაშკაშა ფერის საგნებს.
  • ატრიბუტები: ორ ლენტზე გირლანდასავით ასხმული ჩხრიალა სათამაშოები.
  • პატარა წევს ზურგზე, გირლანდები ორ იარუსად არის ჩამოკიდებული: ზემოთ - ახალი, ხოლო ქვემოთ - უკვე კარგად ნაცნობი სათამაშოები. გირლანდები ერთმანეთს ლამაზი ლენტით დაუკავშირეთ, ზედა გირლანდა ბავშვის სახეს 60 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული, ხოლო ქვედა - 20-ით.
  • დაელოდეთ, როდის შეეხება ბავშვი ქვედა გირლანდას, ხოლო შემდეგ ზედაც აამოძრავეთ.

რჩევა:

  • პერიოდულად ცვალეთ ზედა გირლანდა.

შედეგი: ბავშვი ერთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ათვალიერებს ახალ გირლანდას, ცდილობს მის ამოძრავებას.


ვარჯიში #4

ვათვალიერებთ მოზრდილი ადამიანის ან დახატულ სახეს. დადგენილია, რომ პატარა ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად ხშირად ხედავს პატარა ახლობლების სახეებს, მათ ღიმილს.

  • ამოცანა: ბავშვის ყურადღება მივაპყროთ ცოცხალ ან დახატულ სახეს.
  • ატრიბუტები: დახატული სახე ან სათამაშო, რომელზეც სახე იპყრობს ყურადღებას.
  • ბავშვი წევს ზურგზე ან დედას უჭირავს ხელში.
  • უჩვენეთ ბავშვს სათამაშო ჰორიზონტალურ სიბრტყეში, შემდეგ აამოძრავეთ ისე, როგორც აღწერილია პირველ ვარჯიშში.

რჩევები:

  • თქვენს თამაშს ფონად უნდა გასდევდეს სიმღერა, ზღაპრები, თქვენი თავი პატარას სახეს უნდა უახლოვდებოდეს და შორდებოდეს.
  • თავზე შემოიხვიეთ ლამაზი ნაჭერი, გაიკეთეთ ფერადი ბაფთა, დაიდგით გვირგვინი.
  • არ დაიშუროთ ჟესტიკულაცია, მიმიკა, ეხუმრეთ პატარას, გაბერეთ ლოყები, მოამრგვალეთ ტუჩები...

შედეგი: პატარა ღიმილით პასუხობს ღიმილს, ათვალიერებს დედის სახეს, რეაგირებს 1 მეტრით დაშორებულ საგნებზე.

ბავშვი 2 თვისაა

ვარჯიში #5

ვუყურებთ, როგორ გადაადგილდება ორი სათამაშო სხვადასხვა მხარეს. თავადაც ხვდებით, რომ ამ ვარჯიშისას სენსორული (მგრძნობელობითი) ინფორმაცია თანდათან რთულდება, თუმცა ეს პატარას სამყაროს შეცნობაში ეხმარება.

  • ამოცანა: ბავშვის ყურადღება მივაპყროთ ორ სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ ერთნაირ საგანს.
  • პატარა წევს ზურგზე, დედას ვერ ხედავს, სათამაშო მიმაგრებულია ჯოხზე.
  • სათამაშოები ამოძრავეთ ბავშვის სახიდან 20-30 სანტიმეტრზე. თუ ხედავთ, რომ პატარა სათამაშოს არ უცქერის, ისე ამოძრავეთ, რომ ბავშვის მზერა მიიპყროთ. ახლა ერთი სათამაშო მარჯვნივ გასწიეთ და გააჩერეთ, შემდეგ მეორე სათამაშო საპირისპირო მიმართულებით გადააადგილეთ. რამდენიმე წამში თავდაპირველ ადგილზე დააბრუნეთ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე საგანი.

რჩევები:

  • საკმაოდ რთულია, პატარამ თვალი ადევნოს ორი საგნის ტრაექტორიას, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ სათამაშო პატარას მხედველობის არიდან გაქრება. ამ შემთხვევაში ეცადეთ, სათამაშოს შერხევით მიიპყროთ პატარას ყურადღება.
  • ეს ვარჯიშიც დღეში ორჯერ შეასრულეთ და მისი ხანგრძლივობა თანდათან 2-დან 4 წუთამდე გაზარდეთ.
  • გამოყენებული სათამაშოები ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ცვალეთ.

შედეგი: ბავშვი ყურადღებით უცქერის ერთნაირი სათამაშოების სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობას.

ბავშვი 2,5-3 თვისაა

ვარჯიში #6

ვაკვირდებით სხვადასხვა ტრაექტორიით მოძრავ საგნებს. ამ ასაკში ბავშვის ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის საგნები. სამყარო მის წარმოდგენაში უკვე მოცულობასაც იძენს.

  • ამოცანა: ბავშვის ყურადღება მივაპყროთ სხადასხვა სიბრტყეზე მოძრავ საგნებს.
  • პატარა შეიძლება იწვეს ზურგზე, გვერდზე, მუცელზე ან დედას ეჭიროს ხელში.

ერთმანეთს ვუნაცვლებთ ნელ, ნარნარ მოძრაობებს. საგანს ვამოძრავებთ ზემოდან (ბავშვის სახიდან 1 მეტრზე) ქვემოთ, დიაგონალზე, სხვადასხვა სიბრტყეში მდებარე წრეზე.

რჩევები:

  • ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, შეასრულეთ ვარჯიში დღეში ორჯერ, დრო გაზარდეთ 2-დან 4 წუთამდე.
  • სათამაშო ნელ-ნელა დააცილეთ ბავშვის თვალებს 1 მეტრითა და მეტით.

შედეგი: პატარა ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა მიმართულებით და ნებისმიერ სიბრტყეში მოძრავ საგანს. საამისოდ თავსაც კი ატრიალებს.