/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პედიატრია

თრომბოციტოპენიური პურპურა - სახიფათო უცხო სილამაზე

თრომბოციტოპენიური პურპურა - სახიფათო უცხო სილამაზე
თრომბოციტოპენიური პურპურა ვერლჰოფის დაავადების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათი პათოლოგიაა და სიხშირით მეორეა ჰემორაგიულ დიათეზებს შორის.

.

  • ჰემორაგია

ჰემორაგია, მოგეხსენებათ, სისხლჩაქცევებს ნიშნავს. დაავადებისათვის დამახასიათებელია მრავლობითი სისხლჩაქცევა სხეულის სხვადასხვა უბნის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ასევე - შინაგან ორგანოებში, მათ შორის - თავის ტვინში. დაავადება, როგორც წესი, ადრეული ბავშვობისას იწყება, მაგრამ შეუმჩნევლად. 10 წლამდე ასაკის ბიჭუნებსა და გოგონებს ის ერთნაირი სიხშირით ემართებათ, 10 წლის შემდეგ კი გოგონებში 3-ჯერ უფრო ხშირია. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა იმუნური წარმოშობისაა, რაც უბრალო ენით იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკუთარი სისხლის უჯრედებს - თრომბოციტებს უცხოდ აღიქვამს და ბრძოლას უცხადებს.

რატომ იქცევა ასე ორგანიზმი, დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ავადმყოფის სისხლში თრომბოციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ამ ფაქტს ადასტურებს.

არსებობს მოსაზრება, რომ დაავადების განვითარების მექანიზმში განსაზღვრულ როლს მემკვიდრეობითი განწყობაც ასრულებს, რაც ხარისხობრივად არასრულფასოვანი თრომბოციტების გადაცემით ვლინდება, ხოლო არასასურველი ფაქტორების (ვირუსი, სტრესი და ა.შ.) თან დართვა შესაძლოა დაავადების პროვოცირების მიზეზად იქცეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თრომბოციტები სისხლის შედედების პროცესზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. სწორედ ამით აიხსნება დაავადების მთავარი კლინიკური ნიშანი - სისხლდენები და სისხლჩაქცევები. სისხლდენას ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნის უნარის გაქრობაც, რაც ამ დაავადებას ახასიათებს.

  • მიმდინარეობა და სიმპტომები

დაავადება ქვემწვავედ ან მწვავედ გამოხატული ჰემორაგიული სინდრომით იწყება. დამახასიათებელი ნიშნებია სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე, სისხლდენები. კანზე სისხლჩაქცევები ან თავისთავად, ან უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ტრავმების შედეგად ჩნდება. მათ პოლიმორფული ხასიათი აქვთ: ზოგიერთი წერტილოვანია, ზოგი - ლაქოვანი, ფერიც, ხანდაზმულობის შესაბამისად, სხვადასხვაა - მუქი წითელი, მოლურჯო-მოყვითალო და მწვანეც კი. სისხლჩაქცევები უმტკივნეულოა, განლაგებულია ასიმეტრიულად, დამახასიათებელი ლოკალიზაციის გარეშე. ძალზე იშვიათად ჩნდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, თმის ფოლიკულებს კი საერთოდ არ აზიანებს. სისხლჩაქცევა ზოგჯერ თითო-ოროლაა, ზოგჯერ კი იმდენად ბევრი, რომ კანი ლეოპარდის ტყავს ემსგავსება.

რაც შეეხება ლორწოვან გარსებს, სისხლჩაქცევები უმეტესად ნუშურა ჯირკვლების, რბილი და მაგარი სასის ლორწოვანზე გვხვდება, ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა კი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მძიმე პოსტჰემორაგიული ანემიის მიზეზად იქცევა და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

პატარებს სისხლი ყველაზე ხშირად ცხვირიდან სდით. ღრძილებიდან სისხლდენა ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა საშიშია კბილის ამოღებისას, როცა დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში სისხლდენა კბილის ამოღებისთანავე იწყება, ჰემოფილიისგან განსხვავებით, რომელსაც მოგვიანებითი სისხლდენები ახასიათებს. გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეიძლება განუვითარდეთ მძიმე მენსტრუაციული და საშვილოსნოსმიერი სისხლდენები. შედარებით იშვიათია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშარდე სისტემის ორგანოებიდან.

  • ცვლილებები შინაგანი ორგანოების მხრივ

ასევე დაგაინტერესებთ
რა იწვევს თრომბოციტების დონის მატებას
როგორია თრომბოციტების ახალი როლი ადამიანის ორგანიზმში

თრომბოციტოპენიური პურპურის დროს სხეულის ტემპერატურა არ იცვლება, არც შინაგანი ორგანოების მხრივ შეიმჩნევა რაიმე დამახასიათებელი ცვლილება. ზოგჯერ აღინიშნება ტაქიკარდია, რომელიც ანემიით არის განპირობებული და ამავე მიზეზით გამოწვეული გულის ტონების შესუსტება და შუილი. ელენთის გადიდება, რაც სისხლის მრავალ დაავადებას ახასიათებს, ამ პათოლოგიას თან არ სდევს. ის კი არა, მისი არსებობა თრომბოციტოპენიურ პურპურას გამორიცხავს კიდეც. სისხლის საერთო ანალიზში შეიმჩნევა თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ამის საკომპენსაციოდ ძვლის ტვინის თრომბოციტწარმომქმნელი ფუნქცია მკვეთრად ძლიერდება, რის გამოც იმატებს ახალგაზრდა უჯრედების, ე.წ. მეგათრომბოციტების რაოდენობა (თუმცა პათოლოგიური პროცესის შეჩერება ამ რეაქციას არ ძალუძს). იცვლება სისხლის შედედების სიჩქარე და სხვა მაჩვენებლებიც.

ჰემორაგიული სინდრომის გამოვლენის ხარისხისა და სისხლის მაჩვენებლების მიხედვით, განასხვავებენ დაავადების სამ პერიოდს: ჰემორაგიულ კრიზს, კლინიკურ რემისიას, კლინიკურ-ჰემატოლოგიურ რემისიას. ჰემორაგიულ კრიზს ძლიერი სისხლდენები და ლაბორატორიული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები ახასიათებს. კლინიკური რემისიის დროს ჰემორაგიული სინდრომი ქრება. მცირდება სისხლდენის ხანგრძლივობა და ცვლილებები სისხლის შემდედებელ სისტემაში. თრომბოციტოპენია რჩება, თუმცა უფრო სუსტია, ვიდრე ჰემორაგიული კრიზის დროს.

კლინიკურ-ჰემატოლოგიური რემისიის დროს სისხლდენებიც წყდება და ლაბორატორიული მაჩვენებლებიც ნორმალიზდება.

  • იკურნება თუ არა დაავადება

დაავადების მკურნალობა კომპლექსურია. მასში ჩართულია ჰორმონული თერაპია, იმუნოდეპრესანტები, პლაზმაფერეზი და სხვადასხვა სიმპტომური თუ პათოგენეტიკური საშუალება.

დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა ხანგრძლივი და მყარი რემისიის, შემდგომში კი სრული გამოჯანმრთელების საწინდარია.

დაავადების დროულ გამოვლენაში განსაკუთრებული როლი მშობლებს ეკისრებათ. თუ თქვენს პატარას ხშირად სდის ცხვირიდან სისხლი, ამ ფაქტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, ნუ დასჯერდებით ცხვირზე ცივი საფენების დადებას, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი პედიატრი. გახსოვდეთ: ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა სერიოზული დაავადების ადრეული ნიშანი იყოს.

კომენტარები (6)
თამარი
20 წლის უკან დამიდგინა ეს დაავადება, ვიმკურნალე მაგრამ ელენთის ამიჭრა გახდა საჭირო. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ყველაფერი რიგზე მაქვს🤷🏼‍♀️
თარიღი : 28-10-2023
ზინა 60 წლის
მე ვირუსის შემდეგ (ორჯერ შემხვდა)დამიდგინდა თრომბოციტოპენია პურპურა.ყველაზე დაბალი 18 მქონდა,ვსვამ რევოლეიდს სამი თვეა 50 იანს ორ დღეში ერთხელ. მკვეთრად მერყეობს თრომბოციტები(18- 97)ჩაქცევებიც გამიქრა.მაინტეტესებს ეს განკურნებადია თუ არა.რას უნდა ველოდო.მადლობა.
თარიღი : 01-04-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თრომბოციტოპენიური პურპურა - სახიფათო უცხო სილამაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები