რა იწვევს თრომბოციტების დონის მატებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს თრომბოციტების დონის მატებას

თრომბოციტები ხელს უწყობენ სისხლის შედედებას.

მას აქვს ორი განსხვავებული ფორმა, რაც დამოკიდებულია მისი წარმოქმნის მიზეზზე. თუ ეს ხდება გენეტიკის გამო, უწოდებენ ესენციურ თრომბოციტემიას, თუხდება რაიმე ქრონიკული დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შედეგად, უწოდებენ რეაქტიულ თრომბოციტოზს.

მკურნალობის ვარიანტები ყალიბდება მიზეზის მიხედვით.

თრომბოციტებს აქვთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სისხლდენის შენელება და შეჩერება, ჭრილობების შეხორცების ხელშეწყობა.

ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს თრომბოციტების რაოდენობა უნდა ჰქონდეს 150,000-დან 400,000-მდე მიკროლიტრზე. თრომბოციტების რაოდენობა მომატებულად ითვლება თუ 450000-ზე მეტია, რაც ზრდის სისხლის შედედების რისკს.

თრომბოციტების მომატება ხდება ორი განსხვავებული ფორმით. ესენია:

  • თრომბოციტემია - პირველადი ან ესენციური თრომბოციტემია ეწოდება. თრომბოციტემია ხდება ძვლის ტვინის დარღვევის და გენეტიკური მიზეზების გამო;
  • თრომბოციტოზი - ასევე უწოდებენ მეორად ან რეაქტიულ თრომბოციტოზს. ხდება ქრონიკული დაავადების ან ქირურგიული პროცედურების შედეგად.

რა არის მომატებული თრომბოციტების სიმპტომები

მომატების სიმპტომები ხშირად არ შეინიშნება პაციენტებში. ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც შეინიშნება სისხლის ანალიზის შედეგად.

თუმცა, თუ სისხლის შედედება, თრომბი, ჩნდება სხეულის ნებისმიერ ნაწილში, როგორიცაა ტვინი, ხელები და ფეხები შეინიშნება გარკვეული სიმპტომები, იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილას ჩნდება სისხლის შედედება.

სისხლის შედედება თავის ტვინში - ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, შაკიკი, მეტყველების პრობლემები და ინსულტი.

სისხლის შედედება ფილტვებში - გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, მშრალი ხველა და პალპიტაცია.

სისხლის შედედება მუცლის არეში - მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება.

სისხლის შედედება კიდურებში - შეშუპება დაზიანებულ კიდურებში, ცხელება, კრუნჩხვები, დაბუჟება ხელებსა და ტერფებში.

თრომბოციტოზის გამომწვევი სამედიცინო მდგომარეობები მოიცავს:

ანემიას - ჰემოლიზური ანემია და რკინადეფიციტური ანემია იწვევს თრომბოციტოზის განვითარებას. ამ ორი ტიპის ანემიის დროს აღინიშნება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება და თრომბოციტების რაოდენობის ზრდა.

ინფექციებს - ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, საშარდე და სასქესო ორგანოების ინფექციები ჯანმრთელობის პრობლემებია, რომლებიც ზრდის თრომბოციტების რაოდენობას.

ქრონიკულ ანთებით დაავადებებს - ანთებითი დაავადებების დროს, იმუნურმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა.

ალერგიას - შეიძლება გაიზარდოს თრომბოციტების რაოდენობა იმუნური სისტემის პათოლოგიური აქტივობის გამო. განსაკუთრებით კვებითი ალერგია, ეგზემა, ალერგიული ასთმა და ალერგიული რინიტი.

ასპლენიას - ვითარდება ელენთის დაზიანების შედეგად. ელენთა უკმარისობა იწვევს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის ზრდას.

მედიკამენტებს - ზოგიერთი მედიკამენტი არღვევს სისხლის უჯრედების ბალანსს. შედეგად, შეიძლება თრომბოციტების რაოდენობამ მოიმატოს.

კიბოს.