/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

პოტენციის რა პრობლემები შეიძლება აღინიშნოს მამაკაცებში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ

პოტენციის რა პრობლემები შეიძლება აღინიშნოს მამაკაცებში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ
მეცნიერები აფრთხილებენ მამაკაცებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, პოტენციის პრობლემებზე.

ახალი კვლევის თანახმად, სათესლეს მიდამოს ტკივილი, ერექციის პრობლემები, სპერმატოზოიდების რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება პირდაპირ კავშირშია გადატანილ დაავადებასთან.

მაკაკებზე ჩატარებული Northwestern Medicine კვლევა, ამტკიცებს, რომ მამაკაცის სასქესო გზების ქსოვილები შეიძლება იყოს SARS-CoV-2-ით ინფიცირებული. შედეგებმა აჩვენა, რომ პროსტატა, სათესლეს სისხლძარღვოვანი ქსელი, პენისი და თავად ტესტიკულები შეიძლება დასნებოვნებული აღმოჩნდეს ვირუსით. უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა წამყვანმა მკვლევარმა თომას ჰოუპმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ვირუსს იქ ვნახავდით“.

აღმოჩენა გაკეთდა პეტ-სკანირების გამოყენებით.

პოტენციის პრობელმები მამაკაცებში, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, შეიძლება აღმოცენდეს სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევის შედეგად. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა ან პრობლემის უგულებელყოფა. აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და ექიმის კონსულტაცია.

კომენტარები (1)
nino
gamarjobat axal shobil bavshsv sgamoyva orive sajdomze lurji laqa ukve 0ri tvisda ver daudgines ra aris xan gadauvlis xan isev gamosdis silurje
თარიღი : 12-06-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოლურჯო ლაქები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოლურჯო ლაქები

ყველაფერმა თავისთავად გაუარა, მაგრამ ზოგჯერ ფეხებს იტკივებს, განსაკუთრებით - ღამით. რა შეიძლება იყოს ეს? მირჩიეთ, ვის მივმართო.

კვანძოვანი პერიარტერიიტი იმუნოკომპლექსური დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს არტერიების დაზიანება. ის უმეტესად სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის, B ჰეპატიტის, ვაქცინაციის, მედიკამენტური მკურნალობის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს. ხშირად ემართებათ ექსუდაციური დიათეზის, კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებს, უფრო მეტად - ბიჭუნებს. ბავშვებში ის, ჩვეულებრივ, მწვავედ იწყება. დაავადების დასაწყისს თან სდევს:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • ოფლიანობა;
  • სახსრებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დასაწყისი ასეთი მწვავე არ არის - ავადმყოფი რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩივის საერთო სისუსტეს, სუბფებრილურ (37,5-38 გრადუსამდე) ტემპერატურას, რომელიც პერიოდული და არამოტივირებულია. ამის შემდეგ კი თავს იჩენს კვანძოვანი პერიარტერიიტის ტიპური ნიშნები, ყველაზე ხშირად - კანისა და სისხლძარღვოვანი (თრომბანგიური) სინდრომი.

  • დაავადების ტიპური კლინიკური სიმპტომია მარმარილოსებრი მოლურჯო (ციანოზური) ლაქები ქვედა კიდურებზე. ისინი უმეტესად ფეხების ქვედა ნაწილებსა და დუნდულებზე ჩნდება. ზოგჯერ - გულმკერდსა და სახეზეც. ლაქები ხან მუქდება, ხან ბაცდება, დროდადრო შეიძლება გაქრეს კიდეც.
  • დაავადების კიდევ ერთი ნიშანია კვანძოვანი წარმონაქმნები მსხვილი სისხლძარღვების გასწვრივ.
  • ფეხისგულებზე, მტევნებზე, ტერფებსა და სახსრების მიდამოში წარმოიქმნება მტკივნეული შეშუპება. ამას თრომბანგიურ სინდრომს უწოდებენ.

კვანძოვან პერიატერიიტს სხვა გამოვლინებებიც ახასიათებს - ნევროლოგიური სინდრომი, მუცლის, კიდურების ტკივილი, პოლინევრიტი, წონის კლება, გულის დაზიანება. მუცლისა და კიდურების ტკივილი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა უფრო მეტად მცირე ასაკის ბავშვებში შეინიშნება. ნაწლავთა მოქმედების დროს გამოიყოფა თხიერი, სისხლნარევი მასები. ყოველივე ამას თან ახლავს ენტერიტი, პერიტონიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაზიანება. მიუხედავად ტიპური ნიშნების არსებობისა, ბავშვთა ასაკში დიაგნოზის დასმა მაინც ძნელია.

ამერიკის რევმატოლოგთა კოლეგია გვთავაზობს კვანძოვანი პერიარტერიიტის საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • წონის უმიზეზო კლება დაავადების დაწყების შემდეგ 4 კგ-ითა და მეტით;
  • კანის ლაქოვანი და ბადისებრი ცვლილებები ტანსა და ქვედა კიდურებზე;
  • ტკვილი ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება სათესლეების მიდამოში, რაც არ უკავირდება ინფექციას ან ტრავმას;
  • მიალგია - კუნთების სისუსტე და ტკივილი; გამოხატულია უმთავრესად ქვედა კიდურების კუნთებში;
  • მონონევრიტი ან პოლინეიროპათია;
  • დიასტოლური წნევის მომატება (ვერცხლისწყლის სვეტის 90მმ-ზე მეტად);
  • სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება, რაც არ არის დაკავშირებული ორგანიზმის გამოშრობასა და შარდის სიმცირესთან;
  • B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება (HBSAg - ანტიგენის ან B ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების არსებობა სისხლის შრატში);
  • არტერიოგრაფიული ცვლილებები - ბიოფსია ავლენს წვრილი და საშუალო არტერიების კედელში ნეიტროფილების არსებობას.

დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება და მკურნალობის დროული დაწყება სასურველი შედეგის საწინდარია. შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება და რემისიის მიღწევა. დაავადების ადრეულ სტადიაში ეფექტურია გლუკოკორტიკოიდები - ანთების საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატები.

მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წამლის დოზას ამცირებენ. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რათა არ გამოგვეპაროს გართულება. ქრონიკული ფორმის დროს, როცა გამოხატულია კუნთოვანი ატროფია და ნევრიტი, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ჰიდროთერაპია.

გირჩევთ, ნებისმიერი საეჭვო ნიშნის გაჩენისას მიმართოთ ექიმ რევმატოლოგს, თვითმკურნალობა დაუშვებელია!