რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    როგორ ავიცილოთ თავიდან ცისტიტი? – გასწავლით 13 „ოქროს წესს“ - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    როგორ ავიცილოთ თავიდან ცისტიტი? – გასწავლით 13 „ოქროს წესს“

    1. მკაცრად დაიცავით პირადი და სქესობრივი ჰიგიენა:

    ანოგენიტალური მიდამო მუდამ სუფთა და მშრალი გქონდეთ.

    ვარჯიშის და სქესობრივი აქტის წინ და შემდეგ აუცილებლად დაცალეთ შარდის ბუშტი.

    ანალური სექსიდან პირდაპირ ვაგინალურზე ნუ გადახვალთ.

    მენსტრუაციის დროს ხშირად გამოიცვალეთ ტამპონები და საფენები.

    დეფეკაციის შემდეგ სწორად გაიწმინდეთ უკანა ტანი: ქალებმა - წინიდან უკან, მამაკაცებმა - უკნიდან წინ.

    2. ხშირად და რეგულარულად დაცალეთ შარდის ბუშტი, მათ შორის - ღამითაც. მოშარდვიდან მოშარდვამდე ხანგრძლივი ინტერვალი ხელს უწყობს შარდის ბუშტში ინფექციის გავრცელებას.

    3. ნუ ჩაიცვამთ ძლიერ მოჭერილ ქვედა საცვალს.

    4. ჩაიცვით თბილად, ერიდეთ გადაცივებას.

    5. ატარეთ ბამბის საცვლები (და არა სინთეტიკური).

    6. ქალბატონები ნუ გამოიყენებთ არომატიზატორების შემცველ ჰიგიენურ აეროზოლებს, ტამპონებსა და საფენებს - ქიმიურმა საშუალებებმა შესაძლოა ანთებითი რეაქცია გამოიწვიოს.

    7. ნუ იბანავებთ დაბინძურებულ წყალსაცავებში.

    8. გახსოვდეთ, რომ გადატანილმა უროლოგიურმა, გინეკოლოგიურმა თუ სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა, განსაკუთრებით - თვითნებურად ნამკურნალევმა ან ნებაზე მიშვებულმა, აგრეთვე - ორგანიზმში არსებულმა ანთების ქრონიკულმა კერებმა შეიძლება ცისტიტი გამოიწვიოს.

    9. თუ უჩივით მტკივნეულ შარდვას, მაგრამ ბაქტერიული ინფექცია არ დაგიდასტურდათ, გარეთა სასქესო ორგანოების დასაბანად საპონს ნუღარ გამოიყენებთ, დაიბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით, რადგან ბევრ ადამიანს საპნებისადმი მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება.

    10. თუ თქვენი სამუშაო გამუდმებით ჯდომას მოითხოვს, ყოველი 1/2-1 საათის შემდეგ შეისვენეთ, ადექით და ხუთიოდე წუთით გაიარ-გამოიარეთ.

    11. იკვებეთ რეგულარულად და სრულყოფილად.

    12. თუ ყაბზობას უჩივით, მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და უხეში ბოჭკოვანი საკვები. თუ რაიმე ძლიერ ცხარე ან მჟავე მიირთვით, დააყოლეთ ბევრი წყალი.

    13. ნუ მიეძალებით ალკოჰოლს.