/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გენეტიკა

"და თქვენი საზრდო იყოს თქვენი წამალი"

"და თქვენი საზრდო იყოს თქვენი წამალი"
უპურო დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა მთელ მსოფლიოში. მისი საშუალებით თავისუფლდებიან ჭარბი წონისგან, ორგანიზმს ასუფთავებენ

წიდისგან, ებრძვიან იმ დააავადებებს, რომლებიც მონელებასთან არის დაკავშირებული, ბავშვებში მკურნალობენ აუტიზმს, ჰიპერაქტიურობის სინდრომს... მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს დიეტა პირველად ცელიაკიით დაავადებულთათვის შექმნეს.

ცელიაკია ადრე იშვიათ დაავადებად ითვლებოდა - 8000-იდან ერთ ადამიანს თუ სჭირდა, მაგრამ დღეს ის ერთ-ერთ გავრცელებულ პათოლოგიად მიიჩნევა - აღენიშნება 100 ადამიანიდან ერთს, თანაც სიხშირე დღითი დღე იმატებს. დღეს მსოფლიოში ცელიაკიით 25 მილიონი კაცია დაავადებული.

ცელიაკიას გი-გერტერ-გებნერის დაავადებასაც უწოდებენ. მისი სინონიმებია აგრეთვე გლუტენენტეროპათია და ნაწლავური ინფანტილიზმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცელიაკიის მძიმე ფორმები ბავშვობაშივე ვლინდება, მსუბუქი და არატიპური ფორმები კი ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე ამოუცნობი რჩება. სიმსივნის სხვადასხვა ფორმა, სისტემური მგლურა, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, ნერვული სისტემის მძიმე დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, ოსტეოპოროზი, ნაწლავის ლიმფომა, დეპრესია, უშვილობა, კბილის მინანქრის დეფექტები, ამენორეა, შაკიკი, ვიტილიგო, გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, დემენციები, აუტიზმი, ეპილეფსია, დიურინგის დერმატიტი, შაქრიანი დიაბეტი, დაგვიანებული სქესობრივი განვითარება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლებსაც არის ამოფარებული ცელიაკია.

ცელიაკია მემკვიდრეობითი დაავადებაა. იგი მემკვიდრეობს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისი კლასიკური ფორმა 6 თვიდან ვლინდება, როდესაც ბავშვი დამატებითი საკვების - ბურღულის ფაფების - მიღებას იწყებს. ამ ფაფებში იმალება პრობლემის მიზეზი – ცილა გლუტენი ანუ ცილა-წებოვანა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,ბავშვი არის 20 დღის, სამშობიაროში გაუმეთეს ანალიზი ფელინალანინი მომატწბული ქონდა, პააუხში ეწერა 4.17 განმეორებით ჩავაბარეთ ანალიზი და პააუხში ეწერა ნოლი, როგორ უნდა მოვიქცეთ ეხლა? საჭიროა კიდევ მომავალში გადამოწმება? ან ეხლა გენეტიკოსთან ვიზიტი საჭიროა?</p>

ცილა-წებოვანას მარცვლოვანი მცენარეები აგროვებენ მარცვლებში, განსაკუთრებით - ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი. ხორბლის წებოვანას გლიადინი ეწოდება და მისი შემცველობა ხორბლის მარცვალში 80%-ია.

წებოვანას რაოდენობა ფქვილის ხარისხის მაჩვენებელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში. ცელიაკიის გენის მატარებელი ბავშვები ვერ ინელებენ გლუტენს (გლიადინს). იმუნური სისტემა გლუტენს უცხოდ აღიქვამს და მასთან როგორც უცხო ცილასთან ბრძოლას იწყებს. ზიანდება ნაწლავების ლორწოვანი გარსი, ირღვევა მონელებისა და შეწოვის პროცესები, საკვების ათვისება გართულებული და არასრულფასოვანია. ბავშვები ჩამორჩებიან ფიზიკური და გონებრივი განვითარებით, აქვთ ანემია, ჰემოგლობინის დაქვეითება, დიარეა, აწუხებთ მოთენთილობა, უმადობა.

ცელიაკიის დამახასიათებელი ნიშანია უხვი, მძაფრსუნიანი, ქაფიანი და ცხიმოვანი განავალი.

ანტიბიოტიკებითა და ფერმენტებით მკურნალობა უშედეგოა. ამ დაავადების წამალი არ არსებობს, გარდა ერთისა - საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც კი ცილა-წებოვანას შეიცავს. ვილჰელმ კარელ დიკე იყო პირველი ექიმი პედიატრი, რომელმაც დაადგინა კავშირი ცელიაკიასა და ფქვილოვან ნაწარმს შორის და აგლუტენური ანუ გლუტენის გარეშე კვების ეფექტიანობა დაადასტურა. კვების რაციონიდან ცილა გლუტენის ამოღების შემდეგ ხდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღდგენა და გამოჯანმრთელება.

გლუტენის პათოლოგიური მოქმედების მექანიზმი ნაწლავის ლორწოვან გარსზე ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ცნობილია, რომ დაავადებას აქვს შერეული აუტოიმუნური, ალერგიული და მემკვიდრული გენეზი. ის თავს იჩენს გენეტიკურად განწყობილ ადამიანებში, რომელთაც აქვთ HLA DQ2 ან HLA DQ8 გენი.

გლუტენმგრძნობიარე ცელიაკიის გენები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის გენ HLA-სა და მის ალელებთან. HLA DQ2 აქვს ცელიკალიით დაავადებულთა 90-95%-ს, ხოლო HLA DQ8 - 5-10%-ს. გენთა ეს ჯგუფი XX საუკუნის 50-იან წლებში აღმოაჩინეს. მათი აღმომჩენი მეცნიერები ჟან დოსე, ბ. ბენასერაფი და ჯ. სნელი 1980 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

HLA გენების ჯგუფია, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ბიოლოგიურ ფუნქციას, უპირველეს ყოვლისა კი ახორციელებს იმუნური სისტემის გენეტიკურ კონტროლს. HLA ჯგუფის გენები ადამიანის მე-6 ქრომოსომაზეა მოთავსებული. HLA-ს ცელიაკიაზე პასუხისმგებელი გენების ჯგუფი მაკროფაგებზე და B-ლიმფოციტების მემბრანებშია აქტიური. ამჟამად ცნობილია 150-ამდე ალელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცელიაკიის ტიპური ფორმა ბავშვობის ასაკში ვლინდება, მაგრამ არსებობს მისი ლატენტური, ფარული და პოტენციური ფორმებიც. ეს ფორმები ზრდასრულებში არატიპურად, დიარეის გარეშე მიმდინარეობს, არც წონის კლება შეინიშნება, ხშირად პირიქით - იმატებს კიდეც. იგი სხვა დაავადებებს არის ამოფარებული და ხანდახან მხოლოდ მცირე უქეიფობით გამოვლინდება.

ექიმმა ცელიაკია უნდა იეჭვოს, როდესაც პაციენტის მონელების პრობლემები არცთუ მკაფიო მიზეზით არის გამოწვეული. მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმები იშვიათად სვამენ ცელიაკიის დიაგნოზს. გამოკვლევები გულისხმობს სისხლის ანალიზს HLA-ს ორივე ანტისხეულზე, წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილის, თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპირებას.

ცელიაკიის ლატენტური ფორმა აქვს მოზრდილთა უმრავლესობას, უმთავრესად - ქალებს. მისთვის დამახასიათებელია ქრონიკული დიარეა, რკინადეფიციტური ანემია, ოსტეოპოროზი. ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომებია უშვილობა, ამენორეა, ჰემორაგიული სინდრომი, ნეიროპათიები.

ცელიაკიის პოტენციური ფორმები კი უსიმპტომო ფორმებია. ფარული ცელიაკიის დროს მალაბსორბციის ანუ წვრილი ნაწლავის მიერ ერთი ან რამდენიმე ნივთიერების შეწოვის უუნარობა არ შეინიშნება, მაგრამ წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი ან ატროფიას განიცდის, ან მომატებულია T-ლიმფოციტების რაოდენობა.

კომენტარები (2)
aleko
რეებს ბოდიალებთ. ნაბახუსევზე მიდით ექიმთან გაიკეთეტ გადასხმა და მორჩა ჩიტივით იქნებით
თარიღი : 05-01-2017
toqchista
რაღაც საეჭვოა რო გაზიანი სასმელის დაყოლება ცუდი იყოს, უფრო მალე გათრობს და უფრო მალე გამოდიხარ; პრობლემა მარტო დათრობაში ხო არაა პახმელია რო იყო, დალევის შემდეგ რაც უფრო დიდ პაუზას აკეთებ ხო უფრო უკეთესია იმის გამო რო მალ მალე ქრება გრადუსი ადამიანში, გაზიანი სასმელი უცებ შვება ყველაფერს, გამოცდილებიდან ვიცი , 4 დღე არაყს ეგრე ვსვავდი, ბოლოს მაგარი დავთვერი, მაგრამ არანაირი პახმელია არ მქონდა ;
თარიღი : 02-01-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ახალი წელი ნაბახუსევის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი ნაბახუსევის გარეშე

მეგობრები მიგიწვევენ და არის გაუთავებელი სმა-ჭამა და სუფრიდან სუფრაზე გადასვლა-გადაპატიჟება. მეორე დღე კი, როგორც წესი, მასაც გამწარებული აქვს და მასთან ერთად - ჩვენც, მთელ ოჯახს. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულის ასეთ "გაგრძელებას" გადავურჩეთ.

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ... მედალს, როგორც ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს. ძველად სუფრასთან უგონოდ დათრობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რადგან, ტრადიციულად, სუფრა თავის წარმოჩენის, ურთიერთობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის, ლაზათიანი მრავალხმიანი სიმღერისა და ცეცხლოვანი ცეკვის ასპარეზი იყო და არა თრობისა...

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის ფეხმოკიდებული უზომო სმის მავნე ჩვევა. ამიტომაც არის, რომ დღესასწაულის მეორე დღეს ბევრს აქვს ნაბახუსევის პრობლემა. სწორედ ამიტომ, გამოზარხოშების სინდრომის, ანუ ნაბახუსევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მცირეოდენი ანა-ბანას ცოდნა.

ისტორია

ძველეგვიპტურ, ასურულ და შუამდინარულ უკვდავ რეცეპტებს შორის გამოზარხოშებისთვის საჭირო რეცეპტებს ვერ იპოვით. ალბათ ძველად შესწევდათ უნარი, ისე მოელხინათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არ ევნოთ. ღვინის სმაში ზომიერებას ოდითგანვე აქცევდნენ ყურადღებას. მაგალითად, ძველი ბერძნები ასეთ რჩევას აძლევდნენ ღვინის მოყვარულებს:

  • პირველი თასი ჯანმრთელობაა;
  • მეორე - სიამოვნება;
  • მესამე - ტკბილი ძილი;
  • მეოთხე - თავხედობა;
  • მეხუთე - დებოში და ალიაქოთი;
  • მეექვსე - ტაკიმასხრობა;
  • მეშვიდე - სიბრმავე და სიყრუე;
  • ხოლო მერვე დანაშაულია.

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს?

  • ნუ დალევთ მშიერ კუჭზე.
  • ნუ დალევთ, თუ მეტისმეტად ხართ დაღლილი, რადგან მაშინვე დათვრებით და სპირტიანი სასმლის პირველივე ყლუპი შესაძლოა იმ დღეს უკანასკნელი აღმოჩნდეს.
  • დალევამდე მიირთვით რაიმე ცხიმიანი, მაგალითად, კარაქიანი პური და ხიზილალა, ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი. კუჭი ცხიმის აპკით დაიფარება და გარკვეული ხნით დაგიცავთ ალკოჰოლის აგრესიისგან.
  • ეცადეთ, ოთახი კარგად იყოს განიავებული, რადგან ჩახუთული ჰაერი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და სწრაფ თრობას.
  • სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ შეიძლება სხვადასხვა სიმაგრის ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში არევა. მაგალითად, ღვინო, შამპანური, მარტინი, ლიქიორი, ლუდი სუსტ ალკოჰოლურ სასმელებად მიიჩნევა, არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი კი მაგარ სასმელებად. თუ მათ ერთმანეთში აურევთ, უფრო მალე დათვრებით და ნაბახუსევიც მძიმედ ჩაივლის. თუ მაინც მოგიხდათ, სვით გრადუსის მატების მიხედვით.
  • ყოველი ჭიქის შემდეგ წაიხემსეთ. რეკომენდებულია მიირთვათ კარტოფილი, პური, მჟავე კომბოსტო. ეს პროდუქტები ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. ნუ დააყოლებთ და ნურც გააზავებთ ალკოჰოლს გაზიანი სასმლით - ლიმონათით ან მინერალური წყლით, რადგან გაზის ბუშტუკები აჩქარებს ალკოჰოლის შეწოვას.
  • ნუ დათვრებით უგონოდ.
  • სმის პარალელურად იმოძრავეთ, მაგალითად, იცეკვეთ.
  • მოსწიეთ იშვიათად. უმჯობესია, თუ საერთოდ არ მოსწევთ. თამბაქო 1,5-2-ჯერ აძლიერებს სპირტიანი სასმლის მოქმედებას.

თუ გრძნობთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, დალიეთ ერთი ჭიქა კონიაკი და ამის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში არაფერი მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ სუფთა ჰაერზე წელიწადის ცივ დროს - არსებობს რისკი, სასმელი მოგეკიდოთ და გონების დაკარგვამდე დათვრეთ.

თუ ატყობთ, რომ სასმელი მეტისმეტად მოგეკიდათ:


პირველი დახმარება

  • 1 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ 12 წვეთი პიტნის ნაყენი და სწრაფად დალიეთ.
  • 1 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ 2 წვეთი ნიშადურის სპირტი. ძლიერი თრობის დროს 6 წვეთი სპირტი გახსენით და მაშინვე დალიეთ.
  • ფართოპირიან არყის ჭიქას გამოავლეთ ზეთი ისე, რომ კედლებზე დარჩეს, ჩააგდეთ შიგ 1 კვერცხის გული, მწიკვი წითელი და შავი წიწაკა, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი პომიდვრის ტომატი, რამდენიმე წვეთი არაყი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი. დალიეთ სულმოუთქმელად, ერთბაშად.
  • 1 ჩაის კოვზი კონიაკი, ერთი კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ტომატი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი, წითელი და შავი წიწაკა ერთმანეთში აურიეთ. ნარევს დაამატეთ ნაკლული ჩაის კოვზი ცხარე პირშუშხა და მიიღეთ - მყისვე გამოფხიზლდებით.

სუფრიდან ამდგარი ვიდრე დაიძინებთ, დალიეთ რძე, სასურველია ცხიმიანი, რაც შეიძლება მეტი. დილით თავს მშვენივრად იგრძნობთ.

ნაბახუსევზე

გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ სახისა და კისრის ენერგიული მასაჟი. დალიეთ თაფლიანი წყალი. თუ ძალიან ცუდად ხართ, დაიდეთ წვივებზე მდოგვის საფენები, თავზე - ყინული. დალიეთ კოქტეილი Bloody Mary - "სისხლიანი მერი": აურიეთ ერთმანეთში არაყი და პომიდვრის ტომატი, დაუმატეთ სანელებლები, უკიდურეს შემთხვევაში, წითელი ან შავი წიწაკა მაინც, ჩააწურეთ ცოტაოდენი ლიმონი და დალიეთ.

თუ გული ან მაღალი წნევა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ თბილი (და არა ცხელი) შხაპი. შეგიძლიათ მიიღოთ თბილი აბაზანა ზღვის მარილით.

წვეულების მეორე დღეს მოიწყვეთ განტვირთვის დღე. ერიდეთ ცხარე, შემწვარ, ცხიმიან საკვებს. შემდეგ წაიხემსეთ მსუბუქად - ერბოკვერცხით, წიწიბურათი, ბოსტნეულით, რძის ნაწარმით. დალიეთ ერთი ჭიქა ფორთოხლის, გრეიპფრუტის ან პომიდვრის წვენი.

ნუ დალევთ მაგარ ყავას ან ჩაის, მოუფრთხილდით გულსა და ღვიძლს - მათ ხომ გუშინ ისედაც ბევრი რამ გადაიტანეს.

შეჭამეთ მომცრო ლიმონი და გახუხული პური. თავის ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მაგრამ დაუშვებელია საძილე პრეპარატების მიღება.

ნუ იჩქარებთ არყის ან ლუდის დალევას, ნუ გაიმეორებთ სხვის შეცდომას. უმჯობესია მოიმზადოთ ბალახეული ნაყენი: 4 სუფრის კოვზი ასკილი, 1 სუფრის კოვზი კრაზანა, 2 სუფრის კოვზი შავბალახა ერთმანეთში აურიეთ, დაასხით მდუღარე წყალი და მცირე ხანს დააყენეთ, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და დალიეთ.

ნუ წახვალთ ნაბახუსევზე საუნაში ან აბანოში. თუ იმ დღეს არ მუშაობთ, კარგად გამოიძინეთ ან, უბრალოდ, დაისვენეთ. შეგიძლიათ ხმადაბლა ჩართოთ ტელევიზორი ან მოუსმინოთ სასიმოვნო მუსიკას, იკითხოთ. გაიწმინდეთ კუჭი, არ აქვს მნიშვნელობა - როგორ. მიიღეთ ბევრი სითხე, მაგალითად, მინერალური წყალი, კიტრისა და კომბოსტოს წვენი, კეფირი, დო, არაჟანი.

თუ საჭმელზე ფიქრი უკვე შეგიძლიათ, მიირთვით ცხელი ბულიონი ან ბორშჩი. პატივი ეცით საკუთარ ორგანიზმს; იფიქრეთ იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია - წუთიერი სიამოვნება თუ საშინელი ნაბახუსევი. მოილხინეთ ზომიერად და მოხიბლეთ თანამესუფრეები ჭკუით, გონებით, სილაღით, ლექსებით, სიმღერითა და ცეკვით.

ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ყოველი თქვენგანისთვის!