ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკომანია - სიახლე მკურნალობასა და რეაბილიტაციაში

ვერც რელიგია, ვერც სქესი და ასაკი, ვერც ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ გვინდა, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და, ამასთანავე, გაგაცნოთ ნარკომანიის მკურნალობის უახლესი და სრულყოფილი მეთოდი, რომლის შესახებაც კლინიკა "ბემონის" კონსულტანტი და საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრის "ენ-ბე-ა-კას" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბელიაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო ნიკოლოზ, როგორ დაიბადა ერთობლივი ცენტრის დაარსების იდეა?

- საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვედი. თავად მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი ისრაელში გავიარე და შემდეგ რამდენიმე ადამიანთან, ყოფილ მომხმარებლებთან ერთად ისრაელშივე გავხსენი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ იქ შევიძინე ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება. როცა საქართველოში დაბრუნებულმა თვალი გადავავლე აქ არსებულ ვითარებას, ნარკომანიასთან ბრძოლის პროგრამებს, დავრწმუნდი, რომ ამ სფეროში ბევრი ცვლილება იყო შესატანი. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ, ფირმა "ენ-ბე-ა-კამ", რაც "ნარკომანიასთან ბრძოლის ანონიმურ კონსულტაციებს" ნიშნავს, და კლინიკა "ბემონმა", შევიმუშავეთ ერთობლივი პროგრამა, რომელიც ერთობლივ მკურნალობას ისახავდა მიზნად, დავნერგეთ და დღესდღეობით წარმატებით ვახორციელებთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს პროგრამა ნარკომანიასთან ბრძოლაში გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯია, თუმცა მაინც არ არის ის, რასაც საჭიროება მოითხოვს.

- საქართველოს სხვა კუთხეებშიც ხომ არ აპირებთ მსგავსი მომსახურების დანერგვას?

- საქართველოში ჩემი ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ ყოფილა წუთი, ამ საკითხზე რომ არ მეფიქროს - ასე ხომ რეალური შედეგის მიღება გაცილებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი პირველ რიგში დაკავშირებულია ფინანსებთან, მიბმულია სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოებრივ განწყობაზე, - ცოტა ჭიანურდება.

ისრაელში ქალაქგარეთ გვქონდა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მივდევდით მეურნეობას, გვყავდა ცხენები... ის ადამიანები, რომლებიც კლინიკაში დეტოქსიკაციის კურსს ჩაიტარებდნენ, სწორედ ამ ცენტრში გადიოდნენ რეაბილიტაციას. ამ ყველაფერში ეხმარებოდა ჩემისთანა ხალხი - ყოფილი ნარკოდამოკიდებულები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები. პაციენტები რამდენიმე ხანს იქ ატარებდნენ და შემდეგ დამშვიდებული, დალაგებული გონებით უბრუნდებოდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დეტოქსიკაციის შემდეგ ხდებოდა ადამიანის რესოციალიზაცია. ეს იყო გარდამავალი ეტაპი, რომელიც უნდა გაევლო ყოფილ მომხმარებელს, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია. გვინდა, იგივე მეთოდიკა და მიდგომა აქაც გამოვიყენოთ.

- ზემოთ რამდენიმეჯერ ახსენეთ, რომ ადრე თქვენც მომხმარებელი იყავით. როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ჩვეულებრივი, საშუალოზე ოდნავ მეტი შეძლების ოჯახი გვქონდა. მშობლები რამდენიმე საგანში მამზადებდნენ, ჩემს მაგივრად წყვეტდნენ, რა ჩამეცვა, რა დამეხურა, ვისთან მემეგობრა, რომელ საათზე დამეძინა... ჩემი ძმაც იმავე პრობლემის წინაშე იდგა. რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვა ამოძრავებდათ, უნდოდათ, გვესწავლა და ჩვენი ცხოვრება ნორმალურად წარმართულიყო, მაგრამ არ იყო მთავარი - მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი აზრისა და სურვილების გათვალისწინება. ყველაფერს მბრძანებლურ-მითითებითი ფორმა ჰქონდა. ცხადია, ჩემი განარკომანების ერთადერთი მიზეზი ეს არ ყოფილა. იყო სხვა ფაქტორებიც. ერთი ის, რომ თუმცაღა პიონერთა სასახლეშიც დავდიოდი და არტეკშიც ვარ ნამყოფი, - ქუჩაშიც ვცდილობდი თავის დამკვიდრებას. კი, მეგობრები ანგარიშს მიწევდნენ, მაგრამ ისე არა, რომ ჩემი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულიყო. ზოგჯერ მეუბნებოდნენ, გვერდით მიდექი, მაინც პიონერი ხარ და აქ შენი ადგილი არ არისო. ეს მთრგუნავდა და ვცდილობდი, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს ავტორიტეტს ასწევდა. მეორე კი ის გახლდათ, რომ ცოტად თუ ბევრად შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, უფულობას არასოდეს ვუჩიოდი, და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნარკოტიკებისკენ მიბიძგეს, იმ იმედით, რომ მათაც ვუწილადებდი. ერთი სიტყვით, ჩამითრიეს. ოთხმოციან წლებში ნარკომანია ასე მასობრივად არ იყო მოდებული და მიუხედავად იმისა, რომ წამლის მომხმარებლებს ყველა იცნობდა და მათთან ურთიერთობას ერიდებოდა, მოზარდები ამ ყველაფერს მაინც რომანტიკულად აღიქვამდნენ, რადგან ნარკომანების სიტყვა ქუჩურ ცხოვრებაში ფასობდა.


- და ეს ყველაფერი თორმეტი წელი გაგრძელდა...

- თავიდანვე წამლის ინტენსიური მიღება არ დამიწყია, თუმცა მოსაწევი ცამეტი წლისას უკვე გასინჯული მქონდა, ხოლო თხუთმეტი წლიდან ინექციებზე გადავედი. როცა მივხვდი, რომ ამას სისტემატური სახე მიეცა, სასმელზე გადავერთე. საქართველოში იმხანად უკვე არეულობა იყო და მეც ჩავყევი ამ მორევს. რუსეთში წავედი, შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ბოლოს კი ისრაელში ამოვყავი თავი, სადაც ახალ ნარკოტიკებს - ჰეროინსა და კოკაინს გავუსინჯე გემო...

- მაგრამ უკვე რვა წელზე მეტია "სუფთა" ხართ. როგორ დაანებეთ თავი წამლის მოხმარებას?

- ამაში ბევრი რამ დამეხმარა: ოჯახი, რომელმაც, სხვათა შორის, ერთხანს საერთოდ დაივიწყა ჩემი არსებობა, რომ უნებლიე ხელშეწყობი არ გახდარიყო, მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვერდით მედგნენ, საქმიანი პარტნიორები და ბოლოს - საკუთარი თავი. მე ჩავხედე იმ უფსკრულს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა, მივხვდი, რომ უკვე წამლის მონა ვიყავი და საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. იყო დრო, როცა ნარკოტიკის გამო დავკარგე ირგვლივ მყოფთა პატივისცემა, ავტორიტეტი, რადგან სერიოზულად არავინ აღიქვამდა ადამიანს, რომელიც მთელი დღე მხოლოდ წამალზე ფიქრობდა და მის საშოვნელად დარბოდა. ოთხჯერ თავის მოკვლა ვცადე, ოცდაცხრაჯერ სასამართლო პროცესის მონაწილე ვიყავი, საკუთარი თვალით ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ და ეს ყველაფერი წამალს ანაცვალეს და მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ჩემში თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმძლავრა და თავად მივაკითხე კლინიკას, სადაც "თორმეტი ნაბიჯის" პროგრამით მიმკურნალეს. მე მას უნივერსალურ პროგრამას ვუწოდებ, რადგან ის არა მარტო ნარკომანებზე, არა მარტო ალკოჰოლიზმით დატანჯულებზე, არამედ ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებზეც არის გათვლილი.

- იქნებ ამ პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ...

- დავიწყებ იმით, რომ კლინიკა "ბემონს", რომელთანაც "ენ-ბე-ა-კას" მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, აქვს ნარკოტიკზე დამოკიდებულთა მკურნალობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. მკურნალობა დეტოქსიკაციით არ შემოიფარგლება. ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მნიშვნელოვანია მოსამზადებელი პერიოდი - ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მკურნალობა სჭირდება, უნდა განეწყოს ამ პროცესისთვის, ანუ ოჯახის წევრებს კი არ უნდა უნდოდეთ, რომ მან იმკურნალოს, არამედ თავად უნდა სურდეს. ეს პირველი ნაბიჯია.

მეორე ნაბიჯი დახმარების თხოვნაა. ჩვენთან კონსულტაცია უფასოა, ოღონდ წინასწარ უნდა დარეკოთ და აუცილებლად ოჯახის წევრთან ერთად მობრძანდეთ. ჩვენ კომფორტულ მომსახურებას ვთავაზობთ ყველა მსურველს. ყოველი პაციენტი მარტოა კომფორტულად მოწყობილ პალატაში. უსაფრთხოებისთვის კლინიკას ჰყავს დაცვა, დამონტაჟებულია კამერები. ასეთი მომსახურება დღეს საქართველოს არც ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში არ არის. მას შემდეგ, რაც წამალდამოკიდებული სამკურნალოდ მოგვმართავს, მას უტარდება გამოკვლევები იმის გასაგებად, რა მდგომარეობაშია მისი ორგანიზმი. შემდეგ იწყება დეტოქსიკაციის ეტაპი. მისი ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რა სახის ნარკოტიკს იყენებდა პაციენტი და მკურნალობის რომელი პაკეტი შეირჩა მისთვის. მოგეხსენებათ, ყოველ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - მკურნალობა უნდა ჩატარდეს იმის მიხედვით, რა აწუხებს მას, რა არის წამყვანი მის მდგომარეობაში, ვთქვათ, ტკივილი, ზოგადი დისკომფორტი თუ დაძაბულობა, უძილობა.

დეტოქსიკაციის პერიოდშივე პაციენტებთან მუშაობას იწყებენ ფსიქოლოგები და კონსულტანტები. სტაციონარული მკურნალობის შემდეგ პაციენტს უტარდება ამბულატორიული მკურნალობა და იგი ერთვება რეაბილიტაციის პროგრამაში.

სარეაბილიტაციო პროგრამაში შედის: ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, საინფორმაციო ჯგუფი, თვითდახმარების ჯგუფი, რომელსაც ვუძღვები მე და რამდენიმე ყოფილი მომხმარებელი, რომლებიც ამისთვის თავად მოვამზადე. გარდა ამისა, ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან, პაციენტები დაგვყავს აუზზე და ტრენაჟორებზე, უტარდებათ მასაჟი და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ფიზიოპროცედურებისთვის ვიყენებთ ტრანსკრანიალურ ელექტროსტიმულატორს, რომელიც აღადგენს ენდორფინების გამომუშავებას, მოქმედებს თავის ტვინის ოპიატურ რეცეპტორებზე, რის შედეგადაც პაციენტი უფრო უკეთ გრძნობს თავს - აღარ ტანჯავს "ლომკა", ძლიერი ნარკოტიკული შიმშილი. გვაქვს ასევე ელექტროძილის აპარატი, რომელიც თავის ტვინის ქერქში არსებულ აღგზნებისა და შეკავების კერებზე მოქმედებს და ნერვულ სისტემასა და ბუნებრივ ძილს არეგულირებს. ეს აპარატი არა მხოლოდ ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის, არამედ ნევროზების დროსაც გამოიყენება. აი, ასეთი თანამიმდევრობით ხდება ჩვენთან მკურნალობა-რეაბილიტაცია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მკურნალობა თანამიმდევრულად უნდა ჩატარდეს. აუცილებელია რეაბილიტაციის ბოლომდე მიყვანა, რათა სუფთა, ნათელი პერიოდი ადამიანმა დიდხანს შეინარჩუნოს. დეტოქსიკაციის კურსის შემდეგ პაციენტს "ლომკა" აღარ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს დასახული მიზნის მიღწევას. ამით მხოლოდ ერთი ეტაპი მთავრდება, რომლის შემდეგ იწყება სწორედ იმ პრობლემებზე მუშაობა, რომელთა წინაშეც დგება კლინიკიდან გაწერილი ადამიანი. ეს არის, ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობები ოჯახში, მეგობრებთან თუ სამსახურში, პრობლემები საკუთარ თავთან. ეს ის პრობლემებია, რომლებმაც შესაძლოა ნარკოტიკთან დაბრუნების პროვოცირება მოახდინოს. მე ყველას გვერდით ვარ. ვიცი, რა აწუხებთ, რა სტკივათ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს; ვიცი, რა მოსდით თავში და როგორ უნდა გავუქარწყლო ეს აზრები, როგორ გადავრთო სულიერად; ვიცი, რა ოჯახური პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ, როგორ დაველაპარაკო მათი ოჯახის წევრებს და როგორ შევცვალო ვითარება. დღედაღამ სამსახურში ვარ, ფაქტობრივად აქ ვცხოვრობ, და ნებისმიერმა მკურნალობაგავლილმა იცის, რომ თუ სირთულის წინაშე დადგა, ნებისმიერ დროს შეუძლია დამირეკოს ან მოვიდეს. ჩვენ ერთად აუცილებლად ვიპოვით ყველა პრობლემის გადაჭრის გზას. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.

მის: თბილისი, ქავთარაძის 16, დკც (ყოფილი მე-2 სამკურნალო კომბინატი).

ტელ: 18-60-60; 18-86-00;

877 77-52-46