მედიცინა რევოლუციის ზღურბლზე
- უახლოეს მომავალში დაიწყება ემბრიონული ღეროვანი უჯრედების საფუძველზე დამზადებული ფარმაკოლოგიური საშუალებების ფართო წარმოება და გაყიდვა. აშშ-ში პირველმა სწორედ GERON CORPORATION-მა მიიღო ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ინექციის ოფიციალური ნებართვა მათთვის, ვისაც ხერხემლის დაზიანების გამო გულმკერდის ქვედა ნაწილის სრუ-ლი დამბლა განუვითარდა. რასაკვირველია, ვერავინ დაგვპირდება, რომ ავადმყოფს პირველივე ინექცია ფეხზე დააყენებს, მაგრამ შთამბეჭდავია ექსპერიმენტის შედეგები - პარალიზებულ ვირთხებს უკანა თათების ფუნქცია ნაწილობრივ აღუდგათ. უახლოეს მომავალში დაიწყება ექსპერიმენტი, რომელშიც ათამდე პარალიზებული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გააუქმებს აკრძალვას ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევის ფედერალურ დაფინანსებაზე, რაც საგრძნობლად დააჩქარებს ამ რევოლუციური ტექნოლოგიების განვითარებას.