ახალი პრეპარატი უჯრედებს რადიაციისგან დაიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი პრეპარატი უჯრედებს რადიაციისგან დაიცავს

'

  • მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს წამალი კიბოთი დაავადებულებს სხივური თერაპიის გვერდით ეფექტებს შეუმცირებს და, რაც მთავარია, დასხივებამიღებულთათვის გადაუდებელი დახმარების უებარ საშუალებად იქცევა.

ჯანმრთელი უჯრედების რადიაციით გამოწვეული კვდომა აპოპტოზს - დაზიანებულ უჯრედთა კვდომის მექანიზმს - უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კიბოს უჯრედებს ამ პროცესის ბლოკირების უნარი შესწევთ.

ნიუ-იორკის Roswell Park-ის ონკოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა ანდრეი გუდკოვმა და მისმა კოლეგებმა არასიმსივნური უჯრედების აპოპტოზის ბლოკირება სცადეს, რისთვისაც ფლაგელინის (ადამიანის ნაწლავში მობინადრე ერთ-ერთი ბაქტერიის ცილის) საფუძველზე შექმნილი პრეპარატი გამოიყენეს. მეცნიერთა თქმით, ფლაგელინი ნაწლავთა ბირთვული ფაქტორის აქტივაციის დახმარებით ახდენს აპოპტოზის ბლოკირებას.

ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა CBLB502, თაგვებსა და მაკაკებზე გამოსცადეს. მათ პრეპარატის ინექციას რადიაციის სასიკვდილო დოზით დასხივებამდე 15-60 წუთით ადრე უკეთებდნენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ- წამალმა დაზიანებისგან დაიცვა ძვლის ტვინი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ამით მრავალი ცხოველი გადაარჩინა. პრეპარატის დასხივებიდან ერთი საათის შემდეგ შეყვანაც საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. ამასთანავე, წამალს არავითარი უკუეფექტი არ გამოუწვევია. დამატებითმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არ ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის სხივური თერაპიის ეფექტს და, ამის კვალობაზე, შეიძლება დაინიშნოს კიბოთი დაავადებულთა ქიმიოთერაპიის დროს. ამჟამად ექსპერიმენტატორები ცდილობენ, პრეპარატის კლინიკური გამოცდის უფლება მოიპოვონ.

ჯანმრთელ ადამიანებზე პრეპარატის ტესტირება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.