კონტრაცეპტივის პლასტიკური გართულებები

,
აღმოჩნდა, რომ -
ჰორმონული პლასტირის გამოყენებისას საგრძნობლად იმატებს სისხლის შედედების უნარი, რამაც შესაძლოა ფილტვის ემბოლია გამოიწვიოს. ქალებს, რომლებიც ამ სახის კონტრაცეფციას ამჯობინებდნენ, სისხლის კოლტების წარმოქმნის გაცილებით მაღალი რისკი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც კონტრაცეპტივებს ტაბლეტირებული სახით იღებდა.
ფილტვის ემბოლია ანუ პულმონური ემბოლიზმი ფილტვის არტერიის თრომბით დაცობას ნიშნავს და, ჩვეულებრივ, ქვედა კიდურთა ვენებიდან წამოსული თრომბების ხარჯზე ხდება.
თრომბის მსხვილ სისხლძარღვში მოხვედრისას მოსალოდნელია გულის მწვავე უკმარისობა და უეცარი სიკვდილი, ხოლო შედარებით მცირე ზომის ემბოლები ფილტვის ცალკეული უბნების დაღუპვას და პლევრიტს იწვევს. ამ დროს ხშირად სისხლიანი ნახველი გამოიყოფა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჰორმონული კონტრაცეპტივი-პლასტირი თხელი ლეიკოპლასტირია, რომელიც კვირაში ერთხელ მაგრდება კანზე და თითქმის ასი პროცენტით სანდოა. პლასტირი ყოველდღიურად გამოყოფს 20 მკგ ჰორმონს (ეთილესტრადიოლს და ნორელგესტრომინს), რომელიც კანიდან სისხლში გადადის და ოვულაციას ბლოკავს. იგი იწვევს საშვილოსნოს ყელის ცვლილებებს და ართულებს საშვილოსნოს ღრუში სპერმის მოხვედრას.
მიიჩნევა, რომ პლასტირი-კონტრაცეპტივი, როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალება, უსაფრთხო და ეფექტურია, მაგრამ ქალებს, რომლებსაც თრომბების წარმოქმნის მაღალი რისკი აქვთ, ურჩევენ, კონტრაცეფციის ალტერნატიული გზის შესარჩევად ექიმს მიმართონ.