უეცარი სიკვდილის სინდრომი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექიმები მთელ მსოფლიოში აღნუსხავენ ახალგაზრდების გარდაცვალების აუხსნელ შემთხვევებს, უმთავრესად - გაფურჩქვნის ასაკში, 18-დან 30 წლამდე. მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია აუსს - ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის ფენომენი, დღეს კი ექიმები დაჟინებით მოითხოვენ ახალი ტერმინის - ზრდასრულის უეცარი სიკვდილის სინდრომის - შემოღებას. ამ ტერმინით ისინი მოიაზრებენ ხილული მიზეზების გარეშე ჯანმრთელი ადამიანების გარდაცვალების შემთხვევებს.
ადამიანი უმეტესად ძილის დროს კვდება, ჩვეულებრივ, გულის ან სუნთქვის უეცარი გაჩერებით, თუმცა ასეთი რამ შესაძლოა სიფხიზლეშიც მოუვიდეს. პათანატომიური გაკვეთის დროს ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ პოულობენ, პირიქით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გარდაცვლილი სავსებით ჯანმრთელი იყო.
ხელმისაწვდომი სტატისტიკა გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს იძლევა, რაც ირიბად შეიძლება მოწმობდეს ამ ინფორმაციაზე გრიფის “სრულიად საიდუმლოდ” დადების შესაძლებლობას. ერთ-ერთი წყაროს მონაცემებით, ამ სინდრომის მსხვერპლი კვირაში 4 ადამიანი ხდება, რაც წელიწადში ორას ტრაგედიაზე ოდნავ მეტია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეორე წყაროს ცნობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში უეცარი სიკვდილის სინდრომს წელიწადში დაახლოებით 3500 კაცი ეწირება. არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ყოველწლიურად გულის უეცარი გაჩერებით იღუპება 250 ათასი კაცი.
არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაც, რომელიც მეცნიერებს სულაც არ აძლევს სიმშვიდის საფუძველს. ეს სტატისტიკა მხოლოდ გულით უეცარი სიკვდილის შემთხვევებს აღწერს. მონაცემების თანახმად, ყოველი მილიონიდან კვირაში 30 კაცი ამ უბედურების მსხვერპლია.
მამაკაცებში გულით უეცარი სიკვდილი 2,5-4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. შეტევა ყველაზე ხშირად გამთენიისას ან დილაადრიან ხდება, ასევე - დღის პირველ ნახევარში. ამ პერიოდშია რეგისტრირებული კატასტროფის ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი. კარდიოლოგიური ფონდის თანამშრომელმა ტიმ ბაუკერმა და მისმა კოლეგებმა ლონდონის უნივერსიტეტიდან კარდიოლოგებს სთხოვეს მონაცემების მიწოდება ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამ აუხსნელ, “სასწაულებრივ” გარდაცვალებათა რაოდენობის შესახებ. ბაუკერის სიტყვებით, მსგავს შემთხვევებში გულში სტრუქტურული ცვლილებები არ უნახავთ, ამიტომ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ პრობლემები წარმოიშვა იმ ელექტრონულ იმპულსებში, რომლებიც გულისცემას უწევს კოორდინაციას. ეს იმპულსები ცოცხალი ქსოვილის უჯრედებში იონების გადაადგილების შედეგად წარმოიშობა. ამ პროცესის დარღვევას შესაძლოა გულის ქაოსური ძგერა მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, გულის გაჩერებამდე მიგვიყვანს. თუმცა ამ ყველაფრის დადგენა გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმში შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნავს ბაუკერი, ეს შესაძლოა აისბერგის მწვერვალი იყოს. ზუსტი და გარკვეული დიაგნოზის გარეშე მოვლენის ჭეშმარიტი მასშტაბების შეფასება საკმაოდ ძნელია.
ამ საშიშმა “პროგრესმა” აუცილებლად უნდა შეაშფოთოს მეცნიერებიც და პოლიტიკოსებიც. სავარაუდოდ, არსებული სტატისტიკა მეტად მძიმეა და ამიტომ საზოგადოების ყურადღებას შეგნებულად არ მიაპყრობენ ამ მოვლენას. არადა, ახალგაზრდების - რომლებიც მანამდე არაფრით ყოფილან ავად - უეცარი და აუხსნელი სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა მთელ მსოფლიოში განუხრელად იმატებს. საინტერესოა, რომ უეცარი სიკვდილის სინდრომის საერთო მაჩვენებლის 90%-ს გულით უეცარი სიკვდილის შემთხვევები შეადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უეცარი სიკვდილი დგება გულის კუნთში ელექტრული ან მეტაბოლური დარღვევების გამო, თუმცა ეს ვერაფერს ხსნის, რადგან არ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე - რატომ ჩერდება გულის ბიოელექტრული სტიმულაცია? მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე დარღვევებისა და შეუქცევადი ცვლილებების ზუსტი მექანიზმის მკაფიოდ წარმოდგენის შემდეგ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯი მომდევნო უბედურების ნეიტრალიზაციისკენ.
შეიძლება წარმოვადგინოთ რამდენიმე ჰიპოთეზა, რომლებიც ასე თუ ისე ხსნიან ორგანიზმში ფატალური პროცესების წარმოშობას:
ქიმია
სინამდვილეში ჩვენ ვცხოვრობთ არა რკინის, არა ატომურ, არამედ ქიმიურ საუკუნეში. თუ ირგვლივ დაკვირვებით მიმოვიხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ თითქმის მთლიანად გარემოცულნი ვართ ხელოვნური მასალებით, დაწყებული ტანსაცმელში არსებული სინთეტიკიდან და დამთავრებული ფართო გამოყენებისთვის გამიზნული დე-ეს-პეში არსებული ეპოქსიდური ფისითა და ფენოლებით. გამონაკლისია ზოგიერთი ლითონი, თუმცა ისინიც განიცდიან გარკვეულ ცვლილებებს და მათ თანდათან ზეგამძლე პლასტმასებით ანაცვლებენ.
ასეთ აგრესიულ, არაბუნებრივ ქიმიურ გარემოცვას არ შეუძლია გავლენა არ მოახდინოს უჯრედულ დონეზე მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე. აღნიშნულ შემთხვევაში ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ საცხოვრებელი გარემოს ბანალური მოწამვლა (იმ არსებების შემდგომი მოწამვლით, ვინც ამ გარემოში ცხოვრობს) და უფაქიზესი ბიოქიმიური პროცესების ცვლილებები. ამ უკანასკნელთა გამო ერთ არცთუ მშვენიერ მომენტში ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეაქციები შესაძლოა სულ ოდნავ (და ეს “ოდნავ” სავსებით საკმარისია) გადაიხაროს ერთ ან მეორე მხარეს და ამით სიკვდილის წუთი მოგვიახლოოს.
ტალღები
თითქმის იგივე შეიძლება ითქვას პლანეტაზე არსებული ელექტრომაგნიტური მდგომარეობის შესახებ. ჩვენ უბრალოდ დავცურავთ სხვადასხვა დიაპაზონის - შორეული კავშირისთვის (წყალქვეშა ბირთვული კრეისერებისთვის) განკუთვნილი ზეგრძელი ელექტროტალღებით დაწყებული, უმძლავრესი რადარების მაღალსიხშირიანი იმპულსებით დამთავრებული - ელექტრომაგნიტური გამოსხივების ოკეანეში.
უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწა მზის სისტემაში პლანეტებს შორის მეორე ადგილს იკავებს რადიოგამოსხივების სიმძლავრით (რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე ჩვენი მნათობია). ერთმანეთზე დადებული ელექტრომაგნიტური ტალღები ქაოსურ ინტერფერენციულ სურათს ქმნიან მკვეთრად გამოხატული ენერგეტიკული მინიმუმებით და მაქსიმუმებით. ადამიანი ხვდება მსგავს ექსტრემუმებში და მისი ელექტროფიზიოლოგია რღვევას იწყებს.
ეგზოტიკა
ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზების შესახებ საინტერესო ჰიპოთეზა გამოთქვა ერთ-ერთმა ავსტრალიელმა მეცნიერმა. თუმცაღა ზოგიერთი ექსპერტი ამ იდეას “უაზროს” უწოდებს, მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩვილის სიკვდილის მიზეზი ის არის, რომ ძილის დროს იგი ნახულობს სიზმარს, სადაც ისევ დედის წიაღშია; ვინაიდან დაბადებამდე ჟანგბადი ჭიპლარის საშუალებით მიეწოდებოდა, ჩვილს “ავიწყდება” სუნთქვა და კვდება. სხვათა შორის ეს მექანიზმი გარკვეულწილად შეიძლება განივრცოს ზრდასრულ ადამიანებზეც.