„მაკდონალდსის“ მენიუს საშუალებით გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შესაძლებელია
თავისი სტანდარტულად ერთნაირი მომსახურებით და მენიუთი.
ალბათ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს „მაკდონალდსის“ პროდუქცია და მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც არ მოეწონა „ბიგ მაკის’ და კარტოფილი ფრის გემო.
-
რა არის „მაკდონალდსის“ წარმატების ფორმულა?
ჩემი აზრით, ეს არის არაოფიციალური გარემო, სწრაფი მომსახურება, ჰიგიენის მაღალი სტანდარტი და, რაც მთავარია, გემრიელი საკვები გამორჩეული არომატით.
სხვა ქვეყნები არ ვიცი, მაგრამ ქართული„მაკდონალდსისთვის“ 100%-იანი საქონლის ხორცის წარმოება ხდება გერმანიაში მდებარე ხორცის ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასში მკაცრად არის დაცული ჰიგიენის ნორმები, ხორცის წარმოების წესები და ხარისხის კონტროლის პროცედურები.
ქარხანაში გამოყენებულია საუკეთესო ტექნიკა და პროდუქტის გაყინვის თანამედროვე მეთოდები, დაცულია ხორცის წარმოებისა და შენახვის ვადები. პროდუქტი მუდმივად მოწმდება ქარხანაში არსებულ ლაბორატორიაში. ქართული „მაკდონალდსის“ ხორცი არის 100% საქონლის, არ შეიცავს დანამატებს და არ არის გენმოდიფიცირებული. ამ სფეროს ექსპერტების შეფასებით - „მაკდონალდსის“ პროდუქციის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და არის უსაფრთხო.
შეგვიძლია თვითონაც ვნახოთ, რომ „მაკდონალდსში“ კონტროლდება არა მარტო საკვები პროდუქტები, არამედ მათი მომზადების ყველა ეტაპი და წვრილმანი ნიუანსიც კი, რათა ჩვენამდე მოსული მზა პროდუქტი გემრიელი და ამავდროულად ჯანსაღი იყოს. ამასთან, შესაძლებელია კვების რაციონის კალორიების და მთლიანად ინგრედიენტების შემადგენლობის გაკონტროლება.
„მაკდონალდსის“ თითოეულ მზა პროდუქტს, შესაფუთ მასალაზე, თან ახლავს ცხრილი შემადგენლობის აღწერით, სადაც აღნიშნულია თუ რამდენ კალორიას, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და მარილებს შეიცავს ეს პროდუქტი, რაც კვების რაციონის კალორიების და მთლიანად ინგრედიენტების შემადგენლობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
ასე რომ, „მაკდონალდსის“მენიუს საშუალებით გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შეგვიძლია.
-
„სწრაფი კვება“ - რამდენად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და რა არის მისი ალტერნატივა
ფასტ ფუდი „ქუჩის საკვების“ კრებითი სახელია, რომლის ფესვებიც ამერიკაშია, სადაც მაკდონალდსის იმპერიამ თავისი პირველი რესტორანი გახსნა.
წლების განმავლობაში ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კარტოფილი ფრი, თეთრ პურში გახვეული შემწვარი ხორცი, კოკა-კოლა და დესერტი ნაყინი - მენიუ, რომელიც გვაჯილდოებს გარანტირებული ერთ-ორი კილოგრამით. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელი და სასიამოვნო საჭმელია. „სწრაფი კვების“ მავნე თვისებებსა და კვების რეჟიმის ალტერნატიულ საშუალებებზე გვესაუბრება „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, თამარ ქადაგიშვილი.
- ქალბატონო თამარ, რას შეიცავს ფასტ ფუდი?
- ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სწრაფი კვება ანუ „ფასტ ფუდი“. „ფასტ“ - სწრაფი, „ფოოდ“ - საკვები.
ფასტ ფუდი შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს, მარილს, ემულგატორებს, არომატიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, გენმოდიფიცირებული საქონლის ხორცს. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია ქოლესტერინით.
- იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, თითოეული შემადგენელი როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე?
ინტერვიუს გაგრძელება ნახეთ ბმულზე