/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

„სწრაფი კვება“ - რამდენად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და რა არის მისი ალტერნატივა

ფასტ ფუდი „ქუჩის საკვების“ კრებითი სახელია, რომლის ფესვებიც ამერიკაშია, სადაც მაკდონალდსის იმპერიამ თავისი პირველი რესტორანი გახსნა.

წლების განმავლობაში ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კარტოფილი ფრი, თეთრ პურში გახვეული შემწვარი ხორცი, კოკა-კოლა და დესერტი ნაყინი - მენიუ, რომელიც გვაჯილდოებს გარანტირებული ერთ-ორი კილოგრამით. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელი და სასიამოვნო საჭმელია. „სწრაფი კვების“ მავნე თვისებებსა და კვების რეჟიმის ალტერნატიულ საშუალებებზე გვესაუბრება „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, თამარ ქადაგიშვილი.

- ქალბატონო თამარ, რას შეიცავს ფასტ ფუდი?

- ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სწრაფი კვება ანუ „ფასტ ფუდი“. „ფასტ“ - სწრაფი, „ფოოდ“ - საკვები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფასტ ფუდი შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს, მარილს, ემულგატორებს, არომატიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, გენმოდიფიცირებული საქონლის ხორცს. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია ქოლესტერინით.

- იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, თითოეული შემადგენელი როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

  • ტრანსცხიმები უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ, ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს სიმსუქნეს, ათეროსკლეროზს, ეხმარება დიაბეტის განვითარებას. ცხიმების დიდი რაოდენობით გამოყენება ტვირთავს ღვიძლს. ადამიანის ორგანიზმს უჭირს მათი გადამუშავება და ასევე მათი სრულყოფილი გამოყოფა ორგანიზმიდან. დაახლოებით ორწლიანი ჯანსაღი კვებაა საჭირო მათი გამოდევნისთვის.
  • კვებითი არომატიზატორები, გემოს გამაძლიერებლები, კვებითი დანამატები - მათი იშვიათი და მცირე რაოდენობით გამოყენება არ ქმნის საფრთხეს, მაგრამ მაღალმა კონცენტრაციამ და ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება ღვიძლის დაავადება გამოიწვიოს.
  • გემოს გამაძლიერებლები, ნატრიუმის გლუტამატი-621 - მათი დიდი რაოდენობით გამოყენება შეიძლება ალცჰეიმერის დაავადების, თირკმლის უკმარისობის, საჭმლის მონელების დარღვევის, ბრონქული ასთმის, სხვადასხვა ალერგიული რეაქციის განვითარების მიზეზად იქცეს. ნატრიუმის გლუტამატი იწვევს დამოკიდებულებას. ადამიანებს უჭირთ აღნიშნული საკვებისთვის თავის დანებება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ,სკრინინგ ცენტრში გავიკეთე შემთჩვევთ ეხო და აღმომაჩნდა მარცხენა ეილის ქვედა მესამედში ქსოვილურ სითხური სწორკონტურიანი კვანძი 7*5 მმ...ფარისებერი საერთო მოცულობით 9.8.სმ. ხიდაკი ზომით 2მმ..სამი წლის უკან არაფერი არ იყო.გავიკეთე tsh,ft4 ,anti TPO da ნორმაშია სამივე.საყურადღებოა რამე? კი მითხრა ენდოკრინოლოგმა არაფერია სერიოზული ,მაგრამ 6 თვის მერე გადავაკონტროლოთო.</p>

- რატომ იწვევს ფასტ ფუდი სიმსუქნეს, სხეულის მასის მომატებას?

- ფასტ ფუდი პირდაპირი გზაა სიმსუქნისაკენ. ამ პროდუქტებს აქვთ დაბალი კვებითი ღირებულება და მაღალი კალორიულობა, არაბალანსირებული შემადგენლობა, რასაც განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმები და მარტივი ნახშირწყლები.

ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ტრანსცხიმებს, იწვევს სიმსუქნეს უფრო სწრაფად, ვიდრე ნატურალური საკვები პროდუქტები იმავე კალორიულობით. მათი კალორიულობის გამო ხშირად ერთი წახემსებით ვღებულობთ მთელი დღის ნორმას. ფასტ ფუდის შემადგენლობაში შემავალი მარტივი ნახშირწყალები საშიში პროდუქტია, ისინი სწრაფად შეიწოვება და სრულად არ იხარჯება, მარაგის სახით გროვდება ორგანიზმში. მათი გამოყენება აძლიერებს ინსულინის გამომუშავებას, იწვევს ინსულინრეზისტენტობის განვითარებას. ამ დროს ვაყოლებთ ტკბილ გაზიან სასმელებსაც, რომლის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო სიმსუქნე, არამედ შაქრიანი დიაბეტიც.

- როგორ შევამციროთ ფასტ ფუდის მავნებლობა?

- როგორც აღვნიშნეთ, ფასტ ფუდი არაჯანსაღი კვებითი ჩვევაა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია დიდი რადენობით ტრანსცხიმების, კონსერვანტების, არომატიზატორების, ემულგატორების, გემოს გამაძლიერებლების, მარილის, შაქრის შემცველი პროდუქტები. აღნიშნული ნივთიერებებით მდიდარია ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ძირითადად ის საკვები პროდუქტები, რომელთაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს. ამ ნივთიერებათა მავნე ზეგავლენის ასარიდებლად უნდა შემცირდეს მათი აქტიური მოხმარება.

- რა შეიძლება განვიხილოთ ფასტ ფუდის ალტერნატივად?

- დღევანდელი ცხოვრების ტემპი, დაძაბული დღის რეჟიმი, თავისუფალ დროს არ უტოვებს ადამიანს, ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ქუჩაში უწევს კვება, სწრაფად და მარტივად. შიმშილის დროს ადამიანი არ ფიქრობს, რას ჭამს, რამდენს ჭამს და რამდენად აზიანებს ორგანიზმს არასასურველი საკვებით. უმეტეს შემთხვევაში იმდენად ძლიერია ფასტ ფუდზე დამოკიდებულება, რომ მისი უარყოფა ჭირს.

სწრაფი კვების ობიექტში მომზადებული საკვების მავნე ზემოქმედებისგან თავდასაცავად ფასტ ფუდი ჩავანაცვლოთ ჯანსაღი, ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით. გავამდიდროთ რაციონი ბოსტნეულისგან მომზადებული სალათებით მაიონეზის გარეშე, მცირეოდენი ზეითუნის ზეთით, ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტებით, სეზონური ხილით, ბურღულეულით. მიზანშეწონილია ბოსტნეულის, ხორცის პროდუქტების, თევზის, კვერცხის მიღება მოხარშული სახით. მოვერიდოთ შემწვარი და შებოლილი საკვების გამოყენებას.

- რამდენჯერ და როგორ მივიღოთ საკვები დღის განმავლობაში?

- დღის განმავლობაში რეკომენდებულია 4-5-ჯერ (3.5-4 საათში ერთხელ) კვება. მისაღები საკვების კალორიულობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის სხეულის მასის ინდექსზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ასაკზე, სქესზე, არსებულ დაავადებებზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

„სწრაფი კვება“ - რამდენად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და რა არის მისი ალტერნატივა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები