/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ძვლის სიმსივნეები

ძვლის სიმსივნეები
ძვლის სიმსივნე ძვალში განვითარებული წარმონაქმნია. ის შეიძლება იყოს კეთილთვისებიანიც და ავთვისებიანიც, პირველადიც ანუ

საკუთრივ ძვალში განვითარებულიც, როგორიცაა, მაგალითად, ოსტეოსარკომა ან ოსტეომა, და მეორეულიც, ანუ მეტასტაზურიც, მაგალითად, პროსტატის კიბოს, ნეირობლასტომის მეტასტაზი ძვალში და სხვა.

ძვლის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • ქონდრომა;
  • ოსტეოიდ-ოსტეომა;
  • ოსტეომა;
  • ოსტეოქონდრომა.

ძვლის ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • ოსტეოგენური სარკომა;
  • პაროსტალური სარკომა;
  • იუინგის სარკომა;
  • ქონდროსარკომა.

ძვლის პირველადი სიმსივნე შედარებით იშვიათია. ძვალში სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად სხვა ორგანოში არსებული სიმსივნის მეტასტაზებს წარმოადგენს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლისას, ფილტვისას, პროსტატისას.

ძვლის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ძვლის პათოლოგიური წარმონაქმნების 40%-ს შეადგენს, არის მრავლობითი მიელომა- ძვლის ტვინის უჯრედებისგან განვითარებული სიმსივნე, რომელიც მეორეულად აზიანებს ძვლის ქსოვილს.

მიელომას ბევრი აქვს საერთო ჰემატოლოგიური (სისხლის) სისტემის სხვა სიმსივნურ წარმონაქმნებთან. ოსტეოგენურ სარკომას სიხშირით მეორე ადგილი უკავია (შემთხვევათა 33%). ის ძვლის პირველადი სიმსივნეა.

ოსტეოგენური სარკომა, ჩვეულებრივ, ხელებსა და მუხლებზე წარმოიქმნება, იუინგის სარკომა კი აზიანებს მენჯისა და ბარძაყის ძვლებს. ორივე ამ ტიპის სიმსივნე უმეტესად მოზარდებსა და ახალგაზრდებთან გვხვდება, თანაც ბიჭებთან - უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებთან.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

ქონდროსარკომახრტილის სიმსივნეა. ის, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება ტანზე, აგრეთვე - ხელებისა და ფეხების ზედა ნაწილებზე. გვხვდება უმთავრესად შუახნისებსა და ხანდაზმულებთან, ქალებზე ხშირად - მამაკაცებთან. ქონდროსარკომის წილი ძვლის პირველად სიმსივნეებს შორის დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

ავთვისებიანი ფიბროზული ჰისტიოციტომაიშვიათია. ეს სიმსივნე უმთავრესად ხელებსა და ფეხებზე ლოკალიზდება, განსაკუთრებით - მუხლის სახსრის არეში. ზრდასრულ ქალებსა და მამაკაცებთან ერთნაირი სიხშირით გვხვდება.

ძირითადი მიზეზები

ძვლის პირველადი სიმსივნის მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია. პირებს, რომლებიც ძვლის ანთებითი პროცესებით არიან დაავადებულნი (პეჯეტის დაავადება), ზრდასრულ და ხანდაზმულ ასაკში ოსტეოგენური სარკომის განვითარების რისკი ემუქრებათ, თუმცა სიმსივნე ცოტას უვითარდება.

ძვლის მეორეული სიმსივნეები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა ორგანოში არსებული სიმსივნური წარმონაქმნების მეტასტაზებია. სამწუხაროდ, ზოგჯერ სწორედ ეს მეტასტაზური სიმსივნეა ავთვისებიანი სენის პირველი გამოვლინება, პირველადი სიმსივნე კი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

  • გამოვლინებები

ძვლის როგორც პირველადი, ასევე მეორეული სიმსივნეებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც პირველი შესამჩნევი სიმპტომია.

ტკივილი, როგორც წესი, ღრმაა, ყრუ და მუდმივი, არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან ან რაიმე საქმიანობასთან. ტკივილის შეგრძნება ამ დროს იმდენად შემაწუხებელია, რომ შესაძლოა, უძილობის მიზეზად იქცეს. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ტკივილის სიმპტომი მრავალი სხვა დაავადებისა თუ მდგომარების გამოხატულება იყოს, მაგრამ თუ არ გაიარა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მისვლა.

სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კიდურებისა და სახსრების შეშუპება, ასევე - დაავადებულ ადგილებში ძვლების გამყიფება (განსაკუთრებით - ბავშვებთან). ძვლების სიმყიფის გამო დაავადების პირველი სიმპტომი შესაძლოა მოტეხილობა გახდეს, რომელიც ხშირად მსუბუქ დაცემას, უმნიშვნელო ტრავმას ან მარტივ მოძრაობას მოჰყვება.

ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გონების დაბინდვა. ეს მაშინ, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის განვითარების გამო კალციუმის მარილები ძვლებიდან სისხლში ხვდება და დასაბამს აძლევს ჰიპერკალციემიას (სისხლში კალციუმის დონის მომატებას). ასეთი ალბათობა განსაკუთრებით იზრდება მეორეული სიმსივნეების დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ძვლის სიმსივნეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძვლის სიმსივნეები

საკუთრივ ძვალში განვითარებულიც, როგორიცაა, მაგალითად, ოსტეოსარკომა ან ოსტეომა, და მეორეულიც, ანუ მეტასტაზურიც, მაგალითად, პროსტატის კიბოს, ნეირობლასტომის მეტასტაზი ძვალში და სხვა.

ძვლის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • ქონდრომა;
  • ოსტეოიდ-ოსტეომა;
  • ოსტეომა;
  • ოსტეოქონდრომა.

ძვლის ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • ოსტეოგენური სარკომა;
  • პაროსტალური სარკომა;
  • იუინგის სარკომა;
  • ქონდროსარკომა.

ძვლის პირველადი სიმსივნე შედარებით იშვიათია. ძვალში სიმსივნური წარმონაქმნი უმეტესად სხვა ორგანოში არსებული სიმსივნის მეტასტაზებს წარმოადგენს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლისას, ფილტვისას, პროსტატისას.

ძვლის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ძვლის პათოლოგიური წარმონაქმნების 40%-ს შეადგენს, არის მრავლობითი მიელომა - ძვლის ტვინის უჯრედებისგან განვითარებული სიმსივნე, რომელიც მეორეულად აზიანებს ძვლის ქსოვილს.

მიელომას ბევრი აქვს საერთო ჰემატოლოგიური (სისხლის) სისტემის სხვა სიმსივნურ წარმონაქმნებთან. ოსტეოგენურ სარკომას სიხშირით მეორე ადგილი უკავია (შემთხვევათა 33%). ის ძვლის პირველადი სიმსივნეა.

ოსტეოგენური სარკომა, ჩვეულებრივ, ხელებსა და მუხლებზე წარმოიქმნება, იუინგის სარკომა კი აზიანებს მენჯისა და ბარძაყის ძვლებს. ორივე ამ ტიპის სიმსივნე უმეტესად მოზარდებსა და ახალგაზრდებთან გვხვდება, თანაც ბიჭებთან - უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებთან.

ქონდროსარკომა ხრტილის სიმსივნეა. ის, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება ტანზე, აგრეთვე - ხელებისა და ფეხების ზედა ნაწილებზე. გვხვდება უმთავრესად შუახნისებსა და ხანდაზმულებთან, ქალებზე ხშირად - მამაკაცებთან. ქონდროსარკომის წილი ძვლის პირველად სიმსივნეებს შორის დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

ავთვისებიანი ფიბროზული ჰისტიოციტომა იშვიათია. ეს სიმსივნე უმთავრესად ხელებსა და ფეხებზე ლოკალიზდება, განსაკუთრებით - მუხლის სახსრის არეში. ზრდასრულ ქალებსა და მამაკაცებთან ერთნაირი სიხშირით გვხვდება.

ძირითადი მიზეზები

ძვლის პირველადი სიმსივნის მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია. პირებს, რომლებიც ძვლის ანთებითი პროცესებით არიან დაავადებულნი (პეჯეტის დაავადება), ზრდასრულ და ხანდაზმულ ასაკში ოსტეოგენური სარკომის განვითარების რისკი ემუქრებათ, თუმცა სიმსივნე ცოტას უვითარდება.

ძვლის მეორეული სიმსივნეები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა ორგანოში არსებული სიმსივნური წარმონაქმნების მეტასტაზებია. სამწუხაროდ, ზოგჯერ სწორედ ეს მეტასტაზური სიმსივნეა ავთვისებიანი სენის პირველი გამოვლინება, პირველადი სიმსივნე კი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

  • გამოვლინებები

ძვლის როგორც პირველადი, ასევე მეორეული სიმსივნეებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც პირველი შესამჩნევი სიმპტომია.

ტკივილი, როგორც წესი, ღრმაა, ყრუ და მუდმივი, არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან ან რაიმე საქმიანობასთან. ტკივილის შეგრძნება ამ დროს იმდენად შემაწუხებელია, რომ შესაძლოა, უძილობის მიზეზად იქცეს. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ტკივილის სიმპტომი მრავალი სხვა დაავადებისა თუ მდგომარების გამოხატულება იყოს, მაგრამ თუ არ გაიარა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მისვლა.

სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კიდურებისა და სახსრების შეშუპება, ასევე - დაავადებულ ადგილებში ძვლების გამყიფება (განსაკუთრებით - ბავშვებთან). ძვლების სიმყიფის გამო დაავადების პირველი სიმპტომი შესაძლოა მოტეხილობა გახდეს, რომელიც ხშირად მსუბუქ დაცემას, უმნიშვნელო ტრავმას ან მარტივ მოძრაობას მოჰყვება.

ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გონების დაბინდვა. ეს მაშინ, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის განვითარების გამო კალციუმის მარილები ძვლებიდან სისხლში ხვდება და დასაბამს აძლევს ჰიპერკალციემიას (სისხლში კალციუმის დონის მომატებას). ასეთი ალბათობა განსაკუთრებით იზრდება მეორეული სიმსივნეების დროს.


  • გამოკვლევები

ძვლის სიმსივნის პირველი სადიაგნოსტიკო ტესტი რენტგენოლოგიური კვლევაა. ძვლის პირველად სიმსივნეებს დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათი აქვს - სურათზე ჩანს ან მუქი ლაქები ძვლის დაზიანებულ უბნებზე, ან თეთრი ლაქები იმ ადგილებზე, სადაც სიმსივნური წარმონაქმნის გამო კალციუმის ჩანართებია განვითარებული ახალი ძვლების ფორმირებით (ე. წ. სკლეროზი).

ძვლების სკანირება უფრო ნატიფი მეთოდია. ის ავლენს ძალიან წვრილ “ცხელ წერტილებს”, პრაქტიკულად უხილავს რენტგენოლოგიური კვლევით.

მეორეული სიმსივნეების დროს, როდესაც ცნობილია პირველადი სიმსივნის განვითარების ადგილი (ლოკალიზაცია), ბიოფსია არ არის საჭირო. თუ პირველადი სიმსივნური დაზიანება არ არის ლოკალიზებული (ანუ გარკვეული, დადგენილი), ბიოფსია აუცილებელია საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ასეთ დროს პუნქციურ ბიოფსიას მიმართავენ ადგილობივი ანესთეზიის (გაუტკივარების) ფონზე. ზოგჯერ საჭირო ხდება ღია ბიოფსიაც, რაც ზოგადი გაუტკივარების ფონზე მიმდინარე ოპერაციაა.

  • ძვლის პირველადი სიმსივნეების მკურნალობა

ძვლის პირველადი სიმსივნეების დროს, ჩვეულებრივ, ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ. წინათ ტარდებოდა ფართომასშტაბიანი ოპერაციები, მათ შორის - დაზიანებული კიდურის ამპუტაცია (მოკვეთა). დღეს უმეტესად ძვლის მხოლოდ დაზიანებულ უბანს აცილებენ და შემდგომ იმპლანტატით ცვლიან. ეს დამზოგველი ოპერაციაა, მკურნალობის თანამედროვე მეთოდი.

ძვლის სიმსივნური უჯრედების ფილტვებში (ერთ ან ორ უბანში) ჩაზრდის შემთხვევაშიც კი დაზიანებული უბნები შეიძლება ქირურგიული მეთოდით მოსცილდეს, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტი ახალგაზრდაა და მის ორგანიზმს შესწევს უნარი, ოპერაცია გადაიტანოს.

არსებობს ძვლის პირველადი სიმსივნის რამდენიმე ტიპი, რომელთა დროსაც ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად რადიოთერაპიაც ტარდება. ოსტეოგენური სარკომების დროს რადიოთერაპიას ქირურგიული ჩარევის შემდეგ, როგორც წესი, არ მიმართავენ, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია, შეიძლება რადიოთერაპიის გამოყენება.

რაც შეეხება იუინგის სარკომას, ის მეტად მგრძნობიარეა რადიოთერაპიისადმი. ეს უკანასკნელი ამ ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ ხშირად ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ტარდება, ანდა საწყისი მკურნალობის სახით ქირურგიულ ჩარევამდე.

ქონდროსარკომის დროს რადიოთერაპია მიზანშეწონილია ოპერაციის შემდეგ, მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მით უფრო - თუ სიმსივნური წარმონაქმნის მთლიანად მოცილება ვერ მოხერხდა.

ქიმიოთერაპიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველადი სიმსივნეების მკურნალობისას. ის ტარდება როგორც ადიუვანტური თერაპია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ოსტეოგენური სარკომის შემთხვევაში და მიმართულია ნებისმიერი უმცირესი მეტასტაზის აღმოსაფხვრელად, რომელიც კი შეიძლება დარჩეს ოპერაციული ჩარევის შემდეგ.

დღეს ქიმიოთერაპიის წყალობით უამრავი პაციენტის გადარჩენაა შესაძლებელი. ბოლო ხანს ექიმთა გარკვეული ნაწილი მიმართავს არაადიუვანტურ თერაპიას, ანუ მედიკამენტურ მკურნალობას ნიშნავს ოპერაციულ ჩარევამდე ერთგვარი ექსპერიმენტის სახით, იმის გასარკვევად, იძლევა თუ არა მკურნალობის მეთოდების ასეთი შერწყმა სასურველ შედეგს. აღნიშნული თერაპიის მიზანია სიმსივნური წარმონაქმნის იმ დონემდე შემცირება, რომ შესაძლებელი გახდეს დამზოგველი ოპერაციის ჩატარება. მაგალითად, იუინგის სარკომის დროს ჩვეულებრივი მიდგომა მოიცავს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსს ოპერაციამდე სიმსივნური წარმონაქმნის შესამცირებლად შემდგომ ქირურგიული ოპერაციის, რადიოთერაპიის ან ორივე მეთოდის ერთდროული გამოყენებით.

ქონდროსარკომის შემთხვევაში ქიმიოთერაპია არსებით როლს არ ასრულებს.

  • ძვლის მეორეული სიმსივნეების მკურნალობა

ძვლის მეორეული სიმსივნეების მკურნალობა პირველადი (საწყისი) სიმსივნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირველადი სიმსივნე გულმკერდის ღრუში განვითარდა, ძვლების მეორეულ სიმსივნურ წარმონაქმნებს მკურნალობენ იმავე მეთოდებით, რომლებიც სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება, კერძოდ, ჰორმონოთერაპიითა და ქიმიოთერაპიით.

ძვლის მეორეული ანუ მეტასტაზური სიმსივნეების დროს ხშირად აქტიურდება ძვლებში არსებული დამშლელი უჯრედები - ოსტეოკლასტები. არსებობს ასეთი პრეპარატები - ბიფოსფონატები, რომლებიც აქვეითებს ოსტეოკლასტების აქტივობას და აფერხებს ძვლის დაშლის პროცესს.

  • იუინგის სარკომა

იუინგის სარკომა არის სიმსივნური დაავადება, რომელიც აზიანებს ძვლებს და ძვლის მახლობელ ქსოვილებს. გვხვდება უმეტესად მამრობითი სქესის მოზარდებსა და ახალგაზრდებთან. ცნობილია, რომ იუინგის სარკომის პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ქრომოსომული მუტაცია, ხოლო სიმსივნური პროცესის კლინიკური გამოვლენის ხელშემწყობ ფაქტორს ძვლის ტრავმა წარმოადგენს.

სიმსივნის აგრესიულობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე - მოზარდებში ის უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე ზრდასრულებში.

იუინგის სარკომა ვითარდება როგორც ლულოვან, ასევე ბრტყელ ძვლებში, აზიანებს უმთავრესად ბარძაყის ძვლებს, მხრებს, მენჯის ძვლებს, ასევე ნეკნებს, ბეჭის ძვლებსა და ხერხემალს. ჰისტოლოგიურად იგი წარმოადგენს ერთტიპურ წვრილ უჯრედებს, რომლებიც სპეციფიკური შეღებვისას ლურჯ შეფერილობას იღებს. ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ ნეირობლასტომას, ფილტვების კიბოსა და ლიმფომას.

ყველა ჩამოთვლილი სიმსივნისთვის დამახასიათებელია საერთო ნიშანი - მათი უჯრედები არადიფერენცირებულია. დაავადების საწყის კლინიკურ ეტაპზე თავს იჩენს ძვლების ტკივილი და ახლომდებარე სახსრის ფუნქციის დარღვევა.

უმეტესად სიმსივნე იზრდება ბარძაყის ძვლის ქვედა მესამედში ან კიდევ მუხლის სახსრის არეში. ასეთი ლოკალიზაციის გამოა სწორედ, რომ ახალგაზრდა ტკივილს განსაკუთებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ფეხის მსუბუქ ტრავმას ან უხეშ მოძრაობას აბრალებს და, ბუნებრივია, სიმსივნეს არც კი ეჭვობს.

საყურადღებოა, რომ, ფეხის ტრავმის შედეგად აღმოცენებულისგან განსხვავებით, სიმსივნური პროცესის თანმხლები ტკივილი არ გაივლის, არ ცხრება მოსვენებისას, ამიტომაც მას უპირატესად ღამით აღიქვამენ. ტკივილის სიმპტომს ხშირად ერთვის სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება, ზოგადი სისუსტე და მოუსვენრობა. სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის კვალობაზე, ანთებით პროცესში ახლომდებარე სახსარი ერთვება და მისი ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც იჩენს თავს. სახსრის ზედაპირზე არსებული კუნთები კომპენსატორულად იჭიმება, ერთგვარად იცავს სახსარს მოძრაობისგან. სიმსივნის საპროექციო არეში კანი წითლდება, ქსოვილები ხურდება და თვალსაჩინო ხდება კანის სისხლძარღვების გაგანიერება.

პირველი სავარაუდო მიზეზი მოტეხილობაა, გართულებული ართრიტით ან ოსტეომიელიტით. ზოგჯერ, როდესაც იუინგის სარკომა ნეკნებს მოიცავს, კლინიკური სურათი პნევმონიას ან პლევრიტს წააგავს - გულმკერდის არეში აღმოცენებული ტკივილის გამო პაციენტი ზერელედ სუნთქავს, რათა სუნთქვის მოძრაობა შეზღუდოს და გულმკერდის ნაწილი ზედმეტი მოძრაობისგან დაზოგოს. აღწერილი კლინიკა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდს მოიცავს. ექიმთან დროულად მისვლა დამზოგველი ოპერაციის ჩატარების საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, ექიმთან მისვლის დროისათვის, როგორც წესი, უკვე მეტასტაზებია განვითარებული, ამიტომ აუცილებელი ხდება ქიმიოთერაპიის ჩატარება. ამასთან ერთად ხდება სიმსივნური წარმონაქმნის მოცილება ძვლის დაზიანებულ ნაწილთან ერთად, შემდეგ კი ლოკალური რადიოთერაპია.