News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

'

  • კოკაინის საწინააღმდეგო ვაქცინა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2009 წლის დამდეგს კოკაინის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა დაიწყება. უკვე შერჩეულია 170 მოხალისე. ექსპერიმენტი ესპანეთის 10 საავადმყოფოში ჩატარდება.

დოქტორმა კარლოს ალვარეს ვარამ განაცხადა, რომ ვაქცინაციას აქვს მხოლოდ თერაპიული მიზანი და გამოყენებულ იქნება ნარკოტიკებზე დამოკიდებული პაციენტებისთვის. მან განმარტა, რომ ვაქცინაციის მიზანია ნარკომანის ორგანიზმში ისეთი ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც კოკაინის მოლეკულებს ტვინში შეღწევის საშუალებას არ მისცემს.

ახლახან ესპანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსახლეობის კოკაინისადმი ლტოლვის მიხედვით ამ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ესპანელმა ნარკოლოგებმა აღნიშნეს, რომ 2007 წელს კოკაინმა დაახლოებით 800 ადამიანი იმსხვერპლა და ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება ათი წლის წინანდელს.

  • იტალიელმა მეცნიერებმა ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს

ეპილეფსიას უძველესი დროიდან იცნობენ. ეპილეფსიური გულყრები ჰქონდა მრავალ ცნობილ ადამიანს - ბუდას, ცეზარს, ნაპოლეონს, დანტეს, ვან გოგს, ნობელს, დოსტოევსკის...

იტალიელმა მეცნიერებმა ამ დაუნდობელ დაავადებას გასაღები უპოვეს. მათ აღმოაჩინეს მეტად საშიში კავშირი ლეიკოციტებსა და თავის ტვინის სისხლძარღვებს შორის. როგორც ჩანს, სწორედ ეს კავშირი უდევს საფუძვლად ეპილეფსიას.

ვერონის უნივერსიტეტის დოქტორებმა გაბრიელ კონსტანსინინმა და პაოლო ფაბენმა თაგვებზე ცდები ჩაატარეს: მათ სპეციფიკური ანტისხეულებით დაბლოკეს ეს კავშირი, რამაც საგრძნობლად შეამცირა გულყრების რიცხვი და შეაფერხა დაავადების განვითარება.

გამორიცხული არ არის, ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყაროს ეპილეფსიის მკურნალობის ახალ, ეფექტურ მეთოდს.

ეპილეფსიით დაავადებულთა რეალური რიცხვის დადგენა ძნელია, რადგან ბევრმა არც კი იცის, რომ დაავადებულია, ბევრი კი ავადმყოფობას მალავს. უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში ეპილეფსია სჭირს 4 მილიონამდე ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 კაცზე 15-20 ავადმყოფი მოდის. სავარაუდოდ, მაჩვენებელი სხვა ქვეყნებშიც ასეთივე ან დაახლოებით ასეთივეა, ვინაიდან დაავადება არ არის დამოკიდებული სქესზე, რასაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და საცხოვრებელ ადგილზე. ექიმების აზრით, განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს დაავადებისადმი მემკვიდრეობით განწყობას. ეპილეფსიის მკურნალობის რადიკალური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მედიკამენტები ასიდან 60-70 შემთხვევაში საგრძნობლად აიშვიათებს შეტევებს.

ევროპის ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: ეპილეფსიით დაავადებულია ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 1%; მათ მესამედს მედიკამენტები შვებას ვერ ჰგვრის და იძულებულნი არიან, შეტევების შესაჩერებლად ქირურგიულ ჩარევას მიმართონ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დაავადება იშვიათად იწვევს სიკვდილს, ფიზიკური ჯანმრთელობის ან გონებრივი შესაძლებლობების ღრმა ცვლილებებს.

იტალიელი მეცნიერების აღმოჩენამ შესაძლოა ეპილეფსიასთან ბრძოლის გარდამტეხ ეტაპს დაუდოს სათავე.

  • გაციების სეზონზე დაბალკალორიული დიეტა საშიშია

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიეტაზე მყოფი და დაბალკალორიული პროდუქტებით გატაცებული ადამიანები სხვებზე გაცილებით ხშირად ავადდებიან ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით.

მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი თაგვებზე. მღრღნელები, რომლებიც დაავადებამდე არასრულფასოვნად (დაბალკალორიული საკვებით) იკვებებოდნენ, უფრო ადვილად ინფიცირდებოდნენ, დიდხანს ავადმყოფობდნენ, ადვილად კარგავდნენ წონას და ხშირად იხოცებოდნენ.

"თუ ორგანიზმი შეხვდა უცნობ ვირუსს, იმუნურ სისტემას არ ექნება გამომუშავებული მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ ორგანიზმი იძულებული გახდება, თავი დაიცვას სპეციალური უჯრედებით და დახოცოს მიკრობები, - ამბობს ნუტრიციოლოგი ელიზაბეტ გარდნერი, - ამ უჯრედებს ნატურალურ ქილერებს უწოდებენ. ისინი ამოიცნობენ ინფიცირებულ უჯრედებს და სწრაფად ერთვებიან ბრძოლაში. ჩვენი მონაცემებით, როდესაც ორგანიზმი სათანადო ოდენობის კალორიას ვერ იღებს, ცხოველები გრიპით ინფიცირებისადმი ხდებიან მიდრეკილნი და მათი იმუნური სისტემა ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ნატურალური ქილერის გამომუშავებას. ექსპერიმენტის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ წინასწარ მომზადებული ორგანიზმი ვირუსთან შეხვედრის შემთხვევაში სწრაფად და ნაკლები დანაკარგით ამარცხებს ინფექციას. ზრდასრულ ადამიანს შეუძლია შეზღუდოს საკვების კალორიულობა წელიწადში 8 თვე, მაგრამ იმ 4 თვის განმავლობაში, რომლებიც გაციების სეზონს ემთხვევა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს. ორგანიზმი დამატებით სტრესს, მაგალითად ინფექციას, რომ გაუმკლავდეს, მას დამატებითი რეზერვები სჭირდება".

ამჟამად ელიზაბეტ გარდნერი დაბალკალორიული დიეტის დროს იმუნიტეტის მუშაობის გაუარესების მექანიზმს შეისწავლის. გამოკვლევის შედეგები მეცნიერებს დაეხმარება, დაადგინონ საკვების გავლენა ადამიანის იმუნურ სისტემაზე და განსაზღვრონ, როგორ პირობებში უკეთ უწევს წინააღმდეგობას ინფექციას ორგანიზმი.

  • მალე ღორები ადამიანებს დონორობას გაუწევენ

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში გამართული კონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანებისთვის ღორის ორგანოთა ტრანსპლანტაციას მიუძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ღორის ორგანოების ადამიანისთვის გადანერგვა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა ქსენოტრანსპლანტაციის ანუ ადამიანისთვის ცხოველის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის გადანერგვის რეგულაციის პრინციპები.

ქსენოტრანსპლანტაციის მთავარი მიზანია დონორი ორგანოების რაოდენობის გაზრდა, რადგან დღეს დონორი ორგანოს უქონლობის გამო უამრავი ადამიანი იღუპება.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანის იმუნური სისტემის მიერ გადანერგილი ორგანოს მოშორების პრობლემა უკვე აღარ წარმოადგენს აქილევსის ქუსლს.

მინესოტის უნივერსიტეტში ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა: დიაბეტით დაავადებულ მაიმუნს ღორის პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედები გადაუნერგეს. გადანერგილი უჯრედები 100 დღის განმავლობაში გამოიმუშავებდა ინსულინს და მაიმუნს ინსულინის ინექცია აღარ სჭირდებოდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ უკვე შეიძლება სცადონ დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობა ღორის კუნძულოვანი უჯრედებით, მაგრამ ამისთვის მათ FDA-ს ნებართვა სჭირდებათ.

იმ ქვეყნებში, სადაც ქსენოტრანსპლანტაციის ტიპის ექსპერიმენტები აკრძალული არ არის, დიაბეტით დაავადებულებზე ამგვარ მეთოდს უკვე ცდიან. მაგალითად, ახალზელანდიურმა კომპანიამ Living Cell Technologies-მა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების ნებართვით ამგვარი ექსპერიმენტი დიაბეტით დაავადებულ უკვე ხუთ პაციენტზე განახორციელა. ღორის კუნძულოვანი უჯრედებით მკურნალობის არსი ასეთია: უჯრედებს ათავსებენ ორგანულ კაფსულაში, რომლის გარსი ატარებს საკვებ ნივთიერებებსა და ჰორმონებს, მაგრამ იცავს უჯრედს იმუნურ სისტემასთან კონტაქტისგან.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კუნძულოვანი უჯრედებით მკურნალობის მცდელობა წარმატებული იქნება, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის ცხოველის მთელი ორგანოს გადანერგვას, თუმცა ამ შემთხვევაში მედიცინა მეტად რთული პრობლემის წინაშე დადგება: როგორც კი ტრანსპლანტატი სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჩაერთვება, მას აუცილებლად მოუწევს იმუნურ სისტემასთან შეჯახება. მაგრამ დღეს არც ეს არის გადაულახავი სირთულე.

რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური კვლევა ისეთი ტრანსგენური ღორის გამოსაყვანად, რომლის ორგანოს ადამიანის ორგანიზმი არ უკუაგდებს. ვირჯინიის ბლეკსბურგის უნივერსიტეტში მკვლევარებმა უკვე შეძლეს ღორის ალფა-გელ პროტეინის წარმოშობაზე პასუხისმგებელი გენის ბლოკირება - სწორედ ამ პროტეინის საშუალებით ცნობს ადამიანის იმუნური სისტემა უცხო ორგანოს.

კონფერენციაზე ითქვა, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ქსენოტრანსპლანტაციის ეთიკური პრობლემების განხილვაში. ინგლისელმა მეცნიერმა პიტერ დოილმა აღნიშნა: "ქსენოტრანსპლანტაციას მართლაც შეუძლია დაეხმაროს მილიონობით ადამიანს, მაგრამ კვლევებისა და ექსპერიმენტების გლობალური რეგულაციისა და კონტროლის გარეშე მან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანოს".

  • ალცჰაიმერის დაავადების ახალი წამალი

აშშ-ში, სამედიცინო კონფერენციაზე, ალცჰაიმერის ახალი სამკურნალო პრეპარატ რემბერის მაღალი ეფექტურობა აღინიშნა.

პრეპარატის მოქმედება მეხსიერების დაქვეითებაზე პასუხისმგებელი ცილოვანი უჯრედების წინააღმდეგ არის მიმართული. ალცჰაიმერის დაავადების დროს რემბერს ტვინში მიმდინარე პროცესების შეჩერება შეუძლია. მეტიც - მას დაზიანებული უბნების ნაწილობრივი აღდგენაც კი ძალუძს. პრეპარატი დამატებით კვლევას საჭიროებს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ის სააფთიაქო ბაზარზე გამოვა.

  • წინადაცვეთა ჰომოსექსუალისტებს აივ ინფექციისგან ვერ დაიცავს

წინადაცვეთა, რომელიც ჰეტეროსექსუალებს შორის საგრძნობლად ამცირებს აივინფიცირების რისკს, პარაქტიკულად უსარგებლოა ჰომოსექსუალური ორიენტაციის მამაკაცებისთვის, - ამ დასკვნამდე მივიდნენ დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტები აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად.

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც გრეგორიო მილეტი ხელმძღვანელობდა, გააანალიზა იმ 15 კვლევის შედეგები, რომლებშიც დაახლოებით 53 ათასი ჰომოსექსუალური კონტაქტის მქონე მამაკაცი მონაწილეობდა. მათი ნახევარი წინადაცვეთილი იყო.

გაირკვა, რომ ჰომოსექსუალური კონტაქტის დროს წინადაცვეთა 14%-ით ამცირებს აივინფიცირების რისკს, მაგრამ სტატისტიკურად ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოა. შედეგის დასადასტურებლად აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკელ მამაკაცებს ურჩევს, შიდსის პროფილაქტიკის მიზნით წინადაცვეთა ჩაიტარონ. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროცედურა ტრადიციული სქესობრივი კონტაქტის დროს აივინფიცირების რისკს 40-60%-ით ამცირებს.