News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

.

  • ფინელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდი შეიმუშავეს

ფინელმა მეცნიერებმა სისხლის ანალიზის მიხედვით ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მეთოდი შეიმუშავეს. ალცჰაიმერის დაავადება უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მეტწილად 65 წელს გადაცილებულებს შორის იჩენს თავს და თავდაპირველად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ალცჰაიმერის დაავადების პირველი სიმპტომი მეხსიერების დაქვეითებაა, მერე და მერე უარესდება მეტყველებისა და მოსმენილის გაგების უნარი, ორგანიზმის ფუნქციები თანდათანობით ჩლუნგდება და, დასასრულ, პაციენტი კვდება.

მკვლევრება მოახერხეს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ნიშნები თვალსაჩინო კლინიკური სურათის ჩამოყალიბებამდე 5 წლით ადრე გამოევლინათ. გამოკვლევაში მონაწილეობა 70 წელს მიღწეულმა ორივე სქესის 226-მა ადამიანმა მიიღო. მათ ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის დასაწყისში 37 მათგანს ალცჰაიმერის დაავადება დაუდასტურდა, 46-ს ჯანსაღი მეხსიერება აღმოაჩნდა, ხოლო 143 გულმავიწყობას უჩიოდა. გამოკვლევის დასასრულს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი კიდევ 52 კაცს დაუსვეს "გულმავიწყების" ჯგუფიდან.

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს გამოკვლევის დასაწყისშივე გამოვლენილ და გამოკვლევის ბოლოს დიაგნოსტირებულ პაციენტთა სისხლის ნიმუშები და გამოავლინეს ბიომარკერები, რომლებიც დაავადების განვითარების დასაწყისზე მიუთითებდა. ეს მარკერები აღმოჩნდა მეტაბოლიტების სამი ჯგუფი, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოიშობა ქსოვილებსა და ორგანოებში. მათი კონცენტრაცია მომატებული აღმოაჩნდათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოუვლინდათ ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები.

გამოკვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში პრაქტიკაში ფართოდ დაინერგება სისხლის ანალიზის მიხედვით დაავადების ადრეული გამოვლენის მეთოდი, მათ მიერ აღმოჩენილი ბიომარკერები კი მეცნიერებს ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდების შემუშავებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ადრეული დიაგნოსტიკის წყალობით შესაძლებელი გახდება ალცჰაიმერის დაავადების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, კერძოდ, ხანდაზმულთა დიეტისა და ცხოვრების წესის კორეგირება მანამდე, სანამ ტვინის დაზიანება მასიურ ხასიათს მიიღებს.

  • რატომ ჭირს ტუბერკულოზისგან განკურნება

ჰარვარდის უნივერსიტეტში მკვლევართა ჯგუფმა გაარკვია, რატომ ჭირს ზოგჯერ ტუბერკულოზის ანტიბიოტიკებით განკურნება. მეცნიერებმა შეისწავლეს მიკობაქტერიის უჯრედების დაყოფა და ზრდა. მათ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გაწეული სამუშაო შესაძლებელს გახდის ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მეთოდის შექმნას.

მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. დაავადება რთული სამკურნალოა. წესისამებრ, ინიშნება ანტიბიოტიკების ნაკრები, რომლის მიღებაც საჭიროა ყოველდღიურად 6-9 თვის განმავლობაში, თუმცა ზოგჯერ ცალკეული ინფიცირებული უჯრედები კურსის ჩამთავრების შემდეგაც რჩება ორგანიზმში.

იმის გასაგებად, რომელი უჯრედები გადაურჩებიან მკურნალობას, მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური მიკროფლუიდური საკანი, რომელშიც Mycobacterium smegmatis-ის უჯრედები გამოზარდეს (ისინი მოქმედებენ Mycobacterium tuberculosis-ის მსგავსად) და მათი ზრდის პროცესი გადაიღეს.

მკვლევრებს თავდაპირველად ეგონათ, რომ M. smegmatis-ის უჯრედები დაიწყებდნენ დაყოფას იმავე ზომის შვილეულ უჯრედებად, ისე როგორც E. coli-ს შემთხვევაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ M. smegmatis-ის შვილეული უჯრედები ზომითა და სხვა მაჩვენებლებით "მშობლებისგან" განსხვავდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი M. smegmatis-ის უჩვეულო ზრდა (ცალი ბოლოდან გაწელვა) იყო. როდესაც ასიმეტრიული დედა უჯრედი იყოფა, ჩნდება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შვილეული უჯრედები, რომლებიც, აქედან გამომდინარე, განსხვავებულ რეაქციას ამჟღავნებს ანტიბიოტიკების მიმართ. მეცნიერებმა ეს თეორია ექსპერიმენტულად შეამოწმეს.

აღმოჩნდა, რომ სხვადასხვანაირი შვილეული უჯრედები მკურნალობაზე მართლაც სხვადასხვანაირად რეაგირებდნენ. ამავე მიზეზით, უჯრედულ პოპულაციაში არსებობს უჯრედები, რომლებიც არ არიან მგრძნობიარენი ანტიბიოტიკების მიმართ. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ტუბერკულოზის მკურნალობისადმი მიდგომის შეცვლა და კომბინირებულ თერაპიაზე გადართვა.