აღმოჩენილია შიმშილის საშუალებით დაბერების შეფერხების მექანიზმი
პარიზის სიტეს უნივერსიტეტისა და გრაცის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომლითაც წყვეტილი შიმშილი აფერხებს დაბერების პროცესს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში – Nature Cell Biology.
-
აუტოფაგია არის უჯრედული კომპონენტების გადამუშავების პროცესი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებასა და დაბერების პრევენციაში.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყვეტილი შიმშილი ზრდის სპერმიდინის დონეს, ბუნებრივად წარმოქმნილ პოლიამინს, რომელიც ააქტიურებს აუტოფაგიას, ზრდის უჯრედების მდგრადობას და გადარჩენას.
კვლევაში გამოიყენეს სხვადასხვა მოდელი ორგანიზმები – ნემატოდები, საფუარა, ბუზები, თაგვები და ადამიანის უჯრედული ხაზები. დადასტურებულია, რომ წყვეტილი შიმშილი ააქტიურებს აუტოფაგიას და ახანგრძლივებს ამ ორგანიზმების სიცოცხლეს. ინჰიბიტორების გამოყენებით სპერმიდინის სინთეზის ჩახშობა ანეიტრალებს აუტოფაგიის დადებით გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ აუტოფაგიის რეგულირება სპერმიდინით და წყვეტილი შიმშილით არის ევოლუციურად შენახული პროცესი, რაც წარმოაჩენს მის მნიშვნელობას უჯრედული ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად ორგანიზმებში სხვადასხვა ევოლუციურ ხაზში.
ცნობილია, რომ კვებითმა ჩვევებმა: უცხიმო ან მაღალცხიმიანმა დიეტამ, ჭარბმა ჭამამ ან შიმშილმა, შეიძლება გავლენა იქონიოს ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე, რომელთა გავრცელება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება უახლოეს წლებში.
დიეტურმა ჩარევებმა, ისეთმა, როგორიცაა კალორიების შეზღუდვა და წყვეტილი შიმშილი, შეიძლება შეანელოს დაბერება და ხელი შეუწყოს სიცოცხლის გხანგრძლივებას.
-
შიმშილი: სარგებელი და ზიანი სამი დიეტის მაგალითზე
საკვებსა და წყალზე უარის თქმა, ორგანიზმის განახლების და გაწმენდის მცდელობა:
მეთოდის მომხრეები ამტკიცებენ, რომ თავშეკავება ხელს უწყობს წონის დაკლებას, გაახალგაზრდავებას, დიაბეტის, ჰიპერტენზიის და კიბოსგან თავის დაღწევას. რამდენად სასარგებლო თუ ზიანის მომტანია შიმშილი?
ინტერვალური შიმშილი
ინტერვალურის შიმშილი დროს ორგანიზმი რჩება საკვების გარეშე 16 საათის განმავლობაში. ამ მეთოდის დაცვით, მნიშვნელოვანია კვების დროის შეზღუდვა - დღეში 8 საათი. ამავდროულად, თავად კვება რჩება დაბალანსებული და საკმარისად კალორიული.
ოქსიდაციური სტრესის შემცირება, ცირკადული რითმების ოპტიმიზაცია და კეტოგენეზი - ის არგუმენტებია, რომლებსაც მეცნიერები ამ მიდგომის სასარგებლოდ ასახელებენ.
ვარაუდობენ, რომ ინტერვალური შიმშილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს წონის კონტროლის, ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიისა და დიაბეტის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებით.
რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ასეთ შიმშილს?
გერონტოლოგი მეცნიერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, წიგნის "Longevita: The Revolutionary Longevity Diet" ავტორი ვალტერ ლონგო, გვაფრთხილებს რისკების შესახებ: