News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ტესტოსტერონის მაღალი დონე სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვების საწინდარია

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორთაბრძოლებში გამარჯვებულ მონაწილეებს დამარცხებულებთან შედარებით ტესტოსტერონის დონე უჩვეულოდ მაღალი აქვთ. ეს აღმოჩენა უშუალო კავშირშია გამოკვლევებთან, რომლებიც ჩატარდა მამაკაცთა აგრესიულ ან კონკურენტულ ქცევასთან დაკავშირებით ტესტოსტერონის დონის შესაძლო ცვლილების შესასწავლად. აქედან გამომდინარე, წინ წამოიწევს სოციალური უპირატესობის თეორია - თეორია იმ ჰორმონების შესახებ, რომლებიც წარმატებას უწყობს ხელს.

სპეციალისტებმა შეჯიბრების მონაწილეებს შეჯიბრებამდე და შეჯიბრების შემდეგ სისხლის ანალიზი გაუკეთეს ჰორმონების დონის დასადგენად. სხვებთან ერთად განსაზღვრეს ტესტოსტერონის, კორტიზონისა და ადრენალინის შემცველობაც. გაირკვა, რომ გარდა ტესტოსტერონისა, ყველა ჰორმონი თითქმის ერთნაირი რაოდენობით იყო გამარჯვებულისა და დამარცხებულის სისხლში. თუმცა ზოგიერთ გამარჯვებულს ტესტოსტერონთან ერთად ადრენალინის დონეც შეცვლილი აღმოაჩნდა.

გამოკვლევის ავტორი, კანზასის უნივერსიტეტის თანამშრომელი, მეცნიერი ენდრიუ ფრაი, აღნიშნავს, რომ, მიღებული შედეგების თანახმად, გამარჯვებულ მებრძოლებს ტესტოსტერონზე რეაგირების უნიკალური მექანიზმი აქვთ, რაც მათი წარმატების საწინდარია. საინტერესოა, რომ ხსენებული თავისებურება შეინიშნება არა მარტო მძლეოსნებს, არამედ ჭადრაკის მოთამაშეებს შორისაც, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ტესტოსტერონის მაღალი დონე თვითგადარჩენის მექანიზმს უკავშირდება.

დეპრესიას ქირურგიული მეთოდით უმკურნალებენ

ბრიტანელ მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ დეპრესიის მკურნალობა მარტო აბებითა და ჰიპნოზით კი არა, ქირურგიული მეთოდითაც არის შესაძლებელი. ინგლისელმა ქირურგებმა 10 წლის განმავლობაში დეპრესიით შეპყრობილი 62 წლის ქალბატონი განკურნეს. მანამდე მას შოკური თერაპიით და პრეპარატებით მკურნალობდნენ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ერთი წლის წინ კი ექიმებმა ქალს შესთავაზეს მკურნალობის ნოვატორული მეთოდი - სტიმულატორის ჩანერგვა ტვინის იმ უბნებზე ზემოქმედებისთვის, რომლებიც დეპრესიის ფორმირებასა და ადამიანის ემოციების კონტროლს განაგებს. სტიმულატორი შედგებოდა წვრილი სადენებისგან, რომლებიც გულმკერდის ყაფაზში ჩამონტაჟებულ კარდიოსტიმულატორს უკავშირდებოდა. იმპლანტანტი დეპრესიის განვითარებაში დამნაშავე ტვინის უბნებზე ახდენდა გავლენას. შედეგმა ყველა გააოცა: ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქალმა 10 წლის მანძილზე პირველად იგრძნო სიცოცხლის ხალისი. მან დაიწყო წიგნების კითხვა, საოჯახო საქმის კეთება, სეირნობა, ისევ დაუახლოვდა ოჯახს. "მადლიერი ვარ ექიმების, რადგან მათი დახმარებით ცხოვრება თავიდან დავიწყე", - განაცხადა მან.

ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი გაირკვა

ამერიკელ და ავსტრალიელ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ორი გენეტიკური ვარიანტი, რომლებიც საგრძნობლად ზრდის ენდომეტრიოზის განვითარების რისკს. ამისთვის მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს 5500 დაავადებული ბრიტანელი ქალისა და 10000 ჯანმრთელი მოხალისე ქალის გენომი. სავარაუდოდ, ეს აღმოჩენა მედიცინას ენდომეტრიოზის სადიაგნოზო და სამკურნალო ეფექტური საშუალების შექმნაში დაეხმარება.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ენდომეტრიოზის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ 1-ელი და მე-7 ქრომოსომები. ითვლება, რომ მე-7 ქრომოსომა საშვილოსნოსა და მისი ამომფენი ლორწოვანი გარსის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენის რეგულირების პროცესშია ჩართული, პირველს კი ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ჰორმონების მეტაბოლიზმისა და ქალის რეპროდუქციული სისტემის განვითარებისთვის აუცილებელ გენთან.

კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორი ზონდერვანი, ამბობს, რომ ეს გამოკვლევა რევოლუციურია და გენეტიკასთან ენდომეტრიოზის კავშირს ამტკიცებს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ შემდგომში დიაგნოსტიკის ნაკლებინვაზიური მეთოდების შექმნასაც შეძლებენ. ენდომეტრიოზი რეპროდუქციული ასაკის ქალთა დაავადებაა. ამ დროს საშვილოსნოს კედლის შიგნითა შრის - ენდომეტრიუმის უჯრედები ამ შრის გარეთაც მრავლდება.

კლინიკურ სიმპტომებს შორის მედიკოსები ასახელებენ მენჯის მიდამოს ციკლურ ტკივილებს, ძლიერ და გახანგრძლივებულ მენსტრუალურ სისხლდენებს, ტკივილს სქესობრივი აქტის, შარდვისა და დეფეკაციის დროს, უნაყოფობას.

ინსულტს სიცივით უმკურნალებენ

ედინბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ თავის ტვინის გაცივებას და ხელოვნური ძილის მდგომარეობაში მის გადაყვანას ინსულტის მკურნალობაში დადებითი როლის შესრულება ძალუძს. სახელდობრ, ჰიპოთერმიის (დაბალი ტემპერატურის) გავლენით ინსულტიანი ავადმყოფების ტვინის ფუნქციები უფრო სწრაფად და სრულყოფილად აღდგება. სხეულის ტემპერატურის ნორმალურთან შედარებით 4 გრადუსით დაქვეითებამ შეიძლება თავის ტვინი ხელოვნური ძილის მდგომარეობაში გადაიყვანოს, ეს კი ექიმებს საშუალებას მისცემს, მოაწესრიგონ ინსულტის დროს დაზიანებული სისხლძარღვები.

გამოკვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ მალკოლმ მაკლეოდის აზრით, მკურნალობის ახალი მეთოდი ინსულტით დაავადებულ 40 ათასზე მეტ პაციენტს გადაარჩენს. თუმცა ოპონენტები მოითხოვენ, გამოკვლევის ავტორებმა უპასუხონ შემდეგ კითხვებს: როგორ იმოქმედებს სიცივე ინსულტიან ავადმყოფებზე და როგორია ამ მეთოდის უპირატესობისა და რისკის თანაფარდობა.

მამობის დადგენა სახლის პირობებშიც გახდება შესაძლებელი

დიდ ბრიტანეთში უკვე იყიდება დნმ-ტესტი, რომლის მეშვეობითაც მამობის დადგენა სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი. კომპლექტი 30 გირვანქა ღირს. ტესტირებისთვის საჭირო მასალას - დედის, ბავშვისა და სავარაუდო მამის ნერწყვის ნიმუშებს - ბამბის ტამპონებით იღებენ, ფერად კონვერტებში ათავსებენ და ანალიზისთვის ლაბორატორიაში გზავნიან. შედეგი ხუთი დღის შემდეგ ხდება ცნობილი.

ტესტი კომპაქტური, სწრაფი და ძალზე მოხერხებულია. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მისი სიზუსტე 99,99%-ია. ტესტის გამოყენება სასამართლოსთვისაც კი შეიძლება, თუმცა არსებობს შეზღუდვაც: თუ ბავშვს ჯერ არ შესრულებია 16 წელი, ტესტირებისთვის აუცილებელია დედის თანხმობა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტესტი სულის სიმშვიდეს დაუბრუნებს იმ ოჯახებს, სადაც მამობის თაობაზე მცირედი ეჭვი მაინც არსებობს.

ტესტზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, დიდი იქნება, რადგან, სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი 25-ე ბავშვი არ არის ოფიციალური მამის ნამდვილი შვილი.