სიმსუქნე იწვევს ტვინის პლასტიურობის დაკარგვას
ნეიროპლასტიურობა არის ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც საშუალებას აძლევს მას, შეიცვალოს მიღებული ახალი გამოცდილების შესაბამისად და მოერგოს ცვალებად გარე პირობებს. ეს პროცესები, რომელთა გარეშე სწავლა შეუძლებელია, უზრუნველყოფილია ახალი ნეირონებისა და ნერვული კავშირების ფორმირებით, ან არსებულის რღვევით.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მძიმე სიმსუქნის მქონე ადამიანები განიცდიან სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს თავის ტვინში, ისევე როგორც ინტელექტის დაქვეითებას - მათ აქვთ სწავლისა და მეხსიერების პრობლემები. ახალი კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ გამოვლინების საფუძველი სწორედ ნეიროპლასტიურობის დაკარგვაა.
იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა ეს სიმართლე, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, რომელშიც მონაწილეობდა 18-დან 60 წლამდე ასაკის 14 მსუქანი ადამიანი და სხეულის მასის ნორმალური ინდექსის მქონე დაახლოებით იმავე ასაკის 16 ადამიანი. მეთოდის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია, მეცნიერებმა იმპულსები გაუგზავნეს მონაწილეთა ტვინის ქერქში და აკვირდებოდნენ როგორი იქნებოდა რეაქცია.
ჯანსაღი წონის მქონე ადამიანებს აღენიშნებოდათ ნერვული აქტივობის მკვეთრი აფეთქებები სტიმულაციის საპასუხოდ, რომელიც შემდეგ ქრებოდა, რაც მიუთითებს ტვინის ნორმალურ პლასტიურობაზე.
სიმსუქნის მქონე მონაწილეებში სურათი სრულიად განსხვავებული იყო – სტიმულაციის საპასუხოდ აქტივობის მატება მინიმალური იყო და სტიმულაციის შეწყვეტის შემდეგაც არ გაქრა.
ეს მიუთითებს ტვინის უნარის დარღვევაზე, ადეკვატურად რეაგირებდეს გარე გავლენებზე, ანუ პლასტიურობის დაკარგვაზე, - განმარტავენ მკვლევარები.
- „ჩვენი დასკვნები ვარაუდობს, რომ წონის დაკლება მნიშვნელოვანია როგორც ტვინის ჯანსაღი დაბერებისთვის, ასევე ტვინის ფუნქციის აღდგენისთვის ინსულტის ან ტრავმის შემდეგ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ტვინის უნარი, შექმნას ახალი ნერვული კავშირები კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვლევის ერთერთმა ავტორმა ბრენტონ ჰორდაკრემ (Brenton Hordacre).
და კიდევ ერთი სიახლე:
აღმოჩნდა, რომ ტვინს აქვს უნარი დაივიწყოს „ერთჯერადი“ ინფორმაცია
ეს აღმოჩენა გააკეთეს ჟეჯიანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მკვლევარებმა.
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, რომელშიც მონაწილეებს სთხოვეს, ყურადღების გამახვილება სხვადასხვა ობიექტების გარკვეულ ელემენტებზე, სხვა დეტალების იგნორირებით - მაგალითად, მხოლოდ მათ ფერზე, ფორმისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე. შემდეგ მკვლევარებმა გამოსცადეს ის, რაც ახსოვდათ მონაწილეებს. სხვა ექსპერიმენტებში მონაწილეებს უნდა მიექციათ ყურადღება სხვადასხვა ფორმის მრავალრიცხოვან ობიექტებში არსებულ სპეციფიკურ მახასიათებლებზე ან მსგავსი ობიექტების ფერისა და ფორმის ცვლილებებზე. ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოხალისეები, რომლებიც გაერთიანდნენ სხვადასხვა ზომის ჯგუფებად.
წესით, ადამიანმა უკეთ უნდა დაიმახსოვროს საგნების ან მოვლენების დამახასიათებელი ნიშნები, რომლებზეც მან ყურადღება გაამახვილა, რათა მოგვიანებით გაუადვილდეს მათი დამახსოვრება. თუმცა, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ეს ყოველთვის ასე არ არის – მონაწილეები მუდმივად ერთვებოდნენ იმაზე, რის იგნორირებასაც ეუბნებოდნენ, და ავიწყდებოდათ რაზე უთხრეს ფოკუსირება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ტვინი ქვეცნობიერად ფილტრავს ზოგიერთ დაუყოვნებლივ სასარგებლო, მაგრამ „ერთჯერად“ ინფორმაციას (მაგალითად, დროებითი პაროლი საბანკო აპლიკაციაში შესასვლელად), რომლის დამახსოვრებასაც ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რადგან მას აქვს წინათგრძნობა, რომ ეს აღარ დასჭირდება.