ხელოვნური ინტელექტი და ქირურგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნური ინტელექტი და ქირურგია

სადაც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიღწევები ძირეულად ცვლიან საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სამედიცინო მიდგომებს.

რობოტიზებული ქირურგია და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები წარმატებით ეხმარებიან ექიმებს ოპერაციული მკურნალობის ყველა ეტაპზე.

წინასაოპერაციო პერიოდი – დაგეგმვა და ვიზუალიზაცია

წინასაოპერაციო პერიოდში განსახორციელებელი დაგეგმვისა და ვიზუალიზაციის ეტაპები დღეს სულ უფრო ხშირად ხორციელდება AI-სთან პარტნიორობით. სამედიცინო გამოსახულებებს: მაგნიტურ-რეზონანსული, ტომოგრაფიული, რენტგენს, გაცილებით უკეთ შიფრავს რთული ალგორითმული სისტემები.

  • ანომალიების აღმოჩენა – AI/ხი-ს ალგორითმი ნორმიდან ისეთ უმნიშვნელოვანეს გადახრასაც იჭერს, რომელთა დანახვაც ადამიანის თვალისთვის შეუძლებელია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნების ძიებისას. გამოსახულების დეტალური სკანირებისას ხი ავლენს ე. წ. საეჭვო უბნებს, რომლებიც შესაძლოა სამომავლო კვლევას საჭიროებენ;
  • სიმსივნეების აღმოჩენა – ხი-ს სისტემები სიმსივნეების ზუსტი აღმომჩენებია, ისინი ასევე ზომავენ სიმსივნურ ქსოვილს და ქირურგებს იმ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც საჭიროა, ერთი მხრივ, ქირურგიული ჩარევის დასაგეგმად და მეორე – ჩასატარებელი პროცედურის მასშტაბის დასადგენად;
  • ორგანოთა 3D მოდელირება – ხი-ს მიერ პაციენტის ორგანოთა 3D მოდელირების შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქირურგიაში თამაშის წესები. მოდელირებით ქირურგებს პაციენტის ორგანოების კომპლექსურ და დინამიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოდგენა ექმნებათ, შესაბამისად, მათი საშუალებით მანიპულირებენ, უდგებიან საოპერაციო არეს განსხვავებული კუთხეებით, ანუ ეძლევათ მაქსიმალურად ზუსტი ქირურგიული სტრატეგიისა და მიდგომის შემუშავების საშუალება;
  • ვირტუალური (VR) და დამატებითი რეალურობა (AR) – ხი-ის ბაზაზე ზოგიერთი ინსტრუმენტი ადვილად ინტეგრირდება VR და AR ტექნოლოგიებთან, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს შეაღწიოს პაციენტის ვირტუალურ ანატომიაში, რაც მას უადვილებს რთული სტრუქტურების გაგებას, რომელთან შეხებაც მას ოპერაციისას მოუწევს, ზრდის ქირურგის ინფორმირებას და ზუსტ ქირურგიულ დაგეგმვას უზრუნველყოფს;

ამგვარად, წინასაოპერაციო პერიოდისას გამოყენებული ხი-ს ინსტრუმენტები – ეს არა მხოლოდ თანდათან დასახვეწი ალგორითმია, არამედ რევოლუციური პოტენციალია ქირურგიული სიზუსტის ამაღლების, გართულებათა რისკის შემცირების და საბოლოოდ, პაციენტის მკურნალობის საუკეთესო შედეგის წინაპირობაა.

რობოტ-ასისტენტური ქირურგია

დღეს, ქირურგებს, ოპერაციისას სულ უფრო ხშირად უწევს ასისტენტობას რობოტი-ქირურგი.

მაღალტექნოლოგიური რობოტიზებული ქირურგიის ყველაზე ცნობილი სისტემაა და ვინჩი, რომელსაც ახასიათებს:

  • გაზრდილი სიზუსტე – რობოტიზებულ მანიპულაციებს ახასიათებთ უჩვეულო სიზუსტე, რაც მათ იდეალურს ხდის ოპერაციის დროს დელიკატური და რთული მანევრების განხორციელებისას. ხი-ს ალგორითმები ქირურგთან ტანდემში, რობოტული ხელებით უპრეცედენტო სიზუსტით ახორციელებენ მოძრაობებს, რასაც ადამიანის ხელი ვერ შეძლებდა;
  • მინიმალური ინვაზია – რობოტული ქირურგიის განმასხვავებელი ნიშანია მინიმალურად ინვაზიური (დამზოგველი) მეთოდებით მკურნალობა, მინიმალური განაკვეთები, ჭრილობები, ნაწიბურები, რაც იწვევს პოსტოპერაციული პერიოდის შემცირებას და გაცილებით მოკლე ვადებში გამოჯანმრთელებას;
  • ტელეოპერაცია – ზოგიერთ რობოტულ ქირურგიულ სისტემას გააჩნია ქირურგიული მანიპულაციების დისტანციურად ჩატარების უნარი, რაც საშუალებას იძლევა, გეოგრაფიული პრობლემების მიუხედავად, რთულად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ სპეციალიზებული ქირურგიული მომსახურების მიღების საშუალება;
  • რთული პროცედურები – რობოტული ქირურგია გაცილებით ეფექტიანად ასრულებს რთულ ქირურგიულ პროცედურებს, ისეთი ოპერაციებისას, როგორიცაა პროსტატის ამოკვეთა და კარდიოქირურგიული ჩარევები, სადაც სიზუსტე და მოქნილობა პირველხარისხოვანია, გაცილებით დეტალიზებული და მრავალფეროვანი მანევრებია განსახორციელებელი.

ინტრაოპერაციული დახმარება

ხი-ის როლი საკუთრივ ოპერაციისას ასევე შეუცვლელია, ამას რამდენიმე ასპექტი განაპირობებს:

  • ქირურგია ვიზუალური კონტროლით: ხი-ის ალგორითმები საოპერაციოში საიმედო გამცილებლებს ემსგავსებიან, რომლებიც აკვირდებიან ქირურგიული ინსტრუმენტების მოძრაობას და ქირურგის რთულ ანატომიურ სტრუქტურებში მკაცრი სიზუსტითა და დამაჯერებლობით გადაადგილების საშუალებას აძლევენ;
  • ქირურგიული ნავიგაცია: ინსტრუმენტების მოძრაობის გარდა, ხი-ის სისტემები იძლევიან 3-განზომილებიანი ნავიგაციის შესაძლებლობებს, რომლებიც ქირურგს რთულ გზებში გასვლისას ეხმარებიან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ირგვლივმდებარე ქსოვილების დაუგეგმავ დაზიანებას და ოპერაციის მცირე ინვაზიურად ჩატარების გარანტიას ქმნის;
  • სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა მონიტორინგი: ხი-ის სისტემა მთელი ოპერაციის მსვლელობისას აკვირდება პაციენტის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს და საზღვრავს ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა გულის შეკუმშვათა სიხშირე, არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის დონე. ქორურგთა ბრიგადას უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას უმნიშვნელო ცვლილების შესახებაც კი – ასეთი რეჟიმში მუშაობისას მოულოდნელი გართულებების მართვა გაცილებით მარტივდება, რაც პაციენტის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობაა;
  • ავტონომიური ქირურგიული ინსტრუმენტები: ზოგჯერ ქირურგიული ინსტრუმენტები ხელოვნური ინტელექტით ავტონომიურად იმართება ქირურგის მეთვალყურეობით და სიზუსტითა და მუდმივობით ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ნაკერების დადება, ქსოვილების მოცილება და სხვა.

ინტრაოპერაციულ ფაზაში ხი-ს მონაწილეობა ემსგავსება თვითმფრინავში გამოცდილი მეორე პილოტის არსებობას, რომელიც ზრდის ქირურგიული ოპერაციების სიზუსტეს, აქვეითებს ადამიანური შეცდომის ალბათობას და ოპერაციის გაცილებით უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას იძლევა.

პროგნოზის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მხა­რ­დაჭერა

ხი პაციენტთან დაკავშირებულ საკმაოდ დიდი მოცულობის მონაცემებს ამუშავებს, რაც ქირურგიის მნიშვნელოვანი ასპექტია.

  • მონაცემთა ინტეგრაცია: ხი ადვილად ახდენს პაციენტის შესახებ მონაცემთა ინტეგრირებას, მათ შორის, ელექტრონული ჩანაწერების, ლაბორატორიული კვლევების, სამედიცინო გამოსახულებების და შედეგთა გათვალისწინებით, ქირურგიული ოპერაციის ისტორიისას. ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის პროფილზე ყოვლისმომცველ და სრულ წარმოდგენას, რაც ქირურგებისთვის მეტად მნიშვნელოვანი რამაა;
  • რისკის შეფასება – ალგორითმები ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის ადგენენ პოსტოპერაციული გართულებების ალბათობას პროგნოზული ანალიზის გათვალისწინებით. მის შემდგომ ქირურგები ახდენენ მათ მიერ შერჩეული მეთოდის ადაპტაციას მოსალოდნელი პოტენციური რისკების შესამცირებლად;
  • ოპტიმიზებული დაგეგმვა: ხი-ის დახმარებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება ოპერაციის ოპტიმიზებული დაგეგმვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის შეირჩევა მაქსიმალურად შესაფერი ქირურგიული ტექნიკა, ანესთეზიის ტიპი და პოსტოპერაციული პერიოდის მართვის პრინციპები.

პოსტოპერაციული პერიოდი

ხი-ის შესაძლებლობები საოპერაციოს საზღვრებსაც სცდება და მისი ალგორითმები პაციენტს პოსტოპერაციულ პერიოდში დიდ დახმარებას უწევენ.

  • პოსტოპერაციული დისტანციური მონიტორინგი – ალგორითმები აკონტროლებენ პაციენტის მდგომარეობას, აფასებენ მის პროგრესს, მუდმივად ამუშავებენ და აანალიზებენ მონაცემებს, სწრაფად პოულობენ გართულების ადრეულ ნიშნებს, უზრუნველყოფენ დროულ დახმარებას;
  • პაციენტის პორტატული მოწყობილობანი: ხი-ით აღჭურვილ აპარატებს მუდმივად ატარებენ პაციენტები, გადამცემები აკონტროლებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლებს, გადახრისას კი აწვდიან სიგნალს პაციენტს, ასევე ახსენებენ წამლების მისაღებ დროსა და ექიმთან მომდევნო ვიზიტების თარიღს;
  • რეაბილიტაცია: ხი ასევე ადგენს ყოველი კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამას, რაც ითვალისწინებს სავარჯიშოებს და პაციენტთან მუდმივ უკუკავშირს.

განათლება და სწავლება

ხი მომავალი ქირურგების აღმზრდელიცაა, იგი სტაჟიორებს პროფესიული უნარების ასათვისებლად და დასახვეწად საკმაოდ დიდ და ფართო შესაძლებლობებს აძლევს.

  • სტიმულატორები – ხელოვნური ინტელექტით მართვადი ქირურგიული სტიმულატორები უვნებელი და კონტროლირებადი ქირურგიული არეა პრაქტიკანტი ქირურგებისთვის, რათა მათ მრავალჯერ გაიმეორონ და ჩაატარონ ქირურგიული პროცედურები რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიმულაციურ პირობებში, რაც მათ ოსტატობას ხვეწს, თავდაჯერებას მატებს და ფორს-მაჟორულ ვითარებაში, განსხვავებული სცენარებისადმი ადაპტაციის უნარს უვითარებს;
  • ვირტუალური რეალობა – ხი-ს დანამატი ვირტუალური რეალობის დახმარებით, ქირურგიული განათლება სულ სხვა დონეზე ავიდა, ქირურგს სთავაზობენ მაღალ რეალურ სიმულაციას ქირურგიული სცენარებისა, რასაც თან დაერთვის რეალისტური დეტალიზაცია და გამოცდილება;
  • უკუკავშირი და შეფასება – ხი არამხოლოდ სიმულაციას გვთავაზობს, არამედ დამწყები სპეციალისტის მუშაობასაც აფასებს. ალგორითმები აანალიზებენ მომავალი ქირურგის მოქმედებას და გვაძლევენ დასკვნას, თუ რომელი სფეროები აქვს დასახვეწი, ამის მიხედვით ისინი ინდივიდუალურ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს იღებენ.

ხშირად დასმული კითხვები:

  • რამდენად გავრცელებული და ხელმისაწვდომია რობოტული ქირურგია?

– რობოტული ქირურგიის სულ უფრო ფართოდ გავრცელების მიუხედავად, ის ჯერჯერობით ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამას განსაზღვრავს ქვეყანა, რეგიონი და სამედიცინო დაწესებულების ტიპი;

  • მოსალოდნელია თუ არა, წლების შემდგომ, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს ადამიანი – ქირურგი?

– ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის, რამდენადაც ხი ქირურგის რობოტული დამატებაა, ზრდის მის შესაძლებლობათა არეალს, მაგრამ მისი გამოცდილების შეცვლის უნარი მას არ აქვს;

  • რა რისკები ახლავს ხი-ის ქირურგიაში გამოყენებას?

– ხელოვნური ინტელექტის სისტემები გადიან საკმაოდ მკაცრ შემოწმებას და გამოცდას უსაფრთხოებაზე, მაგრამ როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიასთან, აქაც მოსალოდნელია რისკები ტექნიკური პრობლემების სახით, რომლებიც მომავალში მონიტორინგსა და მინიმუმამდე შემცირებას საჭიროებს;

  • რა ეთიკური ასპექტები გააჩია ხი-ს ქირურგიაში გამოყენებას?

– პირველ ყოვლისა, ეს მონაცემთა კონფიდენციალობა, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა და იმის უზრუნველყოფაა, რომ ხი-მა არ შეცვალოს პაციენტის მიმართ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური მიდგომები და ნორმები.